iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა
იურიდიული სტატია

ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

7-12-2021, 12:11 სიახლე 275 ნახვა
ადვოკატის თქმით, NETFLIX-ის სცენარისტმა აღიარა, რომ ნონა გაფრინდაშვილზე სიმართლე იცოდა

ნონა გაფრინდაშვილის ადვოკატის, თქმით, აშშ-ში Netflix-ის წინააღმდეგ სარჩელის განხილვა შედგა.

ადვოკატი ამბობს, რომ პროცესზე, რომელსაც ქართული მხარე დისტანციურად დაესწრო, სერიალ ლაზიერის გამბიტის სცენარისტი და პროდიუსერი, ფრენკ სკოტი გამოიკითხა.

ნეტფლიქსმა დაცვის მხარეს უარი უთხრა რუსი მოჭადრაკის, გარი კასპაროვის გამოკითხვაზე და მხოლოდ სცენარისტის მიერ ჩვენების მიცემას დათანხმდა.

ადვოკატის თქმით, "სკოტი იძულებული გახდა, ეღიარებინა, რომ იცოდა სიმართლე ნონა გაფრინდაშვილის კარიერული მიღწევების შესახებ, რაც ადასტურებს ნეტფლიქსის მიერ მცდარი ფაქტების მიზანმიმართულად გავრცელებას".

"ნეტფლიქსის შუამდგომლობაში არის ის ხაზიც, რომ ლაზიერის გამბიტი არის გამოგონილი და შეუძლიათ, ამით იხელმძღვანელონ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ამის საწინააღმდეგო არგუმენტები.

გამოკითხვაზე ძალიან აირია ფრენკ სკოტი, უმრავლესი კითხვის პასუხად ამბობდა, რომ არ ახსოვს. გამოკითხვის პროცესში აქტიურად ერეოდნენ მისი ადვოკატები, ხან კონსულტაცია უნდოდათ, ხან კითხვის აცილება.

მან თქვა, რომ იცოდა, რომ ნონა გაფრინდაშვილი იყო რეალური ადამიანი. ჯერ თქვა, არ ვიცი, როდის გავიგეო. მერე თქვა, ვიღაცამ მითხრა, რომ რეალური ადამიანი იყოო. აირია ამ საკითხში. ჩვენ მის ამ გამოკითხვას საჩვენოდ ვიყენებთ". - ამბობს მაია მწარიაშვილი.

მისივე თქმით, სასამართლოს ნეტფლიქსმა საკუთარი საპასუხო შუამდგომლობა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, კომპანია არ მიიჩნევს, რომ ნონა გაფრინდაშვილის პროფესიული მიღწევები და საქმიანი რეპუტაცია დააზიანა.

ხოლო არგუმენტები, ადვოატის განცხადებით, დროში უზუსტობამდე, დროში აცდენამდე არის დაყვანილი.

"თუ მაინცდამაინც რამე შეგვეშალა, არის ის, რომ დროში რამდენიმე წლით ავცდითო". - ამბობს ადვოკატი.

საქმეზე - ნონა გაფრინდაშვილი ნეტფლიქსის წინააღმდეგ - მოსამართლე ვირჯინია ფილიპსი ზეპირ მოსმენას 24 იანვარს გამართავს, სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება კი ამის შემდეგ გახდება ცნობილი.

ნონა გაფრინდაშვილმა ამერიკულ კომპანია NETFLIX-ს სექტემბერში უჩივლა. სარჩელი Netflix-ის მიერ სერიალ ლაზიერის გამბიტის (The Queen’s Gambit) ფილანურ ეპიზოდში ნათქვამ წინადადებას ეხება.

სერიალში ვისმენთ:

“ერთადერთი უჩვეულო რამ მის [ფილმის მთავარი გმირის] შემთხვევაში მისი სქესია. თუმცა, ის რუსეთშიერთადერთი არ არის. არსებობს ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც მსოფლიოს ქალი ჩემპიონია, თუმცა არასდროს შეხვედრია კაც მოჭადრაკეებს".

ნონა გაფრინდაშვილის სარჩელის მიხედვით, "ნეტფლიქსმა შეგნებულად იცრუა გაფრინდაშვილის მიღწევების შესახებ იაფფასიანი და ცინიკური მიზეზით, რათა გაეზარდა დრამა და წარმოეჩინა, თითქოს გამოგონილ პერსონაჟს ისეთი რამის გაკეთება უწევს, რაც მანამდე არცერთ ქალს, მათ შორის, ნონა გაფრინდაშვილს, არ გაუკეთებია".

სარჩელში წერია, რომ 1968 წლისთვის, რომელიც აღწერილია ლაზიერის გამბიტის ეპიზოდში, გაფრინდაშვილს უკვე ჰქონდა ნათამაშები, სულ მცირე, 59 კაც მოჭადრაკესთან, მათ შორის 10 დიდოსტატთან.

წყარო:formulanews.ge

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ჭადრაკის პიონერმა, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე - ნონა გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“ უჩივლა

ჭადრაკის პიონერმა, ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკე - ნონა გაფრინდაშვილმა „ნეთფლიქსს“

ვრცლად

18 წლის კაილ რიტენჰაუსი ვისკონსინის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

18 წლის კაილ რიტენჰაუსი ვისკონსინის სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)

განქორწინება დისტანციურად (კითხვა-პასუხი)

ვრცლად

განქორწინება დისტანციურად, სპეციალური სერვისი ემიგრანტებისთვის და საზღვარგარეთ მყოფთათვის.

განქორწინება დისტანციურად, სპეციალური სერვისი ემიგრანტებისთვის და საზღვარგარეთ მყოფთათვის.

ვრცლად

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის არაეფექტიანად აღსრულება წარმოადგენდა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp