Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ევროპულმა სასამართლომ პოლიციელების მიერ სავარაუდო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე დარღვევა დაადგინა


2022 წლის 20 იანვრის გადაწყვეტილებით საქმეზე, ეძგვერაძე საქართველოს წინააღმდეგ (საჩივარი N: 59333/16), ევროპულმა სასამართლომ კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს მომჩივანის სასარგებლოდ 3000 ევროს გადახდა დააკისრა.


საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ევროპულ სასამართლოში აწარმოებდა მამუკა მიქაუტაძის საქმეს,რომელმაც შსს-ში გამოკითხვიდან მეორე დღეს თბილისის ზღვაზე თავი მოიკლა. ნარკოტიკულ დანაშაულთან მიმართებით გამოძიების ფარგლებში მამუკა მიქაუტაძე 2013 წლის 5 ივლისს გამოკითხეს, რა დროსაც მის მიმართ სავარაუდოდ გამოყენებულ იქნა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა. იგი გამოიკითხა როგორც მოწმე, მისი მეგობრის მიერ კანაფის სავარაუდო ფლობის ფაქტზე. მიქაუტაძემ 2013 წლის 6 ივლისს თავი მოიკლა. მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე აცხადებდა, რომ დაკითხვის დროს მის მიმართ პოლიციელების მიერ გამოყენებულ იქნა ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობა საკუთარი მეგობრის წინააღმდეგ ჩვენების მიცემის იძულების მიზნით.


წინამდებარე საქმეში საია დავობდა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლოს (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევაზე. კერძოდ, საია მიიჩნევდა, რომ საქმეზე მიმდინარე გამოძიება არ იყო ეფექტიანი, მათ შორის, მნიშვნელოვან დარღვევას წარმოადგენდა გამოძიების, თუნდაც შეზღუდული ვადით, შსს გენერალური ინსპექციის მიერ წარმოება, ვინაიდან, ფაქტია, რომ ამ საქმის გარემოებების ირგვლივ ყველაზე მეტი შეკითხვა სწორედ შს სამინისტროს თანამშრომელთა მიმართ არსებობდა, რაც წარმოშობდა გონივრულ ეჭვს, რომ მიქაუტაძე თვითმკვლელობამდე მათი სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად მივიდა. შესაბამისად, შსს მიერ გამოძიების წარმოება იმთავითვე ეჭვქვეშ აყენებდა გამოძიების დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას. 2013 წლის სექტემბერში საქმე საქართველოს მთავარ პროკურატურას გადაეცა. 


სასამართლომ გამოძიება მთლიანობაში შეაფასად, და  ყურადღება გაამახვილა რა ფაქტზე, რომ 2016 წელს პროკურატურის მიერ გამოძიება დანაშაულის არ არსებობის გამო დაიხურა, მიუთითა, რომ გამოძიებამ უპასუხოდ დატოვა საქმესთან დაკავშირებით გადამწყვეტი კითხვები, კერძოდ, გამოკითხვის დროს მართლაც გაყვანილი იქნა თუ არა მიქაუტაძე სხვა ოთახში, და, თუ კი, რა მოხდა იქ. ასევე, ყველაზე ნიშანდობლივი საგამოძიებო ხარვეზი სასამართლომ დაინახა ფაქტში, რომ გამოძიებამ არანაირი ჰიპოთეზა/განმარტება არ გააკეთა იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლებოდა პოლიციასთან კონტაქტის შემდეგ ადამიანს, რომელსაც არანაირი სუიციდური განზრახვები, ფსიქოლოგიური ან სხვა ტიპის პრობლემები არ ჰქონდა, ჩაედინა თვითმკვლელობა. ამრიგად, სასამართლომ დაადგინა, რომ მიქაუტაძის საქმეზე გამოძიება არ იყო საფუძვლიანად ნაწარმოები, რამაც ძირი გამოუთხარა გამოძიების ეფექტიანობას. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა ფაქტზე, რომ გამოძიება დაიწყო 2013 წლის 6 ივლიის და დაიხურა 2016 წლის 25 მარტს, თუმცა 2014 წლის ნოემბრიდან 2016 წლის მარტამდე არანაირი საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული არ იყო, მთავრობას, კი არ წარმოუდგენია არანაირი განმარტება ამგვარ საგამოძიებო უმოქმედობასთან დაკავშირებით. 

კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები