iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » Company registration » შ.პ.ს. რეგისტრაცია
იურიდიული სტატია

შ.პ.ს. რეგისტრაცია

31-05-2023, 12:06 Company registration / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / iuristi / მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი 1 042 ნახვა
შ.პ.ს. რეგისტრაცია

რა არის საჭირო შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების რეგისტრაციისთვის ⬇️

📌 პირველ რიგში მოფიქრებული უნდა გქონდეთ კომპანიის სახელწოდება, განსაზღვრული გქონდეთ რეგისტრაციის მისამართი და ელექტრონული ფოსტა. დამფუძნებლებს შორის შეთანხმებული უნდა იყოს თუ ვინ იქნება დირექტორი, ორგანიზაციის მეწილეთა რაოდენობა და მათი წილი.

📌 უნდა გქონდეთ სადამფუძნებლო დოკუმენტი ანუ წესდება ,რომელშიც ყველა პირის უფლებამოსილება იქნება განსაზღვრული , გადაწყვეტილების მიღების წესი და ხმების საკითხი, პარტნიორთა კრების და მმართველი ორგანოს უფლებები და სხვა საკითხები.წესდებაში მიეთითება ის პირი , რომელიც უფლებამოსილი არის ასევე სარეგისტრაციო ცვლილებების განხორციელებაზე და ლიკვიდაციის პროცესის დაწყებაზე.

📌 უნდა იცოდეთ თუ რა სფეროებს მოიცავს თქვენი საქმიანობა და რა ძირითადი აქტივობებით შემოიფარგლება.

📌 საწარმოს ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის (პირების) სახელი და გვარი, საცხოვრებელი ადგილის მისამართი და პირადი ნომერი, ასევე უფლებამოსილების ვადა.თუ საწარმოს წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი რამდენიმე პირი ჰყავს – ისინი ერთად წარმოადგენენ საწარმოს თუ ცალ-ცალკე.

𝟐𝟎𝟐𝟐 წლის 𝟏 იანვრიდან მეწარმეთა შესახებ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა. აღნიშნული აქტით მეწარმეები ვალდებულნი არიან:

𝟐 წლის ვადაში უზრუნველყონ სარეგისტრაციო მონაცემების ამ ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობა, წინააღმდეგ შემთხვევაში მარეგისტრირებელი ორგანო მეწარმეს განუსაზღვრავს დამატებით 𝟑-თვიან ვადას, რომელიც აითვლება ადრესატისთვის შესაბამისი გადაწყვეტილების გაცნობის დღიდან. გაცნობის დღედ ჩაითვლება, აღნიშნული გადაწყვეტილების მეწარმისათვის იურიდიულ მისამართზე ჩაბარების დღე, ან ელექტრონულ მისამართზე განთავსებიდან მე-𝟏𝟓 დღე (თუ არ დასტურდება ელექტრონულ მისამართზე განთავსებული შეტყობინების ადრესატის მიერ უფრო ადრე გაცნობა).

ხარვეზის აღნიშნულ ვადაში აღმოუფხვრელობის შემთხვევაში შესაბამისი სამეწარმეო საზოგადოებისა ან/და საზოგადოების ფილიალის რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა. რაც შეეხება გაუქმებული საწარმოს ქონებას, თუ მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ გაირკვევა, რომ სამეწარმეო საზოგადოებას დარჩა ქონება. ასეთ შემთხვევაში კანონის თანახმად დაიწყება სამეწარმეო საზოგადოების ლიკვიდაცია, რომლის დროსაც სამეწარმეო საზოგადოების პარტნიორის, ან საწარმოს რომელიმე კრედიტორის განცხადების საფუძველზე სასამართლო ნიშნავს ლიკვიდატორებს.

რას საქმიანობს "შპს" ?

შპს-ს შეუძლია, განახორციელოს ნებისმიერი კანონით აუკრძალავი საქმიანობა, თუმცა, არსებობს საქმიანობის სახეები, რომელთა განსახორციელებლად აუცილებელია, შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა, რომლის მოპოვება აუცილებელი წინაპირობაა ამ საქმიანობის განსახორციელებლად.

შპს ყოვეთვიურად იხდის დასაქმებულთა საშემოსავლო გადასახადს მათთვის გაცემული ხელფასების შესაბამისად. წლის ბოლოს ადგენს წლიურ ბალანს შემოსავლისა და ხარჯის მიხედვით და თუ შემოსავალი აღემატება ხარჯებს მათი სხვაობიდან 20% წარმოადგენს მოგების გადასახადს. თუ შპს-ს წლიური ბრუნვა 100 000 ლარს გადააჭარბებს, შპს რეგისტრირდება დღგ-ს გადამხდელად და ვალდებულია, ყოველთვიურად გადაიხადოს შესაბამისი დღგ-ს გადასახადი.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, შპს რეგისტრაცია, მეწარმე, კომპანიის დაფუძნება, სამეწარმეო საქმიანობა, მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


კომპანიის ლიკვიდაციის დროს ფინანსური ვალდებულებების შესრულება

კომპანიის ლიკვიდაციის დროს ფინანსური ვალდებულებების შესრულება

ვრცლად

ინდმეწარმე და როგორ დავრეგისტრირდეთ

ინდმეწარმე და როგორ დავრეგისტრირდეთ

ვრცლად

რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა?

რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის

ვრცლად

განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

განქორწინება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp