iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » სექსუალური შევიწროება
იურიდიული სტატია

სექსუალური შევიწროება

22-11-2022, 12:01 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 196 ნახვა
სექსუალური შევიწროება

„საქართველოში სექსუალური შევიწროება 5-დან 1 ქალს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განუცდია“.

სექსუალური შევიწროება - მწვავე და ამავდროულად ფარული პრობლემა, რომელის არსებობის შესახებ თითქოს ყველამ იცის, თუმცა მასთან საბრძოლველად ძალიან ცოტა რამ თუ კეთდება. სექსუალური შევიწროვების შესახებ საქართველოსში ფართომასშტაბიანი კვლევა არ ჩატარებულა, თუმცა, სხვადასახვა ორგანიზაციები გარკვეულ დონეზე იკვლევენ პრობლემას ამბობენ, რომ საკითხი მწვავედ დგას როგორც სამუშაო ადგილებში, ისე ზოგადად, საჯარო სივრცეშიც. სექსუალური შევიწროვება როგორც წესი, ძირითადად მოდის ქალებზე, თუმცა, ხშირია შემთხვევები,როცა ამ ტიპის ძალაობას განიცდიან მამაკაცებიც.

მოდი თავად ტერმინის, „სექსუალური შევიწროვების“ განმარტებით დავიწყოთ. სექსუალური შევიწროება არის სექსუალური ხასიათის არასასურველი სიტყვიერი, არასიტყვიერი ან ფიზიკური ქმედება, რომელიც ადამიანს შეურაცხყოფს, ამცირებს, აშინებს ან ღირსებას ულახავს. საქართველოს კანონდებლობის თანახმად კი, სექსუალური შევიწროება არის საზოგადოებრივ ადგილებში პირის მიმართ არასასურველი სექსუალური ხასიათის ქცევა, რომელიც მიზნად ისახავს ან/და იწვევს მისი ღირსების შელახვას და ქმნის მისთვის დამაშინებელ, მტრულ, დამამცირებელ, ღირსების შემლახველ ან შეურაცხმყოფელ გარემოს.

სექსუალურ შევიწროებას შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია შემდეგნაირად განმარტავს: სექსუალური ხასიათის ნებისმიერი ფიზიკური, სიტყვიერი, არასიტყვიერი თუ სხვა სახის ქცევა, რომელიც ეფუძნება სქესს, ლახავს ქალებისა თუ კაცების ღირსებას და არასასურველი, არამიზანშეწონილი და შეურაცხმყოფელია მათთვის; ამგვარი ქცევის პასუხად ადამიანის მიერ საპასუხო უარი ან თანხმობა, აშკარად ან ფარულად, გამოიყენება გადაწყვეტილებისთვის, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ამ ადამიანის სამსახურზე.

ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კონვენციის მიხედვით: „სექსუალური შევიწროება მოიცავს არასასურველ, სექსუალური ხასიათის ქცევას, მათ შორის, ფიზიკურ კონტაქტსა და სხვა მცდელობებს, სექსუალური შინაარსის მქონე განცხადებებს, პორნოგრაფიის ჩვენებასა და სექსუალური ხასიათის მოთხოვნებს; მნიშვნელობა არ აქვს, ასეთი ქცევა გამოხატული იქნება ვერბალურად თუ ქმედებით. ამგვარი პრაქტიკა დამამცირებელია და შესაძლოა, ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები გამოიწვიოს. დისკრიმინაციულია ქმედება, თუ ქალს აქვს გონივრული ეჭვი, რომ მისი გაპროტესტება უარყოფით გავლენას მოახდენს მის სამსახურებრივ მდგომარეობაზე, მათ შორის, სამსახურში აყვანასა თუ დაწინაურებაზე, ან როდესაც ასეთი ქცევა მას მტრულ სამუშაო გარემოს უქმნის“

საქართველოში 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661-ე მუხლი საჯარო სივრცეში ჩადენილ სექსუალურ შევიწროებას სამართალდარღვევად განიხილავს. აღნიშნული მუხლის თანახმად, ეს ქმედება ჯარიმდება 300 ლარის ოდენობით. ოდენობით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იგივე ქმედება, რომელიც ჩადენილია ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით. ამასთან, მესამე ნაწილის თანახმად, ეს ქმედება, რომელიც ჩადენილია წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის, ორსულის, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ ან არასრულწლოვანის თანდასწრებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 500-დან 800 ლარამდე ოდენობით. ხოლო ამ პირთა მიმართ განმეორებით განხორციელებული სექსუალური შევიწროება, რომელიც ჩადენილია ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან ერთი წლის განმავლობაში, გამოიწვევს დაჯარიმებას 800-დან 1000 ლარამდე ოდენობით, ან გამასწორებელ სამუშაოებს ერთ თვემდე ვადით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 10 დღემდე ვადით.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: seqsualuri sheviwroeba, girsebis shelaxva, damamcirebeli garemo, sheuracxmyofeli garemo, qalta mimart diskriminacia, სექსუალური შევიწროება, ღირსების შელახვა, დამამცირებელი გარემო, შეურაცხმყოფელი გარემო, ქალთა მიმართ დისკრიმინაცია
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად? ვინ ითვლება მოძალადედ?

ვინ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობის მსხვერპლად? ვინ ითვლება მოძალადედ?

ვრცლად

ოჯახური ძალადობის ფორმები

ოჯახური ძალადობის ფორმები

ვრცლად

რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი - კელი დეგნანი

რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი - კელი დეგნანი

ვრცლად

ოჯახური ძალადობის ფორმები

ოჯახური ძალადობის ფორმები

ვრცლად

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

ბავშვები ოჯახში ძალადობის პირისპირ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp