iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა
იურიდიული სტატია

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

7-06-2025, 13:19 სიახლე 8 ნახვა
განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით,უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ფაქტებზე 2 პირს ბრალდება წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეები უკანონოდ ინახავდნენ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება „კოკაინის“ შემცველ სითხეს და „კოკაინს“ ფხვნილის სახით. ასევე, უკანონოდ მოჰყავდათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მცენარე კანაფი“. დაკავებულები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ინტერნეტ აპლიკაცია „ტელეგრამის“ მეშვეობით ეწოდნენ. ბრალდებულები თბილისში მდებარე დაქირავებულ ბინებში ახდენდნენ „თხევადი კოკაინის“ კუსტარული წესით დაკრისტალებას, აგრეთვე „მცენარე კანაფის“ უკანონო დათესვა, მოყვანას და რეალიზაციის მიზნით სხვადასხვა ლოკაციებზე ათავსებდნენ. გატარებული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, ელექტრო სასწორები და სხვა ნივთები.

დაკავებულებს ბრალდება 260-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინათ (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა), რაც სასჯელის სახით 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ერთ პირს ბრალდება დამატებით 265-ე მუხლის მესამე ნაწილით წარედგინა (განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირება), რაც სასჯელის სახით 6-დან 12 წლამდე თ/აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება აღნიშნულ დანაშაულებრივ საქმიანობაში ჩართული სხვა პირების დადგენის მიზნით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების გასაღების მიზნით, უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე პროკურატურამ 2 პირს ბრალდება წარუდგინა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტებზე, პროკურატურამ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და საქართველოში უკანონოდ

ვრცლად

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავა - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი

ვრცლად

ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა , განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტებზე

ბრალდებულს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული

ვრცლად

ნარკოდანაშაულისთვის 18 პირია დაკავებული, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

ნარკოდანაშაულისთვის 18 პირია დაკავებული, მათგან 8 ნარკორეალიზატორია

ვრცლად

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების ტრანზიტით საერთაშორისო გადაზიდვაში ბრალდებული პირი დამნაშავედ ცნო

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ განსაკუთრებით დიდი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp