iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » საფრთხის შემქმნელი დელიქტები ქართულ სისხლის სამართალში
იურიდიული სტატია

საფრთხის შემქმნელი დელიქტები ქართულ სისხლის სამართალში

26-12-2022, 11:23 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სისხლის სამართალი 336 ნახვა
საფრთხის შემქმნელი დელიქტები ქართულ სისხლის სამართალში

სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მიხედვით დანაშაული წარმოადგენს სსკ-ით გათვალისწინებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას.

დელიქტები შესაძლოა იყოს ორი სახის: ხელყოფისა და საფრთხის შემქმნელი. აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მერვე მუხლი ორივე მათგანს აღიარებს, რამდენადაც განსაზღვრავს შემდეგს: „თუ ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დანაშაული მხოლოდ მაშინ ითვლება დამთავრებულად, როდესაც ქმედებამ მართლსაწინააღმდეგო შედეგი გამოიწვია ან ასეთი შედეგის განხორციელების კონკრეტული საფრთხე შექმნა, აუცილებელია მიზეზობრივი კავშირის დადგენა ამ ქმედებასა და შედეგს ან საფრთხეს შორის“. აშკარაა, რომ დანაშაული მხოლოდ ხელყოფის არსებობას არ გულისხმობს და საკმარისად მიიჩნევს საფრთხესაც, რაც ვერ უტოლდება ხელყოფას, თუმცა მაინც წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას.

საფრთხის დელიქტების ძირითად ფუნქციას წარმოადგენს ადამიანის დაცვა მომატებული საფრთხის წყაროებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელთაც მისთვის ზიანის მოტანა შეუძლიათ.

საფრთხის შემქმნელი დელიქტების მეორე მნიშვნელოვან მიზანს წარმოადგენს იმის კომპენსირება, რომ ქართულ სისხლის სამართალში არაპირდაპირი განზრახვით მცდელობა აღიარებული არაა.

საფრთხის შემქმნელი დელიქტები ერთმანეთისგან იმიჯნება იმის მიხედვით, წარმოშობილი საფრთხე ზოგადი/აბსრტაქტულია თუ კონკრეტულ სამართლებრივ სიკეთეს ემუქრება. მაგ: სსკ-ის 280-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯადად მიიჩნევს ფრენის საერთაშორისო წესის დარღვევას. ამ შემთხვევაში ამ წესების დარღვევა იმთავითვე საშიში ქმედებაა, ზოგადი/აბსტრაქტული საფრთხის მატერებელი, ამიტომ იგი აბსტრაქტული საფრთხის დელიქტს წარმოადგენს. იმავე მუხლის მეორე ნაწილი კი პასუხისმგებლობის საფუძვლად მიიჩნევს ფრენის საერთაშორისო წესის ისეთ დარღვევას, რომელმაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა დასახლებულ პუნქტს. ამ შემთხვევაში საფრთხე მხოლოდ ზოგადი არაა, არამედ იგი კონკრეტულ დასახლებულ პუნქტს ემუქრება და პასუხისმგებლობის გამკაცრების საფუძველიცაა (იმავე მუხლის პირველ ნაწილთან შედარებით).

აბსტრაქტული საფრთხის დელიქტები ზოგადი საფრთხის მატარებელი ქმედებებია და ჩადენილად ითვლება ამ ქმედების განხორციელების მომენტიდან. გამოდის, რომ ის ქმედება, რასაც პირი ახორციელებს, ზოგადი საშიშროებით ხასიათდება და სწორედ ამიტომაა პასუხისმგებლობის საფუძველი. მაგ: სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილი დასჯად ქმედებად აცხადებს ნარკოტიკული თრობის ქვეშ ავტომობილის მართვას. ამ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ ზოგადი/აბსტრაქტული საფრთხის მატარებელი ქმედება (ავტომობილის მართვა თრობის ქვეშ), თუმცა არ გვაქვს არც სიცოცხლის ხელყოფა, არც ვინმესთვის კონკრეტული საფრთხის შექმნა.

კონკრეტული საფრთხის დელიქტების შემთხვევაში ზოგადი საფრთხე კონკრეტდება და იგი სამართლებრივ სიკეთეს უშუალოდ მიემართება. ამის თვალსაჩინო მაგალითია სსკ-ის 127-ე მუხლი. ამ მუხლის მიხედვით დასჯადია იმ პირის სიცოცხლისთვის საფრთხის შექმნა, რომელსაც საკუთარი თავის დაცვა არ შეუძლია. მაგ: დედა ახალშობილს ნოემბრის ერთ დილას (გამთენიისას) ქუჩაში გაიყვანს და იქ დატოვებს. ცხადია, ასეთ შემთხვევაში ბავშვის სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე და მას თავად არ შეუძლია ამ საფრთხის თავიდან არიდება. მიუხედავად იმისა, რომ ვიღაცამ ბავშვი გზაში იპოვა და აიყვანა (ანუ სიცოცხლის ხელყოფა სახეზე არაა), ქმედება 127-ე მუხლით დაკვალიფიცირდება, რადგან ჩვილის სიცოცხლეს კონკრეტული საფრთხე შეექმნა.

სისხლისსაართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია არა მხოლოდ სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა, არამედ ხელყოფის საფრთხის შექმნა. მომეტებული საფრთხის წყაროების ზრდა მომავალშიც გამოიწვევს საფრთხის დელიქტების მნიშვნელობის გაზრდას, რამდენადაც მათი ფუნქცია სწორედ ამგვარი წყაროებისგან მომდინარე საფრთხის აცილებაა. კანონმდებელი კი დასაწყისშივე (სამართლიანად) ცდილობს საფრთხის აღკვეთას საშიში ქმედებების კრიმინალიზაციით.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: safrtxis shemqmneli deliqtebi, sisxlis samartali, deliqtis saxeebi, deliqtit miyenebuli ziani, საფრთხის შემქმნელი დელიქტები, სისხლის სამართალი, დელიქტის სახეები, დელიქტით მიყენებული ზიანი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი ვალდებულება

სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფის დახმარება-ზნეობრივი მოვალეობა თუ სამართლებრივი

ვრცლად

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ბრალის გამომრიცხველი გარემოებები

ვრცლად

სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა) მუხლებით გათვალისწინებული შემადგენლობები

სსკ-ის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე

ვრცლად

ევენტუალური განზრახვა და მისი შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა

ევენტუალური განზრახვა და მისი შედარებით-სამართლებრივი მიმოხილვა

ვრცლად

რა შემთხვევაში არ ჩაითვლება ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

რა შემთხვევაში არ ჩაითვლება ქმედება მართლსაწინააღმდეგოდ?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp