2023 წლის იანვარში სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 467 პირის მიმართ
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 439 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ შემთხვევა – სამცხე-ჯავახეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში.
2023 წლის იანვარში დევნის დაწყების მაჩვენებელი სსკ-ის კონკრეტული მუხლების მიხედვით ასე გადანაწილდა:
ქურდობა – 262 შემთხვევა;
მუქარა – 231 შემთხვევა;
ოჯახური ძალადობა – 224 შემთხვევა;
ძალადობა – 102 შემთხვევა;
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება – 167 შემთხვევა;
ყალბი დოკუმენტების დამზადება – 77;
მიმდინარე წლის იანვარში განზრახ მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის მუხლით 6-6 შემთხვევა გამოვლინდა. თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით კი გამოძიება ორ შემთხვევაზე დაიწყო.
უწყების ანგარიშის მიხედვით, 2023 წლის იანვარში დაზარალებულთა რაოდენობამ 1 381 პირი შეადგინა. ქვეყნის მასშტაბით, 1 467 პირიდან, რომელზეც დევნა დაიწყო, 22 არასრულწლოვანია.
საქართველოს მასშტაბით, სისხლისსამართლებრივი დევნა 16 პირის მიმართ შეწყდა.
საქსტატის ცნობით, მიმდინარე წლის იანვარში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – 439 შემთხვევა თბილისში ფიქსირდება, ხოლო ყველაზე დაბალი, ანუ შემთხვევა – სამცხე-ჯავახეთსა და ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონებში.
წყარო : საქსტატი
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
