iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » Vitto e alloggio
იურიდიული სტატია

Vitto e alloggio

14-05-2025, 20:19 სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / nana nakashidze 14 ნახვა
Vitto e alloggio

VITTO E ALLOGGIÒ – კვება და საცხოვრებელი, მომვლელის შრომითი კონტრაქტი იტალიის კანონმდებლობის მიხედვით

Vitto e alloggio ნიშნავს, რომ დამსაქმებელი უზრუნველყოფს დასაქმებულს საცხოვრებელითა და საკვებით. ეს ძირითადად ეხება ბინაში მცხოვრებ (convivente) დამლაგებლებს, მომვლელებს და ძიძებს.
რას მოიცავს Vitto e alloggio-ში?
Vitto (კვება):
  • სამუშაო საათებში სამჯერადი კვება (დილის, შუადღის და საღამოს).
  • უნდა ჰქონდეს წვდომა ძირითად საკვებ პროდუქტებზე, თუ სამუშაოს ნაწილი საჭმელის მომზადებაა.
Alloggio (საცხოვრებელი):
  • დასაქმებულს უნდა ჰქონდეს ცალკე ოთახი (განსაკუთრებული გამონაკლისების გარდა).
  • უნდა იყოს ცენტრალური გათბობა, წყალი, ელექტროენერგია და საჭირო კომუნალური სერვისები.
  • დასაქმებულს უნდა ჰქონდეს პირადი ნივთებისთვის ადგილი (მაგ., კარადა, თარო).
  • კეთილმოწყობილი გარემო, სადაც შეუძლია დაისვენოს და ღამე გაათენოს.
როგორ აისახება Vitto e alloggio ხელფასზე?
რადგან კვება და ცხოვრება დამსაქმებელის მიერ არის უზრუნველყოფილი, ეს ნაწილი ხელფასში “ჩათვლილია” და მისი ფულადი ღირებულება ოფიციალურად განსაზღვრულია იტალიის შრომითი ხელშეკრულების (CCNL) მიხედვით.
2025 წლის ახალი ტარიფები(INPS-ის მიხედვით):
  • Vitto (კვება) – €4,62
  • Alloggio(საცხოვრებელი) – €1,98
  • დღეში: - 6,60 დღეში
  • თვეში: - €171,70
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს კვებას - Vitto?
თუ დამსაქმებელი არ უზრუნველყოფს საკვებს ან სრულფასოვან კვებას, მაშინ ეს თანხა უნდა დაემატოს ხელფასს. შესაბამისად, დასაქმებულს უნდა გადაუხადონ დამატებით €171,60 თვეში, რადგან დასაქმებული კვებაზე თავად ზრუნავს.
დამსაქმებელი ვალდებულია თუ არა დამსაქმებელი ზემოთაღნიშნული პირობები დაიცვას და რა მოხდება თუ არ დაიცავს Vitto e alloggio პირობებს :
  1. დასაქმებულს შეუძლია ინსპექციაში (Ispettorato del Lavoro) ან INPS-ში ჩივილი.
  2. ხელფასიდან უკანონო დაქვითვები აკრძალულია თუ დამსაქმებელი ხელფასს უკანონოდ ამცირებს, კანონის დარღვევაში ეხვევა.
  3. სასამართლოს გზით შესაძლებელია კომპენსაციის მიღება (მათ შორის, არასათანადო კვების ხარჯების ანაზღაურება).
გაითვალისწინეთ! კანონით, ჩივილის საფუძველი შეიძლება იყოს კვების ან საცხოვრებელის არქონა ან არადამაკმაყოფილებელი პირობები.
რა ხდება იმ შემთხვევაში თუკი დასაქმებული არ ცხოვრობს(non conviventi) დამსაქმებელის სახლში?
  • თუ დასაქმებული მუშაობს და არ ცხოვრობს დამსაქმებელთან,(მუშაობს მხოლოდ დღის განმავლობაში), მაშინ Alloggio (საცხოვრებელი) არ ითვლება ხელფასის ნაწილად.
  • Vitto (კვება) კი აუცილებლად უნდა უზრუნველყოს დამსაქმებელმა სამუშაო საათებში, ან ამ თანხის ანაზღაურება უნდა მოხდეს ხელფასში.
მაგალითად: თუკი მომვლელი მუშაობს დილის 9:00-დან საღამოს 18:00-მდე, ოჯახმა უნდა უზრუნველყოს სამუშაოს განმავლობაში ერთი კვება, ან ხელფასში დაემატოს შესაბამისი თანხა.
Vitto e alloggio (კვებისა და საცხოვრებლის) თანხა აუცილებლად უნდა შედიოდეს:
  • შვებულების (ferie),
  • მეცამეტე ხელფასის (tredicesima)
  • დღესასწაულების (festività) ანაზღაურებაში.
თუ ეს თანხა არ იქნება გათვალისწინებული, დამსაქმებელმა უნდა დაუმატოს შესაბამისი თანხა მომვლელის ხელფასს, რათა შრომითი კონტრაქტით გათვალისწინებული პირობები სრულად იყოს დაცული.
აღსანიშნავია, რომ ეს თანხა არ შედის საბოლოო ანგარიშის(liquidazione, TFR) დაანგარიშების დროს.
სტატია ინფორმაციული ხასიათისაა და არ ცვლის კვალიფიციურ იურიდიულ კონსულტაციას.
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


Vitto e Alloggio - კვება და საცხოვრებელი, მომვლელის შრომითი კონტრაქტი იტალიის კანონმდებლობის მიხედვით

Vitto e Alloggio - კვება და საცხოვრებელი, მომვლელის შრომითი კონტრაქტი იტალიის

ვრცლად

კოლექტიური ხელშეკრულება

კოლექტიური ხელშეკრულება

ვრცლად

რა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებაა შესაძლებელი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების შემთხვევაში

რა სამართლებრივი ბერკეტების გამოყენებაა შესაძლებელი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლების

ვრცლად

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლები

ვრცლად

სამუშაო დროის ხანგძლივობა

სამუშაო დროის ხანგძლივობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp