Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
598 419 416
iuristi.com

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება


გვსურს, გამოვეხმაუროთ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დეპარტამენტის თანამშრომლები ტოვებენ უწყების რიგებს.


ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც უწყების და თითოეული თანამშრომლის, დისკრედიტაციას ისახავს მიზნად. 


ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალებისა  და პოლიტიკური ჯგუფების  წევრების მხრიდან მიზანმიმართული  ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის მიწოდება, ემსახურება  საზოგადოებაში შინაგან საქმეთა სამინისტროს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის იმიჯის შელახვას. 


რაც შეეხება, გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, ვაცხადებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურემ - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ოპერატიული დაგეგმვის სამმართველოს უფროსმა, ირაკლი შაიშმელაშვილმა პირადი პატაკით მიმართა შინაგან საქმეთა მინისტრს სამსახურიდან დათხოვნის თაობაზე''-აღნიშნულია განცხადებაში. 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 598 419 416  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში ქართველი ოპერატორი 351 5 47 00 47  
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A


Facebook კომენტარები