iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს
იურიდიული სტატია

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს

17-12-2021, 11:16 სიახლე / საგადასახადო დავები 388 ნახვა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალ დაჩქარებულ შესაძლებლობას სთავაზობს

გადასახადის გადამხდელთა ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, საქონლის გაფორმებისა და გაშვების ფორმალობების გამარტივების მიზნით, ინიცირებულია ცვლილებები საბაჟო კანონმდებლობაში, რომლის თანახმადაც, 15 დეკემბრიდან, გადასახადის გადამხდელებს საქონლის გაფორმების ახალი დაჩქარებული შესაძლებლობები ეძლევათ, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო დეკლარაციის დამუშავებისას, მასში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საგრძნობლად შემცირდება საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისთვის საჭირო დრო.

კომერციულ ბანკებთან გაფორმებული მემორანდუმების საფუძველზე, შემოსავლების სამსახურისთვის ონლაინ რეჟიმში, მყისიერად, ხელმისაწვდომი იქნება ინფორმაცია გადასახადის გადამხდელის მიერ, საბანკო დაწესებულებაში განხორციელებული სახაზინო გადარიცხვები. შესაბამისად, დეკლარანტის მიერ, წარმოსადგენ გადახდის დოკუმენტს ჩაანაცვლებს ბანკის მიერ ელექტრონულად მოწოდებული ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი იქნება საქონლის დაუყოვნებლივ გაშვება თავისუფალ მიმოქცევაში.

ამასთან, ახალი ცვლილებები, ასევე მნიშვნელოვნად დააჩქარებს წინასწარ დეკლარირებული საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების ფორმალობებსაც. კერძოდ: სხვადასხვა ტვირთის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემების იმპორტის გადასახდელზე ვალდებულების შესრულების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში, საბაჟო გამშვები პუნქტი თავად განახორციელებს საქონლის გაშვებას (ცვლილებამდე, კუთვნილი იმპორტის გადასახდელის სრულად/ნაწილობრივ გადახდა დეკლარაციის დამუშავებიდან 1 საათის განმავლობაში დადასტურდება გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით ან საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით).

აღსანიშნავია, რომ გადასახადის გადამხდელების ინტერესებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ გარკვეული მიზეზების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი ვერ განახორციელებს ტვირთის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებას, ამ პროცედურას შეასრულებს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო კონტროლის ორგანიზაციის სამმართველო შემდეგი პირობების გათვალისწინებით, თუ - წარდგენილი იქნება კუთვნილი იმპორტის გადასახდელის შესაბამისი თანხის ოდენობის გარანტია, ან კუთვნილი იმპორტის გადასახდელის გადახდა დადასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით, ან იმპორტის გადასახდელის ნაწილზე წარდგენილი იქნება გარანტია და დანარჩენი ნაწილის გადახდა დადასტურდება საბანკო დაწესებულებიდან ელექტრონული ფორმით მიღებული ინფორმაციით.

აქვე აღვნიშნავთ, რომ დეკლარანტს საქონლის გაშვების შესახებ ინფორმაცია, გაეგზავნება მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით, სისტემაში რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომერზე.

სწორედ, აღნიშნული ცვლილების გაცნობის მიზნით, გაიმართა შეხვედრა კომერციული ბანკებისა და სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციის წარმომადგენლებს შორის, რომელსაც ესწრებოდნენ შემოსავლების სამსახურის უფროსის მოადგილეები ვლადიმერ ხუნდაძე და ლევან წითელაშვილი, ასევე საბაჟო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზურაბ სიჭინავა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის უფროსი ნოდარ კაკრიაშვილი.

საქართველოში მოქმედ რამოდენიმე საბანკო დაწესებულებასთან, უკვე გაფორმდა თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები (,,საქართველოს ბანკი“, „თიბისი ბანკი“, „ლიბერთი ბანკი“, „პაშა ბანკი“, „ბანკი ქართუ“ და „სილქ როუდ ბანკი“), ხოლო შემდგომ ეტაპზე, საქართველოში მოქმედი ყველა კომერციული ბანკი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში.

წყარო:imedinews.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო

ვრცლად

საგადასახადო დავები / საგადასახადო დავების სერვისი

საგადასახადო დავები / საგადასახადო დავების სერვისი

ვრცლად

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი ანგარიშსწორებით სსა-ის გამოყენების გარეშე N 2207

დამტკიცდა ფიზიკური პირის მიერ საცხოვრებელი ფართობის (ბინის) ქირის თანხის მიღება ნაღდი

ვრცლად

დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

დამტკიცდა სტაჟიორის მიერ მიღებული შემოსავლის ხელფასად განხილვა N 2428

ვრცლად

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427 სახელმძღვანელო

დამტკიცდა ქონების გადასახადი ორგანიზაციის მიერ ფართის იჯარით გაცემისას N 1427

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp