შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ, საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას უმასპინძლა.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების გრძელვადიან სადამკვირვებლო მისიას უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა დეტალურად განიხილეს მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული რელევანტური საკითხები. ალექსანდრე დარახველიძემ დელეგაციის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა წინასაარჩევნო პერიოდსა და საარჩევნო პროცესებში შინაგან საქმეთა სამინისტროს როლზე, მათ შორის, წინასაარჩევნო კამპანიისა და უშუალოდ არჩევნების დღის მიმდინარეობისას. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა არჩევნების თავისუფალ, დემოკრატიულ და უსაფრთხო გარემოში ჩატარების მნიშვნელობას და ამ კუთხით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა ჩართულობასა და უფლებამოსილ უწყებებთან თანამშრომლობას.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
