სამშენებლო და არქიტექტურული სამართალი
სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სპეციალიზებული კურსი ხორციელდება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტის საადვოკატო სამართლის ინსტიტუტისა (Institut für Anwaltsrecht an der LMU) და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს. კურსის დასრულების შემდგომ მსურველი მონაწილეებისთვის დაიგეგმება სასწავლო ვიზიტი გერმანიაში.
კურსის მიზანი:
კურსის მიზანია სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის სფეროში ადვოკატებისთვის/იურისტებისთვის სიღრმისეული და სპეციალიზებული ცოდნის გაზიარება. კურსს გაუძღვებიან დარგის ქართველი და გერმანელი მაღალკვალიფიციური ექსპერტები:
- გერდ ვინტერი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, ბრემენის უნივერსიტეტი;
- გიორგი ტყავაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე;
- უჩა ზაქაშვილი, ადვოკატი, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის პროფესორი;
- კობა ყალიჩავა, ასოცირებული პროფესორი, სამართლის დოქტორი, LL.M. (Köln).
კურსის ფორმატი და სწავლების მეთოდი:
კურსით გათვალისწინებული მოდულები განხორციელდება ჰიბრიდული, როგორც ფიზიკური, ასევე, დისტანციური ფორმატით. ადვოკატებს/იურისტებს რომლებიც საქმიანობენ რეგიონში შესაძლებლობა ექნებათ კურსი გაიარონ დისტანციურად. კურსის ფარგლებში სწავლების მეთოდად გამოყენებული იქნება პრობლემებზე ორიენტირებული სწავლების, პრაქტიკული სავარჯიშოს განხილვის, სასამართლო და მმართველობითი პრაქტიკის ანალიზის, ინდივიდუალური დავალების შესრულების, კითხვა-პასუხის და სხვა რელევანტური მეთოდები. კურსის მსვლელობისას უზრუნველყოფილი იქნება თარგმანი.
კურსის სამიზნე აუდიტორია:
სპეციალიზებული კურსი განკუთვნილია სამშენებლო და არქიტექტურული სამართლის დარგით დაინტერესებული ადვოკატებისათვის/იურისტებისათვის.
არანაკლებ 1-წლიანი საადვოკატო საქმიანობის გამოცდილების მქონე ადვოკატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან სპეციალიზებულ კურსს და მიიღებენ Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემულ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს და შეეძლებათ შესაბამის დარგში სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადებით მიმართონ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელ საბჭოს. სპეციალიზებული ადვოკატების შესახებ ინფორმაცია, დარგების შესაბამისად, განთავსდება სპეციალურ რეესტრში და ასოციაციის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისთვის. დეტალური ინფორმაცია სპეციალიზებული ადვოკატის სტატუსის მინიჭების, შენარჩუნებისა და შეჩერება-შეწყვეტის წესი, ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები მოწესრიგებულია ადვოკატთა დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებით.
კურსის ხანგრძლივობა და შინაარსი:
კურსის ხანგრძლივობა შეადგენს 47 საათს, კვირაში 9 (ცხრა) საათიანი დატვირთვით. კურსის დეტალური პროგრამა და განრიგი იხილეთ ბმულზე. კურსი მოიცავს შემდეგ თემატიკას:
- ნებართვასავალდებულოობა, საჯარო მშენებლობის სამართლის ძირითადი სისტემა, სამშენებლო სამართლის ძირითადი წყაროები;
- მშენებლობის ნებართვის ქალაქგეგმარებითი მოთხოვნები;
- ქალაქთმშენებლობთი ზიანის რეგულირება;
- მშენებლობის ნებართვის ქალაგეგმარებითი საფუძვლები და ქალაგეგმარებითი ზიანის რეგულირება;
- კოეფიციენტებისა და სხვა პარამეტრების რეგულირება;
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი);
- მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო აქტის გასაჩივრების და შეჩერების წესები;
- მშენებლობის უსაფრთხოება და ექსპლუატაციაში მიღება;
- მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობები (გაპი),მშენებლობის ნებართვის გაცემა და სანებართვო აქტის გასაჩივრების და შეჩერების წესები, მშენებლობის უსაფრთხოება და ექსპლუატაციაში მიღება;
- სამშენებლო სამართალდარღვევები, ადმინისტრაციული წარმოება და აღსრულების ინსტრუმენტები;
- სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების თავისებურებანი;
- სამშენებლო ობიექტზე შრომის უსაფრთხოება;
- სახელშეკრულებლო სამართალი (სამშენებლო სამართლის ჭრილში);
- უფლების დაცვის საშუალებები.
სერთიფიკატის მინიჭების წესი:
კურსის მონაწილეებს Institut für Anwaltsrecht an der LMU-სა და გერმანულ-ქართული სამართლის ინსტიტუტის მიერ გაცემული კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერთიფიკატი მიენიჭებათ კურსის შემაჯამებელი ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში.
კურსის საფასური და რეგისტრაციის წესი:
კურსის საფასური შეადგენს 1700 ლარს. ადვოკატთა ასოციაციასთან ინსტიტუციური აკრედიტაციის ფარგლებში ადვოკატები ისარგებლებენ 10%-იანი ფასდაკლებით.
კურსზე რეგისტრაციის მიზნით საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ
საბანკო რეკვიზიტებზე:
მიმღები: გერმანულ ქართული სამართლის ინსტიტუტი
საბანკო რეკვიზიტები: GE97BG0000000570071362 (დანიშნულებაში უნდა მიეთითოს „დარგობრივი სპეციალიზაცია” და მონაწილის სახელი, გვარი)
რეგისტრაციამდე გთხოვთ, გაეცნოთ დარგობრივი სპეციალიზაციის დებულებას, კურსის პროგრამას და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, დაუკავშირდეთ გერმანულ-ქართულ ინსტიტუტს – gelashvilimariami3101@gmail.com, ტელეფონი: 593 50 18 36.
რეგისტრაციის მიზნებისთვის, სავალდებულოა სპეციალიზებულ კურსზე დარეგისტრირების მსურველმა პირმა, სარეგიტრაციოდ განსაზღვრულ ვადაში, სრულყოფილად შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები