iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები განიხილა
იურიდიული სტატია

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები განიხილა

9-12-2022, 11:58 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 154 ნახვა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები განიხილა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მეორე მოსმენისთვის განიხილა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანულ კანონებში შესატანი ცვლილებები.

სამუშაო ჯგუფის ფორმატში მოხდა ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივი წინასწარი დასკვნის განხილვა, მთელ რიგ საკითხებზე პოზიციების შეჯერება და შესაბამისად, პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტებში შესატანი ცვლილები მომზადდა.

კანონპროექტებში შემდეგი ცვლილებები შევა:

  • პირველი სხდომის ჩატარება ანუ კომისიის უფლებამოსილების ცნობა იმპერატიულად არჩევნებამდე 30-ე დღეს განხორციელდება;
  • ელექტრონული საშუალებების გამოყენებით არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებული ნორმები დეტალურად გაიწერება;
  • ყველა ამომრჩეველი, მიუხედავად იმისა ტრადიციული ფორმით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას თუ ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, დაექვემდებარება მარკირებას;
  • არჩევნების დასრულების შემდეგ ელექტრონული აპარატიდან ამობეჭდილი ფურცელი იქნება წინასწარი შედეგების შემაჯამებელი, ხოლო შემდგომში თითოეული კომისია მყისიერად დაიწყებს ბიულეტენების ხელით დათვლას, რაც შემაჯამებელი ოქმის სახით იქნება წარდგენილი;
  • შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ამომრჩევლებთან დაკავშირებული ნორმები, რომელიც პირველი მოსმენის დროს გადავიდა ძირითად კანონმდებლობაში, კვლავ დაბრუნდება გარდამავალ დებულებებში, გამომდინარე იქიდან, რომ ყველა საარჩევნო უბანი სათანადოდ ჯერ არ არის მოწყობილი და აღნიშნულ საკითხზე რეკომენდაცია ასახულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ წინასწარ დასკვნაში.

პროექტის თანახმად, ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი არ შეიძლება იყოს პირი, თუ იგი ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმე არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი.

დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება-არდაკისრების ვადასთან დაკავშირებით, პირველი მოსმენის დროს, 30-დღიანი ვადა შემცირდა 15 დღემდე, თუმცა, რეკომენდაციებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეს ვადაც ხანგრძლივია. აქედან გამომდინარე, არჩვენების დღესთან დაკავშირებით ეს ვადა მცირდება 12 დღემდე, ხოლო არჩევნების დღემდე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ვადა მცირდება 7 დღემდე.

საარჩევნო კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა სამი წლიდან გაიზრდება ექვს წლამდე. ასევე, არასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე რეაგირების 60-დღიანი ვადა 30 დღემდე შემცირდება.

სხდომაზე წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიაში პარტიის მიერ დანიშნულ წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი სერტიფიკატი. აღნიშნული პოზიცია დაფიქსირებულია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ODIHR-ის ერთობლივ წინასწარ დასკვნაშიც, თუმცა ამ ჩანაწერის კანონპროექტში დამატებას არ დაეთანხმა საპარლამენტო ოპოზიციის წევრი. საბოლოო გადაწყვეტილება დარჩება თუ არა ეს ჩანაწერი კანონპროექტში გადაწყდება პლენარულ სხდომაზე ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვის დროს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: saqartvelos parlamenti, iuridiul sakitxta komiteti, kanon proeqti, cvlilebebis ganxilva, parlamentis gadawyvetileba, saarchevno kodeqsi, moqalaqeta politikuri gaertianebebis shesaxeb kanoni, amomrcheveli, archevnebi, საქართველოს პარლამენტი, იურიდიულ საკით
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ შესატანი ცვლილების

ვრცლად

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით არსებული პასუხისმგებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს

იურიდიულმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც ცივი იარაღის ტარებასთან

ვრცლად

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

პარლამენტმა „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებები დაამტკიცა

ვრცლად

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო

თამბაქოს ნაწარმის სტანდარტული შეფუთვით რეალიზაცია 2024 წლის 31 დეკემბრამდე გადაიდო

ვრცლად

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტი მომზადდა

"ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp