iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » 2023 წლიდან სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ
იურიდიული სტატია

2023 წლიდან სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ

26-12-2022, 10:54 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 212 ნახვა
2023 წლიდან სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ

მომავალი წლიდან, სამრეწველო საწარმოებს გარემოსთვის ზიანის მიყენების რისკის დაზღვევა მოუწევთ. ამას „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონი ითვალისწინებს, რომელიც ძალაში 2023 წლის 1 ივნისიდან შევა. საწარმოებს უჩნდებათ ვალდებულება გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევისთვის ან შესაბამისი პოლისი იყიდოს სადაზღვევო ინდუსტრიიდან, ან საბანკო გარანტია წარმოადგინოს. რა მოცულობის ფინანსური სახსრების მობილიზება მოუწევს კერძო სექტორს, ეს მათი მთავრობის დადგენილებით საწარმოს ზომიდან გამომდინარე განისაზღვრება.

„კანონმა შემოიტანა ახალი ვალდებულება მსხვილი სამრეწველო ობიექტებისთვის, რაც გულისხმობს გარემოსდაცვითი რისკების დაზღვევის სისტემას. ეს ეხება მსხვილ საწარმოებს და ძირითადად ეხება ისეთ საწარმოებს, რომლებიც გარემოსდაცვით ნებართვებს ფლობენ სახელმწიფოსგან, მათ თავიანთი საქმიანობა უნდა დააზღვიონ გარემოს რისკებისადმი, ანუ თუ პირობითად მათი საქმიანობის შედეგად გარემოს ზიანი მიადგა, ეს საკითხი წინსწრებით უნდა იყოს დაზღვეული და საწარმოს უნდა ჰქონდეს სათანადო ფინანსური რესურსი მობილიზებული იმისთვის, რომ მყისიერად დაიწყოს გარემოს მდგომარეობის გამოსწორება, დაზიანებული გარემოს აღდგენისთვის ზომების გატარება და ამისთვის მას წლები არ უნდა დასჭირდეს“ -განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ.

ამავე კანონით, 2023 წლიდან შეიქმნება ასევე გარემოსდაცვითი ფონდი, სადაც გარემოსთვის მიყენებული ზიანიდან გამომდინარე მატერიალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საწარმოების მიერ გადახდილი თანხების აკუმულირება მოხდება. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე განმარტავს, ფონდის სახსრები გარემოსდაცვითი პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: samrewvelo saswarmo, garemostvis ziani, zianis dazgveva, sabanko garantia, dazgveva, garemosdacviti pasuxismgeblobis shesaxeb kanoni, სამრეწველო საწარმო, გარემოსთვის ზიანი, ზიანის დაზღვევა, საბანკო გარანტია, დაზღვევა, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ემიტენტებისათვის კორპორაციული მართვის კოდექსი დამტკიცდა

ვრცლად

ახალი კანონი მწეველებისთვის, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში

ახალი კანონი მწეველებისთვის, რომელიც 2023 წლის პირველი იანვრიდან შევა ძალაში

ვრცლად

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ვრცლად

რა არის დელიქტი?

რა არის დელიქტი?

ვრცლად

მორალური ზიანი

მორალური ზიანი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp