თაღლითური სქემები ინტერნეტში!
ინტერნეტში არსებობს საკმაოდ ბევრი, სხვადასხვა ტიპის თაღლითური ვებგვერდი, რომელიც ერთი შეხედვით საკმაოდ უსაფრთხოდ შეიძლება გამოიყურებოდეს. აღნიშნული ვებგვერდები ხშირად ითხოვენ საბანკო ანგარიშებისა და საკრედიტო ბარათების შესახებ ინფორმაციას. თაღლითური სქემების ნაწილია ასევე ე.წ. საეჭვო ელექტრონული წერილები (Spam E-mail), რომლებიც ელ-ფოსტის მისამართების შემთხვევითი შერჩევის გზით მილიონობით ადრესატს ეგზავნება. მაგალითად, ელექტრონული შეტყობინება ლატარიაში გამარჯვების ან ფულადი თანხის მოგების შესახებ. მსგავსი სახის წერილები ხშირად ვირუსული ხასიათიასაა ან/და იძლევა ინტერნეტ მომხმარებლის მონაცემების არამართლზომიერი მოპოვების საშუალებას. ისინი შესაძლებელია საფრთხეს უქმნიდეს მოწყობილობას ან/და მასში დაცულ დოკუმენტებს, საბანკო მონაცემებს, პაროლებს და სხვა).
თაღლითურ ვებგვერდებს არ აქვთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაცია, არ გააჩნიათ კონფიდენციალობის განაცხადი, მომხმარებელს სთავაზობენ გაურკვეველი ტიპის ფაილების ავტომატურ რეჟიმში გადმოტვირთვას, შეიცავენ ცრუ „ახალ ამბებს“, საეჭვო ტიპის სარეკლამო ბანერებს და ა.შ. გარდა ამისა, თაღლითმა შეიძლება მიითვისოს და უკანონოდ გამოიყენოს თქვენი პირადი ინფორმაცია.
საკმაოდ გავრცელებულია თაღლითების მიერ დაზარალებულის საიდენტიფიკაციო ნომრისა და დაბადების თარიღის გამოყენებით ახალი საკრედიტო ანგარიშის გახსნა და ბარათის გამოყენება, ასევე, ტელეფონის, ინტერნეტისა და სხვა კომუნალური მომსახურებების გადასახადის გაფორმება დაზარალებულის სახელზე ან დავალიანების დაფარვა დაზარალებულის ანგარიშიდან.
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
