Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.

ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე საქართველოს პროკურატურამ სამ პირს ბრალდება წარუდგინა.


საქართველოს პროკურატურამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და უკანონოდ გადაცემის ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.



შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „სუბოქსინის“ ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამაში მყოფმა ბრალდებულმა, თბილისში მდებარე ერთ-ერთი კლინიკიდან ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი ნივთიერება გამოიტანა, საიდანაც ნაწილი მეორე ბრალდებულთან ერთად მოიხმარა, ხოლო დარჩენილი ნაწილი იმავე პირს გადასცა, რომელმაც თავის მხრივ აღნიშნული ნარკოტიკული ნივთიერება შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს მიუტანა.



აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება, საქართველოს შსს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორის პირადი ჩხრეკის შედეგად ამოიღეს.



ერთ პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260 სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გადაცემა); მეორე პირს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 25,260 სეკუნდა მუხლის მეშვიდე ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და უკანონო გადაცემაში დახმარება), ხოლო შსს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორს ბრალდება 260-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა) წრედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.



პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. - ნათქვამია საქარ თველოს პროკურატურის განცხადებაში.


წყარო: საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

ფოტო: საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები