iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი » რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა?
იურიდიული სტატია

რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა?

31-03-2023, 10:53 მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი / სიახლე / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 235 ნახვა
რომელ მონაცემებს შეეხო სარეგისტრაციო მონაცემების კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა?

სამეწარმეო სუბიექტებთან ერთად, ცვლილებები ასევე შეეხო არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო იურიდიული პირების ფილიალებს. შესაბამისად, მათ მოუწვეს სარეგისტრაციო მონაცემების კანონის ახალ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანა, სულ ცოტა ელექტრონული მისამართის შექმნის სახით, კერძოდ:

ელექტრონული მისამართის შექმნა - „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონით განისაზღვრა ელექტრონული პორტალის შექმნა, რომელიც არის სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, კომუნიკაციის ვირტუალური სივრცე. ელექტრონული პორტალი შედგება სააგენტოს რეგისტრირებული მონაცემებისა და სუბიექტის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდებისგან - ელექტრონული მისამართისგან. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ყველა სუბიექტი, მათ შორის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი და უცხო ქვეყნის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალი, ვალდებულია მიმართოს რეესტრს პორტალზე რეგისტრაციისა ელექტრონული მისამართის აქტივაციისთვის და წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს მოუწევთ სადამფუძნებლო დოკუმენტაციის კანონის ახალ მოთხოვნებთან შინაარსობრივი შესაბამისობის უზრუნველყოფა და ფაქტობრივი მონაცემების რეესტრის მონაცემებში ასახვა იმ ნაწილში რაც მათ ეხებათ. ეს ცვლილებები გულისხმობს სახელწოდების ახალ სტანდარტებს, იურიდიულ მისამართის განსაზღვრებას და ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირის უფლებამოსილების ვადას, კერძოდ:

სახელწოდება - ა(ა)იპ-ის და უცხო ქვეყნის ა(ა)იპ-ის ფილიალის სახელწოდების განსაზღვრისას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსთან ერთად, დამატებით გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის საფირმო სახელწოდებისთვის დადგენილი წესები (მაგალითად: დაუშვებელია სახელწოდებაში გამოყენებული იქნეს ისეთი სიტყვა ან სიტყვათწყობა, რომელიც შეიცავს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის ან ძალადობით შეცვლის, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფის, მისი ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მოწონებას ან/და ამისკენ მოწოდებას ან რომელიც ემსახურება ქვეყანაში ეროვნული, კუთხური, რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას ან ომის, ტერორიზმის, ძალადობის ან/და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის მოწონებას ან/და პროპაგანდას. დეტალურად იხილეთ, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლი). შესაბამისად, თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის სახელწოდება არ აკმაყოფილებს კანონის ახალ მოთხოვნებს, სუბიექტი ვალდებულია იგი შესაბამისობაში მოიყვანოს ახალ მოთხოვნებთან და მარეგისტრირებელ ორგანოში წარადგინოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტები;

ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების ვადა - ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილებების წარმოშობასა და შეწყვეტაზე ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით მეწარმის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის დადგენილი ზოგადი წესები). ხოლო ახალი წესის თანახმად, ხელმძღვანელი პირი თანამდებობაზე ინიშნება არაუმეტეს 3 წლის ვადით, ხელახლა დანიშვნის უფლებით. შესაბამისად, თუ სადამფუძნებლო დოკუმენტაცია ითვალისწინებს ამაზე მეტ ვადას, სადამფუძნებლო დოკუმენტაცია და სარეგისტრაციო მონაცემები შესაბამისობაში იქნება მოსაყვანი კანონის ახალ მოთხოვნებთან;

იურიდიული მისამართი - ა(ა)იპ-ის რეგისტრაციისას გამოიყენება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესები, რომლის მიხედვითაც სუბიექტის იურიდიული მისამართი არის მისი ფიზიკური მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე. იურიდიულ მისამართად სუბიექტმა უნდა მიუთითოს ის ფიზიკური მისამართი, რომელზეც შესაძლებელია საზოგადოების დოკუმენტაციის გაცნობა და რომელზე მისული შეტყობინებაც ჩაბარებულად ჩაითვლება. შესაბამისად, ვინაიდან ახალი კანონით დადგინდა, რომ სუბიექტის იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია საქართველოს ტერიტორიაზე, სუბიექტის იურიდიული მისამართი უნდა განისაზღვროს აღნიშნული მოთხოვნის შესაბამისად, ან უფლებამოსილი პირის მიერ დადასტურდეს, რომ სუბიექტის უკვე რეგისტრირებული იურიდიული მისამართი მისი ფიზიკური მისამართია.

წყარო: csogeorgia.org.ge

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ვრცლად

ა(ა)იპ-ის და მისი ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა

ა(ა)იპ-ის და მისი ფილიალის სარეგისტრაციო მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალ

ვრცლად

როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი?

როგორ დავარეგისტრიროთ ბიზნესი?

ვრცლად

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი ამოქმედდა.

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp