iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ალიმენტის დაკისრება » ალიმენტი უმუშევარი მშობლისგან (ვიდეო)
იურიდიული სტატია

ალიმენტი უმუშევარი მშობლისგან (ვიდეო)

Yesterday, 14:39 ალიმენტის დაკისრება / ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 20 ნახვა
ალიმენტი უმუშევარი მშობლისგან (ვიდეო)

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე
დირექტორი - საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები"
ადვოკატი | საერთო სპეციალიზაცია | ბავშვთა უფლებებში სპეციალიზირებული

გამოქვეყნების თარიღი: 09 ოქტომბერი, 2026
ბოლო განახლება: 09 ოქტომბერი, 2026

ალიმენტი უმუშევარი მშობლისგან: მოთხოვნა და დავალიანების ამოღება 

ბავშვის ალიმენტი არის ფინანსური მონაწილეობა მის რჩენასა და აღზრდაში. მხოლოდ უმუშევრობა მშობელს ამ ვალდებულებისგან არ ათავისუფლებს. გადასახდელი თანხა ფასდება ბავშვის საჭიროებებისა და მშობლების რეალური შესაძლებლობების გათვალისწინებით.

თუ ბავშვის ყოველდღიურ ხარჯებს მარტო ფარავთ, მეორე მშობელი კი გეუბნებათ, რომ „არ მუშაობს და ვერ გადაიხდის“, მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ დაასაბუთოთ მოთხოვნა და როგორ მიიღოთ უკვე დაკისრებული თანხა.

დაიწყეთ ბავშვის ხარჯების ჩამოწერითა და არსებული საბუთების შეგროვებით - სწორედ ეს ინფორმაცია დაგეხმარებათ თქვენი მოთხოვნის დასაბუთებაში.

 

რეალური საქმე: 44 940 ლარის დაგროვილი ალიმენტის გადახდა 

„უმუშევარი ვარ - ალიმენტს ვერ გადავიხდი. ბავშვები დედამ არჩინოს, რადგან ის მუშაობს“ - ასეთი იყო მამის პოზიცია საქმეში, რომელშიც დედასა და ორ არასრულწლოვან ბავშვს წარმოვადგენდი.

თავდაპირველად მამა ყოველთვიური ალიმენტის სახით 100 ლარს ასახელებდა. სასამართლო პროცესზე თითო შვილზე 250 ლარის გადახდას დაეთანხმა - ორივე ბავშვზე ჯამში 500 ლარს. თუმცა ეს თანხა ბავშვების რეალურ საჭიროებებს ვერ ფარავდა.

სასამართლოში დავასაბუთეთ ბავშვების საჭიროებები და მამის რეალური შესაძლებლობები. შედეგად, მას თითო შვილზე ყოველთვიურად 700 ლარის ალიმენტი დაეკისრა - ჯამში თვეში 1 400 ლარი.

მამამ გადაწყვეტილება გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ შეცვალა, უზენაესმა სასამართლომ კი მისი საჩივარი განსახილველად არ მიიღო.

შემდეგ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მივმართეთ. იძულებითი აღსრულების დაწყების შემდეგ მამამ ერთ დღეში 44 940 ლარის დაგროვილი ალიმენტი გადაიხადა.

700 ლარი თითო ბავშვზე და დავალიანების ერთ დღეში გადახდა ამ კონკრეტული საქმის შედეგებია. სხვა საქმეში თანხა და მისი მიღების დრო განსხვავებულ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე იქნება დამოკიდებული.


ვის ეკისრება ბავშვის რჩენის ვალდებულება?

არასრულწლოვანი შვილის რჩენაში მონაწილეობა ორივე მშობელს ეკისრება. როდესაც ბავშვთან ერთი მშობელი ცხოვრობს, მეორე მშობლის ფინანსური მონაწილეობა შეიძლება განისაზღვროს შეთანხმებით ან სასამართლოს გზით.

ბავშვის ალიმენტის მოთხოვნისთვის განქორწინება აუცილებელი არ არის: რჩენის ვალდებულება მშობლობას უკავშირდება. დაუქორწინებელი მშობლების შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, რომ მშობლობა სამართლებრივად იყოს დადასტურებული. თუ მამობა სადავოა, მისი დადგენის საკითხიც უნდა შეფასდეს.


ალიმენტი უმუშევარი მშობლისგან 

ოფიციალური სამსახურის არქონა და ბავშვის რჩენის ვალდებულება განსხვავებული საკითხებია. საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, სტაბილური შემოსავლის არარსებობა შრომისუნარიან მშობელს თავისთავად არ ათავისუფლებს შვილის რჩენისგან.
სასამართლოსთვის მნიშვნელოვანია რეალური ფინანსური შესაძლებლობები, ბავშვის საჭიროებები და სხვა არსებითი გარემოებები. ამიტომ მხოლოდ ფრაზა „უმუშევარი ვარ“ მოთხოვნაზე უარის თქმის საკმარისი საფუძველი არ არის.
დედის დასაქმებაც მამის ვალდებულებას არ აუქმებს. ორივე მშობლის მდგომარეობა ფასდება ბავშვის ინტერესებთან ერთად. იმავე პრინციპით, საჭიროების შემთხვევაში, ალიმენტის გადახდა დედასაც შეიძლება დაეკისროს


როგორ განისაზღვრება ალიმენტის ოდენობა?

საქართველოში ყველა ბავშვისთვის ერთნაირი ყოველთვიური ალიმენტი დადგენილი არ არის. შეთანხმების არარსებობისას სასამართლო აფასებს, რა თანხაა საჭირო ბავშვის ნორმალური რჩენისა და აღზრდისთვის და რისი გადახდა შეუძლიათ მშობლებს.

შეფასებისას მნიშვნელოვანია:

(ა) ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და აუცილებელი ყოველდღიური საჭიროებები;

(ბ) საკვების, ტანსაცმლის, მკურნალობისა და განათლების დასაბუთებული ხარჯები;

(გ) ორივე მშობლის შემოსავლები, მატერიალური მდგომარეობა და სხვა არსებითი ფინანსური გარემოებები;

(დ) რომელ მშობელთან ცხოვრობს ბავშვი და როგორ ნაწილდება მასზე ზრუნვა.

მოთხოვნაში მნიშვნელოვანია თითოეული ხარჯის აუცილებლობისა და ბავშვის საჭიროებებთან კავშირის ჩვენება. სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს შეფასებულ გარემოებებს და ითვალისწინებდეს დაკისრებული თანხის რეალურად გადახდის შესაძლებლობას. 


წარსული პერიოდის ალიმენტი და უკვე დაგროვილი დავალიანება

როგორც წესი, ალიმენტის დაკისრება სარჩელის აღძვრის მომენტიდან ხდება. წარსული პერიოდის ალიმენტის მოთხოვნა შესაძლებელია სამი წლის ფარგლებში, თუ დადასტურდება, რომ სარჩელის შეტანამდე ალიმენტის მიღებას ცდილობდით, მაგრამ ვალდებული მშობელი გადახდას თავს არიდებდა.

მხოლოდ თანხის არმიღება ამ წინაპირობების დადასტურებას ვერ ცვლის.

თუ ალიმენტი სასამართლოს უკვე დაკისრებული აქვს, გადაუხდელი თანხა დავალიანებას ქმნის. მისი ამოღებისას ცალკე ფასდება სააღსრულებო ფურცლის წარდგენა, შესაბამისი ვადები და კანონით გათვალისწინებული გამონაკლისები.

წარსული პერიოდის ალიმენტის პირველად მოთხოვნა და უკვე დაკისრებული თანხის აღსრულება განსხვავებული საკითხებია.


როგორ მიიღოთ გადაუხდელი ალიმენტი? 

თუ სასამართლოს მიერ დაკისრებულ თანხას ვერ იღებთ, გადაწყვეტილების აღსრულებისთვის შეგიძლიათ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიმართოთ.

განცხადებასთან ერთად მოამზადეთ:

1) სასამართლოს გადაწყვეტილება;

2) სააღსრულებო ფურცელი;

3) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

4) საბანკო რეკვიზიტები;

5) წარმომადგენლობის შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილების საბუთი.

სააღსრულებო წარმოების ფარგლებში შესაძლებელია მოვალის ქონების მოძიება და კანონით გათვალისწინებული იძულებითი ღონისძიებების გამოყენება. კონკრეტული მოქმედებები საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული. ალიმენტის საქმეებზე კრედიტორი აღსრულების საფასურის წინასწარ გადახდისგან თავისუფლდება.

დავალიანების გამოსათვლელად შეინახეთ სასამართლოს გადაწყვეტილება და ყველა მიღებული გადახდის მონაცემი. მიუთითეთ, რომელ თვეებში ვერ მიიღეთ თანხა ან მიიღეთ მხოლოდ ნაწილი. ასეთი აღრიცხვა დაგეხმარებათ, მოთხოვნა ზუსტად ჩამოაყალიბოთ.


შეიძლება თუ არა ალიმენტის გაზრდა ან შემცირება?

დადგენილი თანხის შეცვლის საკითხი შეიძლება სასამართლომ განიხილოს, თუ შეიცვალა შესაბამისი მატერიალური ან ოჯახური გარემოებები. მოთხოვნას ახალი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები სჭირდება.

ალიმენტის გაზრდის შესაძლებლობა ფასდება შეცვლილი მდგომარეობისა და ბავშვის საჭიროებების ერთობლიობით, მშობლის ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. ამიტომ ჯერ უნდა შეფასდეს, რა შეიცვალა წინა გადაწყვეტილების შემდეგ და როგორ აისახა ეს ბავშვის რჩენაზე.


ალიმენტის საკითხზე კონსულტაცია ნათია ნაკაშიძესთან

ალიმენტის საკითხზე კონსულტაცია ნათია ნაკაშიძესთან

ალიმენტის საკითხზე კონსულტაცია დაგეხმარებათ, შეაფასოთ მოთხოვნის ოდენობა, დასამატებელი მტკიცებულებები და საქმის შემდგომი გზა. თუ გადაწყვეტილება უკვე არსებობს, ყურადღება ექცევა გადაუხდელი თანხის გამოთვლასა და აღსრულებას.

საადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორები“ გთავაზობთ კონსულტაციას ადვოკატ ნათია ნაკაშიძესთან.

წინასწარ მოამზადეთ ბავშვის ხარჯების ჩამონათვალი, არსებული საბუთები, მიმოწერა და, თუ არსებობს, სასამართლოს გადაწყვეტილება.


დაჯავშნეთ კონსულტაცია   გაიცანით ადვოკატი ნათია ნაკაშიძე


დამატებით წაიკითხეთ: ალიმენტი საქართველოში, როგორ ინიშნება და რამდენია მისი ოდენობა.


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ალიმენტი, ადვოკატი, უმუშევრობა, დავალიანება, აღსრულება, სასამართლო, ბავშვი, მშობელი, ოჯახი, კონსულტაცია, ნათია, ნაკაშიძე
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ადვოკატი თბილისში: როგორ იქმნება ძლიერი სამართლებრივი სტრატეგია რთულ საქმეებში

ადვოკატი თბილისში: როგორ იქმნება ძლიერი სამართლებრივი სტრატეგია რთულ საქმეებში

ვრცლად

საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების კონსტიტუციურობის შესახებ

საქართველოს პრეზიდენტის კონსტიტუციური სარჩელი 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების

ვრცლად

როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე

როცა განქორწინების დროს მეუღლეები დავობენ შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრაზე

ვრცლად

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ

სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო“ საქართველოს მთავრობის

ვრცლად

საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ

საქართველოს სახალხო დამცველი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინააღმდეგ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

განქორწინება ონლაინ საქართველოში ჩამოსვლის გარეშე - რა უნდა იცოდეთ ბინის შეძენამდე (ვიდეო)
პოპულარული განქორწინება ონლაინ საქართველოში ჩამოსვლის გარეშე - რა უნდა იცოდეთ
ალიმენტი უმუშევარი მშობლისგან (ვიდეო)
პოპულარული ალიმენტი უმუშევარი მშობლისგან (ვიდეო)
ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ინგლისური სამართლის ფორუმს დაესწრო
პოპულარული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე ინგლისური სამართლის ფორუმს დაესწრო
ადვოკატი თბილისში: როგორ იქმნება ძლიერი სამართლებრივი სტრატეგია რთულ საქმეებში
პოპულარული ადვოკატი თბილისში: როგორ იქმნება ძლიერი სამართლებრივი სტრატეგია რთულ

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp