iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » სრული ინფრორმაცია ბინადრობის და საქართველოს მოქალქეობის შესახებ
იურიდიული სტატია

სრული ინფრორმაცია ბინადრობის და საქართველოს მოქალქეობის შესახებ

19-02-2024, 13:25 სიახლე / imigration lawyer in Georgia / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 210 ნახვა
სრული ინფრორმაცია ბინადრობის და საქართველოს მოქალქეობის შესახებ

იურისტი, ნაკაშიძე და პარტნიორების საადვოკატო ფირმის დამფუძნებელი პარტნიორი, ნათია ნაკაშიძე ჩვენი მკითხველის კითხვებს უპასუხებს:

როგორ შეიძლება უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს ბინადრობის უფლება და რა ტიპის ბინადრობა არსებობს?

საქართველოში ბინადრობის უფლება გაიცემა როგორც დროებითი, ისე მუდმივი ცხოვრების უფლებით. მუდმივი ბინადრობის ნებართვა შეიძლება გაიცეს საქართველოს მოქალაქის მეუღლეზე, არასრულწლოვან შვილზე, საქართველოს არასრულწლოვანი მოქალაქის მშობელზე აგრეთვე უცხოელზე, რომელმაც საქართველოში დროებითი ბინადრობის ნებართვის საფუძველზე იცხოვრა ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივი ცხოვრების უფლებით ბინადრობის უფლება შეიძლება გაიცეს.

გაიცემა ასევე 300.000 აშშ დოლარის ლარში ეკვივალენტის ოდენობის ინვესტიციის საფუძველზე გაცემული საინვესტიციო ბინადრობის ნებართვის მქონე იმ უცხოელზე, დამატებითი პირობების არსებობის შემთხვევაში.

საქართველოში დროებითი ცხოვრების უფლების მიზნით შესაძლოა გაიცეს შრომითი ბინადრობის ნებართვა, სასწავლო ბინადრობის ნებართვა, საინვესტიციო ბინადრობის ნებართვა, სპეციალური ბინადრობის ნებართვა და ა.შ.

შესაძლებელია უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიიღოს საქართველოს მოქალაქეობის მიღება?

მოქალაქეობის მინიჭების ერთ-ერთი ძირითადი პირობაა საქართველოში უწყვეტად ცხოვრება, რისი ვადაც არ უნდა იყოს 10 ან 5 წელზე ნაკლები. ვინაიდან საქართველოში სტატუსის შეძენის საკითხი ხასიათდება მრავალფეროვნებით და აქვს არაერთი საფუძველი, თუ კონკრეტულად რომელი საფუძვლით ჯობს მიმართვა, უნდა გადაწყდეს ადვოკატთან კონსულტაციისას.

ვრცელდება თუ არა შეღავათი საქართველოს მოქალაქოებიოს აღდგენაზე პირებზე ვინც საბჭოთა კავშირის პასპორტით წავიდა რუსეთში დაბადებულები არიან საქართველოში და არ აქვთ ქართული პირადობა აღებული?

პირს, რომელსაც არა აქვს საქართველოს მოქალაქეობა, ის შეიძლება მოიპოვოს ნატურალიზაციის გზით. დასახელებულის სახეებია საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, საგამონაკლისო წესითა და მოქალაქეობის აღდგენის გზით.

უცხო ქვეყნის მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიენიჭოს საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თუ აღნიშნულ პირს საქართველოს წინაშე აქვს განსაკუთრებული დამსახურება ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება გამომდინარეობს სახელმწიფო ინტერესებიდან.

დასახელებულს აფასებს მოქალაქეობის საკითხთა კომისია, რომელმაც შეიძლება მხედველობაში მიიღოს, რომ სხვა ქვეყნის მოქალაქე საქართველოს სამშობლოდ მიიჩნევს, ის ან მისი წინაპარი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ან აღნიშნული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული, ან სხვადასხვა დროს პოლიტიკური მოსაზრებით, ან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო ემიგრაციაში წასული პირია.

სრულწლოვანმა დაინტერესებულმა პირმა დადგენილ ფარგლებში უნდა იცოდეს საქართველოს სახელმწიფო ენა, საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ბინადრობა, მოქალაქეობა, საქართველოში ბინადრობა, საქართველოს მოქალაქეობა, საგანამონაკლისო წესით მოქალაქეობა, სასწავლო ბინადრობა, სამუშაო, საინვესტიციო, ადვოკატი, ადვოკატი საბურთალოზე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ბინადრობის ნებართვის მოპოვება

ვრცლად

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება

საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღებასთან დაკავშირებული იურიდიული მომსახურება

ვრცლად

ბინადრობის ნებართვის სახეები

ბინადრობის ნებართვის სახეები

ვრცლად

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ბინადრობა, მოქალაქეობა - საემიგრაციო მომსახურება

ვრცლად

ბინადრობის მოწმობა

ბინადრობის მოწმობა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp