iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი » დაუსწრებელი გადაწყვეტილება
იურიდიული სტატია

დაუსწრებელი გადაწყვეტილება

22-05-2023, 12:16 სასამართლო დავები და საერთაშორისო არბიტრაჟი / ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი 336 ნახვა
დაუსწრებელი გადაწყვეტილება


მოსარჩელე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები:

სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის გამოუცხადებლობისას პირველ რიგში დგინდება მოპასუხეს რამდენად ჩაბარდა კანონის მოთხოვნათა დაცვით სასამართლო უწყება სხდომაზე დაბარების თაობაზე. ამის გარკვევის შემდგომ კი დგინდება მხარეს ხომ არ გააჩნდა სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის საპატიო მიზეზი. საპატიო მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს მხარის ავადმყოფობა, ახლო ნათესავის გარდაცვალება, ფორს-მაჟორი ან სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობას. მოსარჩელის გამოუცხადებლობის შემთხვევაში აუცილებელია, რომ მოპასუხე მხარემ იშუამდგომლოს სასამართლოსთან და მოითხოვოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მის სასარგებლოდ. ხოლო თუ მოპასუხე შუამდგომლობას არ წარადგენს, სასამართლო საქმეს დატოვებს განუხილველად.

მოპასუხე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის შედეგები:

მოპასუხე მხარის სხდომაზე გამოუცხადებლობისას, დგინდება სასამართლო უწყების ჩაბარების საკითხი. აღნიშნულ შემთხვევაშიც საჭიროა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა სასამართლოსთან, რომ გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. შუამდგომლობის წარდგენის შემდგომ სასარჩელო მოთხოვნას ეძლევა სამართლებრივი შეფასება, თუ რამდენად ამართლებს სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად სასარჩელო მოთხოვნას. ასეთ შემთხვევაში კანონის ძალით სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები უპირობოდ დადასტურებულად მიიჩნევა და თუ მათი ერთობლიობა ქმნის იმ სამართლებრივი შედეგის დადგომის შესაძლებლობას, რომლის მიღებაც მოსარჩელეს სურს- სასამართლოს გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ვერ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

მოპასუხე მხარის მიერ შესაგებლის წარმოუდგენლობის შედეგები:

შესაგებელი არის მოწინააღმდეგე მხარის პასუხი მის წინააღმდეგ წარდგენილ სარჩელზე და მისი წარდგენის ვალდებულება მხარეს ეკისრება სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, არაუმეტეს 14 დღის განმავლობაში, განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეზე კი არაუმეტეს 21 დღის მანძილზე. თუ აღნიშნულ ვადებში მოპასუხე მხარე არასაპატიო მიზეზით არ წარადგენს შესაგებელს და ამასთანავე სარჩელი შინაარსობრივად შესაბამისი იქნება ფაქტობრივ გარემოებებთან და სამართლებრივ მოთხოვნასთან, სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას.

თუ არცერთი მხარე გამოცხადდება სასამართლო სხდომაზე:

თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, სასამართლო საქმეს განუხილველად დატოვებს. იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სარჩელის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სასამართლო, დაუსწრებელი გადაწყვეტილება, სარჩელი, მოპასუხე, მოსარჩელე, სასამართლო უწყება
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლები

ვრცლად

რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

რა შემთხვევაში მიიღება დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

ვრცლად

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

როდის იღებს სასამართლო დაუსწრებელ გადაწყვეტილებას?

ვრცლად

როდის გამოქავს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

როდის გამოქავს სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება?

ვრცლად

სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელება

სასამართლო შეტყობინებების საჯაროდ გავრცელება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp