iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გასვლითი სხდომა გამართა
იურიდიული სტატია

სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გასვლითი სხდომა გამართა

28-10-2025, 18:05 სიახლე 8 ნახვა
სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გასვლითი სხდომა გამართა

პარლამენტის სოფლის მეურნეობის კომიტეტმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში გასვლითი სხდომა გამართა, სადაც კომიტეტის წევრებმა ლაბორატორიის მიერ 2024 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და 2025 წლის მიმდინარე აქტივობების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.


მომხსენებელმა, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორმა ირაკლი გულედანმა ლაბორატორიის საქმიანობის ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკაზე, სურსათის კვლევასა და გენეტიკურ ტესტირებაზე.


ირაკლი გულედანმა კომიტეტის წევრებს ლაბორატორიის მიერ განხორციელებული კვლევების სტატისტიკა გააცნო. მისივე თქმით, ლაბორატორია აქტიურად თანამშრომლობს პროფესიულ და უმაღლეს სასწავლებლებთან.


მომხსენებელმა ლაბორატორიის სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ლაბორატორიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს ახალი კვლევის მეთოდების დანერგვა და რეგიონული ლაბორატორიების გაძლიერება.


სხდომაზე აღინიშნა, რომ ლაბორატორიების საქმიანობის ეფექტურობის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის გაძლიერება და ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა.

„სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიას მნიშვნელოვანი ფუნქცია გააჩნია. მის საქმიანობაზეა დამოკიდებული ხარისხიანი პროდუქციის წარმოება, ქვეყნის ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა და სურსათის უვნებლობა, რაც საბოლოო ჯამში, თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობაზე აისახება“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარემ გელა სამხარაულმა.

სხდომას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდა.


კომიტეტმა წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.


სხდომის დასრულების შემდეგ, კომიტეტის წევრებმა სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია დაათვალიერეს და სამუშაო პროცესს გაეცნენ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ იმსჯელა

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა რუსთავში ატმოსფერული ჰაერის

ვრცლად

რაჭაში და ბაღდათში განვითარებული მოვლენის შესახებ დასკვნა და ანგარიში განიხილეს

რაჭაში და ბაღდათში განვითარებული მოვლენის შესახებ დასკვნა და ანგარიში განიხილეს

ვრცლად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან

ვრცლად

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებისა და აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლებით სარგებლობის თაობაზე ინფორმაცია მოისმინეს.

დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს მოქალაქეობის

ვრცლად

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp