იტალია 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაციას იწყებს?!
16 დეკემბერს იტალიამ 5-დან 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაცია დაიწყო. პირველივე დღეს, 62 895 ჯავშანი დაფიქსირდა, უმრავლესობა, თითქმის 40% (24 682), მილანსა და მის პროვინციებში. ამ პროცესის პარალელურად, შესაბამისი უწყებები უკვე მუშაობენ საკითხზე, რომელიც უფრო პატარების 5 წლამდე ბავშვების ვაქცინაციის კამპანიის დაწყებას გულისხმობს. სავარაუდო თარიღად, 2022 წლის მარტი სახელდება.
ბავშვებისთვის აცრა სავალდებულო არ არის, ისევე, როგორც სავალდებულო არ არის Green pass-ი, ვაქცინაციის მიზანი ბავშვების ვირუსისგან დაცვაა, რომელიც ბოლო პერიოდში პატარებს განსაკუთრებით უტევს. როგორც ცნობილია, ყოველი 10 000 დაინფიცირებული ბავშვიდან, 65 საავადმყოფოში ხვდება და ერთი შემთხვევა სამწუხაროდ, სიკვდილით მთავრდება. სპეციალისტთა მტკიცებით, ვაქცინა ამ რისკებს მკვეთარდ შეამცირებს.
წყარო:exclusivetv.ge
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
