iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ უნდა მოვიქცეთ საავტორო უფლებების დარღვევისას?
იურიდიული სტატია

როგორ უნდა მოვიქცეთ საავტორო უფლებების დარღვევისას?

29-11-2022, 11:52 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 285 ნახვა
როგორ უნდა მოვიქცეთ საავტორო უფლებების დარღვევისას?

საავტორო უფლება- ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლება, რომელიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას

საავტორო უფლებების დაცვის ობიექტია იმ საავტორო ქონებრივ და პირად არაქონებრივ უფლებებთან დაკავშირებული ურთიერთობები, რომლებიც წარმოიშობა მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებთა შექმნისას და გამოყენებისას. სხვაგვარად რომ ვთქვათ საავტორო უფლებები იცავს მეცნიერების, ლიტერატურისა და ხელოვნების ნაწარმოებებსა და მათი ავტორების უფლებებს ამ ნაწარმოებებთან მიმართებაში;

მომიჯნავე უფლებების დაცვის ობიექტია ფონოგრამა, ვიდეოგრამა, საკაბელო და საეთერო მაუწყებლობის ორგანიზაციების გადაცემები და შესრულება;

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებს შეუძლიათ, შექმნან ქონებრივი უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მართვის ორგანიზაცია, რომლის მთავარი ფუნქციაა საავტორო ან/და მომიჯნავე უფლების ობიექტის გამოყენებისათვის ავტორთა სახელით ლიცენზიების მოსარგებლეებზე გაცემა, შესაბამისი ტარიფების დადგენა, მოსარგეებლეებიდან მიღებული ჰონორარის შეგროვება და შემდგომ მისი საავტორო და მომიჯნავე უფლების მფლობელისათვის გადაცემა. ასეთ ორგანიზაციას გაფორმებული აქვს ხელშეკრულებები სხვა ქვეყნების ანალოგიურ ორგანიზაციებთან, შესაბამისად აღნიშნული თანამშრომლობიდან გამომდინარე შესაძლებელია როგორც საქართველოში აღებული ჰონორარის უცხოელი ავტორებისათვის გადაცემა, ასევე ქართველი ავტორებისათვის მათი ნაწარმოებების გამოყენებით უცხოეთში მიღებული ჰონორარის ქართველი ავტორებისათვის გადმოცემა.

როგორც ქართველ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთან ასევე უცხოეთში ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კოლექტიური მართვის ორგანიზაციას ანიჭებენ უფლებამოსილებას მოსარგებლეების, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და სასამართლოს წინაშე წარმოადგინონ და დაიცვან ავტორთა და მომიჯნავე უფლებათა მფლობელების ინტერესები.

ასეთ ორგანიზაციას საქართველოში წარმოადგენს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია (კოლექტიური მართვის ორგანიზაცია), რომელიც იცავს და წარმოადგენს როგორც ქართველ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელებთა ინტერესებს ასევე უცხოელ საავტორო და მომიჯნავე უფლებების მფლობელთა ინტერესებს ანალოგიურ ორგანიზაციებთან გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე.

ნებისმიერი პირი, რომელიც არის საავტორო და მომიჯნავე უფლებით მოსარგებლე პირი ვალდებულია მოიპოვოს შესაბამისი ლიცენზია და გადაიხადოს საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ დადგენილი მოსაკრებელი, რომელიც საბოლოოდ ჰონორარის სახით გადაეცემა იმ საავტორო თუ მომიჯნავე უფლების მფლობელს, რომლითაც სარგებლობს კონკრეტული პირი. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაცია უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და დაიცვას ავტორის ინტერესები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: saavtoro uflebebi, momijnave uflebebi, uflebebis dargveva, saavtoro uflebebis warmoshoba, momijnave uflebebis warmoshoba, საავტორო უფლებები, მომიჯნავე უფლებები, უფლებების დარღვევა, საავტორო უფლებების წარმოშობა, მომიჯნავე უფლებების წარმოშობა, ადვოკატის ნომ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილებები შევიდა

ვრცლად

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

არასრულწლოვნის უფლება დაცვაზე

ვრცლად

დაზარალებულის უფლებები

დაზარალებულის უფლებები

ვრცლად

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

პირადი ცხოვრების საიდუმლოების არსი

ვრცლად

”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

”112”-ს პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭა

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp