რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს კომპანია საერთაშორისო სტატუსის მისაღებად?
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მისაღებად და შესანარჩუნებლად საჭიროა ამ მოთხოვნათა დაცვა:
1.კომპანიას ჰქონდეს გამოცდილება
სტატუსის მაძიებელი კომპანია 2 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უნდა მუშაობდეს იმ სფეროში, რაშიც ითხოვს სტატუსს. ეს 2 წლიანი გამოცდილება შეიძლება თვით ქართული კომპანიის მიერ იყოს დაგროვილი, ან უცხოური კომპანიის მიერ, რომელსაც წარმოადგენს ქართული კომპანია ან რომლის შვილობილსაც წარმოადგენს ქართული კომპანია.
2.კომპანია უნდა იყოს ქართული.
საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მიღება შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს საწარმოს მიერ, რაც ნიშნავს, რომ კომპანიამ უნდა განახორციელოს მისი ძირითადი შემოსავლის მომტანი ნებადართული საქმიანობა საქართველოში. მკაცრად მოითხოვება, რომ კომპანიას ჰქონდეს საოპერაციო ხარჯები და სრულ განაკვეთზე დასაქმებული ადამიანური რესურსი ამგვარი საქმიანობის განსახორციელებლად და უზრუნველყოს შესაბამისი საოპერაციო ხარჯების დაფარვა.
3.კომპანიას უნდა ჰქონდეს დასაშვები საქმიანობიდან მიღებული შემოსავლის 98%.თუ დაუშვებელი საქმიანობიდან შემოსავალი 2%-ს გადასცდება,სტატუსი გაუქმდება.
4.კომპანია არ უნდა შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში - საქართველოს საწარმო, რომელიც არის საერთაშორისო სტატუსის მაძიებელი / სტატუსის მქონე, არ შეიძლება შეიქმნას თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში.
5.კომპანია სერვისს უნდა ახორციელებდეს საქართველოს ფარგლებს გარეთ.
6.ომპანია არ უნდა იყოს ვირტუალური ზონის საწარმო.
შემოსავლების სამსახურის ნებართვის შემდეგ,კომპანიის განცხადება იგზავნება ფინანსთა სამინისტროში,რომელიც 3 თვის ვადაში იღებს გადაწყვეტილებას.
დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.
ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
