iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ალიმენტის დაკისრება » მშობლების საალიმენტო ვალდებულებები
იურიდიული სტატია

მშობლების საალიმენტო ვალდებულებები

28-03-2023, 14:45 ალიმენტის დაკისრება / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / ადვოკატი / Advokati | lawyer 254 ნახვა
მშობლების საალიმენტო ვალდებულებები

სსკ-ის 1212-ე მუხლის შესაბამისად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ, ხოლო იმავე კანონის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელსა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით.შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.მაშინაც კი, როდესაც მშობლები ქორწინებაში არ იმყოფებიან (განქორწინებული არიან) ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ისინი ვალდებული არიან, არჩინონ საკუთარი შვილები სრულწლოვანების მიღწევამდე (ხოლო შრომისუუნარო შვილები სრულწლოვანების მიღწევის შემდეგაც) და იზრუნონ მათ განვითარებასა და კეთილდღეობაზე.

კანონი ბავშვის რჩენა-აღზრდისათვის საჭირო ხარჯების მინიმალურ ოდენობას არ ითვალისწინებს და ალიმენტის მოცულობის დადგენას ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით აკისრებს დავის განმხილველ სასამართლოს.

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას უპირატესობა ენიჭება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

ალიმენტის მოთხოვნის უფლების მქონე პირს შეუძლია ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს მიმართოს სასამართლოს ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელით, მიუხედავად იმ ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობდან.

საქართველოს კანონი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც იმ მშობლის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლის შემთხვევაში, რომელიც ალიმენტს იხდის მტკიცე თანხის სახით, სასამართლოს უფლება აქვს, დაინტერესებული პირის მოთხოვნით, შეამციროს ან გაადიდოს ალიმენტის ოდენობა. ეს მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ალიმენტის დაკისრების შემდეგ ადგილი აქვს ალიმენტვალდებული პირის მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის შეცვლას.

მშობელს არ შეუძლია თავიდან აიცილოს საალიმენტო ვალდებულებები მაშინაც კი, როდესაც იგი არ მუშაობს ან/და მის მიერ ფაქტობრივად მიღებული შემოსავალი საკუთარი საარსებო მოთხოვნილებების სრულფასოვნად დაკმაყოფილებისთვისაც კი არ არის საკმარისი.თუმცა ალიმენტის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს აღსრულებადი ანუ ალიმენტვალდებულ პირს რეალურად უნდა შეეძლოს დაკისრებული თანხის გადახდა.

როდესაც, ალიმენტის გადახდაზე ვალდებული პირი თავს არიდებს თავისი საალიმენტო მოვალეობების შესრულებას, კანონი ითვალისწინებს საკმაოდ მოქნილ მექანიზმს იმისათვის, რომ უფლებამოსილმა პირმა შეძლოს კუთვნილი თანხების მიღება და თავის საკეთილდღეოდ მოხმარება.

სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული ალიმენტის გადახდისათვის ჯიუტად თავის არიდება წარმოადგენს დანაშაულს.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ მშობლის საალიმენტო ვალდებულებების შესახებ

ვრცლად

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

მშობლებისა და შვილების საალიმენტო მოვალეობანი

ვრცლად

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

რა უნდა ვიცოდეთ თუ მშობელი არ იხდის ალიმენტს?

ვრცლად

ვის ეკისრება ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება?

ვის ეკისრება ოჯახის წევრის რჩენის ვალდებულება?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp