iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » რაჭაში და ბაღდათში განვითარებული მოვლენის შესახებ დასკვნა და ანგარიში განიხილეს
იურიდიული სტატია

რაჭაში და ბაღდათში განვითარებული მოვლენის შესახებ დასკვნა და ანგარიში განიხილეს

19-02-2024, 15:40 სიახლე 149 ნახვა
რაჭაში და ბაღდათში განვითარებული მოვლენის შესახებ დასკვნა და ანგარიში განიხილეს

2023 წლის 3 აგვისტოს რაჭაში, შოვში და მიმდინარე წელს, 6 თებერვალს, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში განვითარებული მოვლენების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ მომზადებული დასკვნა და ანგარში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს.

მინისტრმა სამოქალაქო უსაფრთხოებისა და კატასტროფების რისკების ეფექტიანი მენეჯმენტის სისტემების განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყურადღება ქართველი და უცხოელი სპეციალისტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და დამოუკიდებელი ექსპერტების ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე გაამახვილა.

„გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობების გაძლიერება არის პირველადი ამოცანა. შარშანაც ჩვენ დამატებითი სახსრები გამოვყავით, რომ მონიტორინგის სისტემები შეგვეძინა, ასევე, მნიშვნელოვანია სააგენტოს შესაბამისი საკადრო რესურსებით გაძლიერება. გასულ წელთან შედარებით, წელს კიდევ 13 მლნ ლარია გამოყოფილი იმისთვის, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ მონიტორინგის სისტემების გაფართოებას; ასევე, ვგეგმავთ მყინვარული ხეობებისა და მეწყრული უბნების შეფასებას მთელი ქვეყნის მასშტაბით; ფინეთის მეტეოსამსახურთან, რომელიც ერთ-ერთი მოწინავეა მსოფლიოში, გვაქვს დაგეგმილი თანამშრომლობა საინფორმაციო სისტემის გამართვასთან დაკავშირებით,“ - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

შეხვედრაზე წარმოდგენილი დოკუმენტები შედგენილია სააგენტოს სპეციალისტების ჩართულობით, გეოლოგიურ, მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე დაკვირვების, ისტორიული და მიმდინარე მონაცემების მათ შორის სატელიტური, რადარული და აეროფოტო სურათების დეშიფრირებული ინფორმაციის, აგრეთვე, საველე ჰიდრომეტეოროლოგიური/გეოლოგიური კვლევების და შედეგად მიღებული მონაცემების კამერალური დამუშავების საფუძველზე.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები, საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და ექსპერტები ესწრებოდნენ.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: რაჭაში, ბაღდათში, განვითარებული, მოვლენა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ლევან დავითაშვილი გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდა

ვრცლად

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან

ვრცლად

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყის განკარგვის წესი იცვლება

ვრცლად

ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ეკატერინე ტიკარაძე უნგრეთის ადამიანური რესურსების განვითარების მინისტრს შეხვდა

ვრცლად

2023 წლიდან სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ

2023 წლიდან სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp