iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ოჯახური დავები » მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა
იურიდიული სტატია

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

13-08-2020, 19:55 ოჯახური დავები / ალიმენტის დაკისრება / ბავშვის მამობის დადგენა / განქორწინება / განქორწინების მედიაცია / განქორწინება დისტანციურად ემიგრანტებისთვის / მეუღლეთა ქონების თანასაკუთრების გაყოფა / ადვოკატი / ადვოკატის ნომერი 2 038 ნახვა
მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა/შეჩერება/ჩამორთმევა

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეზღუდვა
1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.
2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
3. მეურვეობა ან მზრუნველობა დგინდება იმ ბავშვის მიმართ, რომლის ორივე მშობელს შეეზღუდა მშობლის უფლება ან მოვალეობა ამ კოდექსის შესაბამისად.
4. რამდენადაც ეს შესაძლებელია, მშობელს უნარჩუნდება ბავშვის რჩენის ვალდებულება, როცა მშობლის უფლება შეზღუდულია, ამ კოდექსით გათვალისწინებული საალიმენტო მოვალეობების შესაბამისად.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების შეჩერება
1. სასამართლოს შეუძლია შეაჩეროს მშობლების უფლება, იყვნენ ბავშვის წარმომადგენლები სასამართლო წარმოების განმავლობაში, დავის გადაწყვეტამდე კოდექსის 1200-ე და 1201-ე მუხლების შესაბამისად.
2. ამოღებულია
3. თუ ნაპოვნია ბავშვი, რომლის ვინაობა, მშობლის (მშობლების) ვინაობა ან ადგილსამყოფელი უცნობია, მისი მშობლის (მშობლების) უფლებები და მოვალეობები შეჩერებულად ჩაითვლება სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მანამ, სანამ:
ა) დადგინდება ბავშვის ან მისი მშობლის (მშობლების) ვინაობა და ის დაუბრუნდება თავის ოჯახს;
ბ) დადგინდება ბავშვის მშობლის (მშობლების) ვინაობა, რომელიც (რომლებიც) თავს არიდებს (არიდებენ) მშობლის მოვალეობების შესრულებას და უფლებების განხორციელებას და სასამართლო შეუზღუდავს მას (მათ) მშობლის უფლება-მოვალეობებს ან აღიარებს ბავშვს მიტოვებულად. ამ შემთხვევაში სასამართლოს ბავშვის მიტოვებულად აღიარებასთან ერთად გამოაქვს გადაწყვეტილება მშობლის უფლებების ჩამორთმევის თაობაზე;
გ) ბავშვი აღიარებული იქნება მიტოვებულად.
4. ამოღებულია
5. მშობლის უფლება-მოვალეობები შეჩერებულად ითვლება მშობლის (მშობლების) მიერ საკუთარი
ქმედებით ან უმოქმედობით გამოხატული ბავშვის მიტოვებისას, როდესაც ბავშვი განთავსებულია 24-საათიან სახელმწიფო ზრუნვაში. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება-მოვალეობების შეჩერება მოქმედებს შეჩერების საფუძვლების არსებობის ვადით.
6. ოჯახში ძალადობის შემთხვევაში, როდესაც მშობლის მიმართ შემაკავებელი ან დამცავი ორდერი მოქმედებს, აგრეთვე სოციალური მუშაკის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთანავე მშობლის წარმომადგენლობითი უფლება ან/და მშობლის უფლება, განსაზღვროს, თუ ვისთან და სად უნდა იცხოვროს ბავშვმა, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის ან ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების მოქმედების ვადით შეჩერებულად ითვლება. მშობლის მიერ ბავშვის მშობლისგან განცალკევების შესახებ სოციალური მუშაკის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს ამ გადაწყვეტილების მოქმედებას.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა
1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა, რის შესახებაც გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან 14 წელს მიღწეული ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
[ 1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევა უკანასკნელი ზომაა. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება გამოაქვს სასამართლოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ან ბავშვის ინიციატივით, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)]
2. მშობელს, რომელიც სისტემატურად თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას და არაჯეროვნად იყენებს მშობლის უფლებებს – ბავშვს უხეშად ექცევა, მასზე უარყოფით გავლენას ახდენს ამორალური საქციელით, ან რომელიც ქრონიკული ალკოჰოლიკი ან ნარკომანია, ანდა რომელმაც ბავშვი ჩააბა ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში (მათ შორის, მათხოვრობა, მაწანწალობა), ჩამოერთმევა მშობლის ყველა უფლება და მოვალეობა.

მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირის შვილის უფლებები - მშობლისუფლებამოვალეობაჩამორთმეული პირი კარგავს ნათესაობაზე დამყარებულ ყველა უფლებას იმ შვილთან ურთიერთობაში, რომლის მიმართაც მას ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება და მოვალეობა. შვილი, რომლის მშობელსაც ჩამოერთვა მშობლის უფლება და მოვალეობა, ინარჩუნებს ამ მშობლის მიმართ ნათესაობიდან გამომდინარე ქონებრივ უფლებებს, მათ შორის, მემკვიდრეობის მიღების უფლებას.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა
1. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ სასამართლო წესით, ბავშვის, ერთ-ერთი მშობლის ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ინიციატივით.
2. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღმოჩნდება, რომ მშობლის უფლების შეზღუდვის ან ჩამორთმევის საფუძველი აღარ არსებობს.
3. პირისათვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ითვალისწინებს ბავშვის სურვილსაც, თუ მას შეუსრულდა ათი წელი.
[ 3. პირისთვის მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენისას სასამართლო ბავშვის სურვილსაც ითვალისწინებს. (ამოქმედდეს 2020 წლის 1 სექტემბრიდან)]
4. მშობლის უფლებებისა და მოვალეობების აღდგენა არ დაიშვება იმ ბავშვის მიმართ, რომელიც სხვამ იშვილა, გარდა იმ შემთხვევისა, თუ შვილად აყვანა ბათილად იქნა ცნობილი.
5. მშობლის უფლებები და მოვალეობები ავტომატურად აღდგება შეჩერების ვადის ამოწურვის შემდეგ, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი.

მშობლის უფლებებისა და მოვალეობების გადაცემა
1. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს მშობლების მიერ ნოტარიალურად ან, თუ ნოტარიუსი ხელმისაწვდომი არ არის, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დამოწმებული დოკუმენტის საფუძველზე.
2. ბავშვის ქონების მართვის უფლება კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით შეიძლება გადაეცეს ქონების მეურვეს ანდერძის საფუძველზე.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: advokati, advokatisnomeri, iuristi, telefonisnomeri, ადვოკატი, ადვოკატისნომერი, ტელეფონისნომერი.ადვოკატები, იურისტები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

ვრცლად

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილი მშობლების განქორწინებისას

ვრცლად

მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

მშობელთა თანასწორუფლებიანობა შვილების მიმართ

ვრცლად

როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

როგორ ხდება ბავშვის მამობის დადგენა?

ვრცლად

მარტოხელა მშობელი

მარტოხელა მშობელი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp