iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება
იურიდიული სტატია

არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

28-11-2022, 14:15 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 248 ნახვა
არბიტრაჟი - დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება

მხარეთა შორის დავის არსებობის შემთხვევაში საქმე შეიძლება განიხილოს არა მხოლოდ სასამართლომ, არამედ არბიტრაჟმაც.

უნდა აღინიშნოს, რომ არბიტრაჟი შედარებით ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს ქართულ სამართლებრივ სივრცეში და ჯერ კიდევ არ არის სათანადოდ განვითარებული.

არბიტრაჟი არის დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება, რომლის ფარგლებშიც მხარეები ხელშეკრულების დადების ან შემდგომ თანხმდებიან დავის საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ განხილვის შესაძლებლობაზე.

საარბიტრაჟო გადაწყვეტილება განსხვავებით პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებისაგან არის საბოლოო და მხარეთათვის სავალდებულო ძალის მქონე. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ცნობას ახდენს სააპელაციო სასამართლო კანონით დადგენილი წესით.

გაითვალისწინეთ, რომ არბიტრაჟის მიერ დავის განხილვა ხდება იმ შემთხვევაში თუ მხარეები ხელშეკრულებით პირდაპირ შეთანხმდებიან აღნიშნულ წესზე, კონკრეტულ იდენტიფიცირებად არბიტრაჟზე. ასეთ პირობებში სასამართლო აღარ არის უფლებამოსილი განიხილოს მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავა.

უნდა აღინიშნოს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება რიგ შემთხვევაში საფრთხის შემცველია პირისთვის, რომელიც წარმოადგენს ხელშეკრულების სუსტ მხარეს, რადგან უმეტეს შემთხვევაში იგი არასათანადოდაა ინფორმირებული ხელშეკრულების პირობების თაობაზე.

მას არ ეძლევა გონივრული დრო მოცემული პირობების გასააზრებლად. ამასთან, შესაძლებელია, რომ კრედიტორმა ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს ის არბიტრაჟი, რომელთანაც არაპირდაპირ დაკავშირებულ პირს თავად წარმოადგენს. ასეთ შემთხვევებში კი სავარაუდოდ, არბიტრაჟი ვერ იქნება მიუკერძოებელი და გადაწყვეტილებას ყოველთვის კრედიტორის სასარგებლოდ მიიღებს. ასეთ პირობებში მოვალე რჩება დაუცველი. გადაწყვეტილება მიუკერძოებლობის პრინციპის დარღვევითაა გამოტანილი, თუმცა ის ვერ ახერხებს სასამართლოს გზით დაიცვას საკუთარი უფლებები, რადგან იმავე საკითხზე უკვე არსებობს არბიტრაჟის გადაწყვეტილება.

არბიტრაჟის შესახებ საქართველოს კანონი მხრეს აძლევს შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს იმ შემთხვევაში თუ სასამართლო დაადგენს, რომ საარბიტრაჟო შეთანხმება ბათილია, ძალადაკარგულია ან მისი შესრულება შეუძლებელია.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: arbitraji, davis gadawyveta, saarbitrajo gadawyvetileba, saapelacio sasamartlo, saarbitrajo gadawyvetilebis cnoba, saarbitrajo gadawyvetilebis agsruleba, არბიტრაჟი, დავის გადაწყვეტა, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება, სააპელაციო სასამართლო, საარბიტრაჟო გადაწყვეტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მედიაცია - დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება

მედიაცია - დავის მოგვარების ალტერნატიული საშუალება

ვრცლად

სანოტარო მედიაცია

სანოტარო მედიაცია

ვრცლად

თავდებობა

თავდებობა

ვრცლად

ბიზნესის სასამართლო და საერთაშორისო არბიტრაჟი

ბიზნესის სასამართლო და საერთაშორისო არბიტრაჟი

ვრცლად

სააპელაციო საჩივარი

სააპელაციო საჩივარი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp