iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ნაფიცი მსაჯულთა უფლებები
იურიდიული სტატია

ნაფიცი მსაჯულთა უფლებები

21-11-2022, 14:41 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 282 ნახვა
ნაფიცი მსაჯულთა უფლებები

ნაფიც მსაჯულთა სასმართლო შედგება 12 ძირითადი და ორი სათადარიგო მსაჯულისგან. მათ შემადგენლობაში, ნაკლებად მძიმე კატეგორიის საქმეზე, არ უნდა იყოს ექვსზე ნაკლები წევრი; მძიმე კატეგორიის საქმეზე - რვაზე ნაკლები, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულთა განხილვისას მათი რიცხვი არ უნდა იყოს ათზე ნაკლები. მსაჯულებს უფლება აქვთ სახელმწიფოსგან დროულად მიიღონ ყველა იმ გაწეული ხარჯების ანაზღაურება რომელიც მათი მოვალეობის შესრულებასთანაა დაკავშირებული.

ვინ შეიძლება იყოს ნაფიცი მსაჯული?

პირი რომელიც არის 18 წლის ასაკს გადაცილებული და ესმის სისხლის სამართლის საპროცესო ენა; პირი ვინც ცხოვრობს საქართველოს იმ ნაწილში (დასავლეთი, აღმოსავლეთი), რომელშიც ტარდება პროცესი ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით; ასევე არ უნდა ჰქონდეს ისეთი შეზღუდვა რაც ხელს შეუშლის ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებას.

როგორ ხდება ნაფიცი მსაჯულობის კანდიდატის შერჩევა?

მოსამართლე მოსამზადებელი სხდომის შემდეგ, შემთხვევითობის პრინციპით ადგენს ნაფიცი მსაჯულების კანდიდატთა სიას, არაუმეტეს 300 ადამიანისა. მათ ენიჭებათ რიგითი ნომრები. საცხოვრებელი ადგილის მიხედვით ეგზავნებათ მოსამართლის მიერ მხარეებთან თათბირის საფუძველზე დამტკიცებული კითხვარი. კანდიდატი ვალდებულია 5 დღის ვადაში უპასუხოს დასმულ შეკითხვებს. მოსამართლე უფლებამოსილია ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც, თუ დაბარებული 100 კანდიდატიდან 50-ზე ნაკლები გამოცხადდება. ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე კანდიდატებს შეუძლიათ დააყენონ შუამდგომლობა თვითაცილების შესახებ და მიუთითონ იმ გარემოებაზე, რაც ხელს შეუშლის ამ მოვალეობის შესრულებაში. გარდა ამისა თავად მხარეებს (ბრალდება/დაცვა) უფლება აქვთ იშუამდგომლონ კანდიდატის აცილებაზე. იგი არსებობს ორი სახის: დასაბუთებული (არ არის რაოდენობა შეზღუდული) და დაუსაბუთებელი (მხარეებს უფლება აქვთ 10 ასეთი შუამდგომლობა დააყენონ). დაცვა და ბრალდება სვამენ კითხვებს რომელზეც მსაჯულები ვალდებული არიან გულწრფელი პასუხები გასცენ.

აქვს თუ არა პირს უფლება უარი განაცხადოს ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე?

ნაფიცი მსაჯულობა მაღალი მოქალაქეობრივი ვალდებულებაა, რომელსაც ბევრ ქვეყანაში დიდი პატივით იღებენ. ნაფიცი მსაჯული ვალდებულია გამოცხადდეს დაბარებულ დროს სხდომის დარბაზში და არჩევის შემთხვევაში მიიღოს მონაწილეობა სასამართლო განხილვაში, თუმცა არსებობს გამონაკლისი რა დროსაც კანდიდატს შეუძლია უარი განაცხადოს მოვალეობის შესრულებაზე. ასეთ გამონაკლისს მიეკუთვნება თუ იგი 70 წელს გადაცილებულია; აქვს ჯანმრთელობის პრობლემები და წარადგენს შესაბამის ცნობას; ასრულებს ისეთ სამუშაოს რომელზე მისი შეცვლაც მნიშვნელოვან ზიანს გამოიწვევს; უკანასკნელი წლის განმავლობაში უკვე იყო მსაჯული ; ბოლოს ხანგრძლივი ვადით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ. იმ შემთხვევაში თუ მსაჯულობის კანდიდატს არ გააჩნია საპატიო მიზეზი და არ გამოცხადდება სხდომაზე იგი დაჯარიმდება 500 დან 1500 ლარამდე თანხით. თუ ხართ ნაფიც მსაჯულად დაბარებული და არ იცით როგორ უნდა მოიქცეთ შეგიძლიათ მიმართოთ კვალიფიციურ ადვოკატს.

ვის შეიძლება ეთქვას უარი ნაფიც მსაჯულად მონაწილეობაზე?

ნაფიც მსაჯულად მონაწილეობას ვერ მიიღებს ის პიროვნება ვინც არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი, მაგალითად: პროკურორი; გამომძიებელი; პოლიციელი; სასულიერო პირი; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურე. ასევე ის, ვინც ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის არის სახდელდადებული; ნასამართლევი; ადვოკატი; ბრალდებულ

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: nafili msajuli, sisixlis samartlis danashauli, nafici msajulta sasamartlo, nafici msajulta uflebei da valdebulebebi, nafici msajulis archeva, ნაფიცი მსაჯული, სისხლის სამართლის დანაშაული, ნაფიცი მსაჯულთა სასამართლო, ნაფიცი მსაჯულთა უფლებები და ვალდებულებებ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

ვრცლად

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

მართლმსაჯულების საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრა

ვრცლად

მოწმის უფლებები

მოწმის უფლებები

ვრცლად

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით დაირეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალება

მოპედებისა და მსუბუქი კვადროციკლების მფლობელებს უკვე შესაძლებლობა აქვთ ნებაყოფლობით

ვრცლად

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ნოტარიუსის ონლაინ მომსახურება- მინდობილობა/რწმუნებულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp