iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციის დროს
იურიდიული სტატია

ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციის დროს

12-10-2022, 16:10 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 218 ნახვა
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინასახელშეკრულებო ეტაპზე დისკრიმინაციის დროს


ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წინასახელშეკრულებო ეტაპზე საკმაოდ პრობლემურია, ვინაიდან სშკ არ მოიცავს დისკრიმინირებული კანდიდატის მოთხოვნის საშუალებებს, ამიტომაც ვიყენებთ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თავს სამართალწარმოება დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეზე და საქართველოს კანონს დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ (კონკრეტულად მე-10 მუხლს).

დისკრიმინაციული ქმედების შედეგად, მოსარჩელეს, მატერიალურ ზიანთან ერთად ან მის გარეშე, შეუძლია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. სსსკ-ის 363-ე მუხლის და „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მე-10 I მუხლის თანახმად, დისკრიმინაციის ადრესატი ასევე უფლებამოსილია მოითხოვოს მორალური ზიანის ანაზღაურება. შრომის სამართლის დოქტრინა აღიარებს პასუხისმგებლობას დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად დამდგარ არამატერიალურ (მორალურ) ზიანზე. თუ დამსაქმებლის დისკრიმინაციულმა ქმედებამ გამოიწვია კანდიდატის პატივისა და ღირსების შელახვა (სსკ-ის მე-18 მუხლი) ან ჯანმრთელობის დაზიანება (სსკ-ის 413-ე მუხლი), ასეთ შემთხვევაში, კანდიდატს წარმოეშობა არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება. სსკ-ის მე-18 II მუხლი ითვალისწინებს პირის ღირსების ხელყოფისგან დაცვას, იგი არის ზოგადი პიროვნული უფლების დაცვის სამოქალაქოსამართლებრივი საფუძველი. ხოლო, რაც შეეხება არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, იგი შესაძლებელია დადგეს დამოუკიდებლად, კერძოდ სსკ-ის მე-18 II მუხლის გამოყენებით ან დელიქტური ვალდებულების მომწესრიგებელ სსკ-ის 992-ე მუხლთან ურთიერთმიმართებით. სსკ-ის მე-18 II მუხლი მიჩნეულია, როგორც ერთგვარი დამაკავშირებელი ხიდი შესაბამის კანონში დაცულ პიროვნულ უფლებასა და მის სამოქალაქოსამართლებრივ დაცვას შორის.

კონკრეტულად შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ვალდებულებასთან დაკავშირებით, CJEU-მ განმარტა, რომ დირექტივა არ განსაზღვრავს რა სანქციის რომელიმე ფორმას, ასევე არ ითვალისწინებს დამსაქმებლის ვალდებულებას, გააფორმოს შრომითი ხელშეკრულება დისკრიმინაციის ადრესატთან. დირექტივა დისკრიმინაციის ადრესატს – კანდიდატს, როგორც ასეთი, არ ანიჭებს შრომითი ხელშეკრულების გაფორმების მოთხოვნის უფლებას. ევროპული კავშირის დირექტივები არ ადგენს კონტრაჰირების იძულებას. ასეთ შემთხვევაში, იგი ხელყოფდა წევრი სახელმწიფოს მიერ უფლების აღდგენის მექანიზმის განსაზღვრის დისკრეციას. თუმცა, მეორე მხრივ, სასამართლო მოითხოვს შერჩეული სანქციით სახელმწიფოს მიერ უფლების აღდგენის სათანადო მექანიზმების უზრუნველყოფას. ასევე აღსანიშნავია ერმანიის „თანასწორი მოპყრობის ზოგადი აქტის“ მე-15 II მუხლი, რომლის თანახმად, როდესაც დისკრიმინაციული მოპყრობის შედეგად მიყენებული ზიანი არ მოიცავს მატერიალურ ზარალს, კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს შესაფერისი ფულადი ანაზღაურება. იმავე მუხლის მიხედვით, არამატერიალური ზიანის ანაზღაურება არ უნდა აჭარბებდეს სამი თვის სახელფასო ანაზღაურებას, იმ შემთხვევაში, თუ დისკრიმინაციისაგან თავისუფალი არჩევანის პირობებშიც კი, პირი არ იქნებოდა დაქირავებული. აღნიშნულში იგულისხმება ის ხელფასი, რომელსაც კანდიდატი მიიღებდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე დასაქმების შემთხვევაში. ნახსენები ნორმიდან გამომდინარე, არამატერიალური ზიანის ოდენობა შეზღუდულია სამი თვის ანაზღაურებით იმ პირისათვის, რომელთანაც დისკრიმინაციული მოპყრობის მიუხედავად, კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე,დამსაქმებელი მაინც არ გააფორმებდა შრომით ხელშეკრულებას. არამატერიალური ზიანის მაქსიმალური ოდენობა არ არის დადგენილი საუკეთესო, კვალიფიციური კანდიდატისათვის, რომელთანაც ხელშეკრულების გაფორმებაზე უარის თქმის ერთადერთი საფუძველი დისკრიმინაციული მოპყრობაა.

მნიშვნელოვანია, არაქონებრივი ზიანის ფულადი სახით ანაზღაურებისას თანხის განსაზღვრა, რომელიც საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს. სსკ-ის 413-ე I მუხლის მიხედვით, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება უნდა იყოს გონივრული და სამართლიანი. სასამართლოს განმარტებით, მორალური ზიანი თავისი შინაარსით არამატერიალური ცნებაა და აქედან გამომდინარეობს კანონის დანაწესი მისი ოდენობის დასადგენად მხოლოდ გონივრულობის, სამართლიანობისა და არა რაიმე ფაქტობრივი მატერიალური დანაკარგის გათვალისწინების თაობაზე. სასამართლომ არამატერიალური ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა მიიღოს ზიანის სიმძიმე, ასევე გარემოება, რა ფარგლებში ჰქონდა ადგილი დამსაქმებლის მხრიდან უთანასწორო მოპყრობას. გასათვალისწინებელია დისკრიმინაციული ქმედების ხასიათი და მისი ფარგლები.


ბიბლიოგრაფია:

Schmidt F., 158.

შველიძე ზ., შრომითი დისკრიმინაციის სამოქალაქო სამართლით მოწესრიგებული სამართლებრივი შედეგები

კერესელიძე დ., კერძო სამართლის უზოგადესი სისტემური ცნებები, 138-158.

Case 14/83, Von Colson.

Ellis, Watson , 305-306. Reich 69-70. ქერაშვილი ს., 257

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2016 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე #3ბ/1907-15.


ავტორი: მანანა ოთარაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდიული ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი;


საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე


შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ziani, ზიანი, zianis anazgaurebis motxovna, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა, winasaxelshekrulebo etapi, წინასახელშეკრულებო ეტაპი, სამოქალაქოს საპროცესო კოდექსი, samoqalaqo saproceso kodeqsi
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

ვრცლად

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

მორალური ზიანი და კომპენსაციის პრობლემა სამართალში

ვრცლად

საპროცესო შეთანხმება

საპროცესო შეთანხმება

ვრცლად

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღდეგ დავა დაიწყო

მაკო გომურმა შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღდეგ დავა დაიწყო

ვრცლად

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

სიღარიბის გამო ბავშვების ოჯახისგან დაშორება სასამართლომ უკანონოდ ცნო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp