ელექტრონული სამაჯური
1 წელზე მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონში მე-101 მუხლის სახით ცვლილება განხორციელდა, რომელიც ინიცირებული იყო საქართველოს მთავრობის, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ. აღნიშნული მუხლით დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა მოძალადის მიმართ და განისაზღვრა მისი განხორციელების სხვადასხვა პროცედურული ელემენტი/მახასიათებელი.
საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგან ელექტრონული ზედამხედველობა მსოფლიო პრაქტიკის თანახმად, წარმოადგენს ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებას მოძალადის ძალადობრივი ქმედების პრევენციის თვალსაზრისით. მიუხედავად ამისა, კონკრეტულად მე-101 მუხლის შესახებ სამეცნიერო ნაშრომები შესამჩნევად მცირეა საქართველოში. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ მუხლის გარშემო წარიმართოს მსჯელობა, რომელიც მოიცავს, როგორც ელექტრონული ზედამხედველობის საერთაშორისო პრაქტიკას, ასევე საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების პრაქტიკულ ნაწილს და მასთან დაკავშირებულ გამოწვევებს.
როგორც უკვე აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების ავტორი შსს იყო. განმარტებით ბარათში, რომელიც პარლამენტს წარედგინა, აღინიშნა ის მიზეზები, თუ რატომ გახდა აუცილებელი ელექტრონული ზედამხედველობის საკანონმდებლო დონეზე დაწესება საქართველოში. ,,კანონპროექტის შემუშავების მიზეზია ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ გამოყენებული შემზღუდავი ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდა, მსხვერპლთა დაცულობის ამაღლება და ამ მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობა. .... პრობლემას წარმოადგენს ასევე ვითარება, როდესაც მოძალადე ჩადენილი ქმედებისათვის დანიშნული თავისუფლების აღკვეთის შემდეგ თავისუფლდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და მსხვერპლისათვის კვლავ წარმოადგენს საფრთხეს. დასახელებული განსაკუთრებული აქტუალურია სასჯელაღსრულების დაწესებულების დატოვებისას, ან მსხვერპლთან პირველი კონტაქტის შემდეგ’’.
ამავე განმარტებითი ბარათის თანახმად, ირკვევა, რომ კანონპროექტის შედგენაში აქტიურად მონაწილეობდა UN WOMEN- საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც ,,სამინისტროს 100 ელექტრონული სამაჯური და შესაბამისი ინფრასტრუქტურა გადასცა. მის ამოქმედებამდე კი, ასევე გაეროს ქალთა ორგანიზაციის ხელშეწყობითა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა’’.
ელექტრონულ ზედამხედველობასთან დაკავშირებული გამოწვევები:
ტექნიკა: ,,რამდენიმე მოკვლევამ გამოამჟღავნა აღჭურვილობის ტექნიკური პრობლემები’’. რა თქმა უნდა, ,,ცრუ განგაში’’ სასიკეთო არ არის როგორც მსხვერპლისთვის, ისე მოძალადისთვის და იგი ამცირებს ნდობას ელექტრონული ზედამხედველობის ეფექტურობისადმი. ,,ელექტრონული მონიტორინგის ეფექტურობა გადაიფარება, თუ დარღვევებზე რეაგირება იქნება დაყოვნებული’’- ბუნებრივია, რომ დარღვევის აღკვეთაზე პასუხისმგებელ ორგანოებს ეკისრებათ ვალდებულება, რომ უზრუნველყონ დროული რეაგირება, მაგრამ ყოველთვის ეს უკანასკნელი შეუძლებელი ხდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართალდამცავი ობიექტი და მსხვერპლის საცხოვრებელი, პირობითად, საკმაოდ დაშორებულია ერთმანეთისგან. აღსანიშნავია ისიც, რომ სპეციალური საჭიროების მქონე პირებისთვის ყოველთვის არ არის გათვალისწინებული სპეციალური ტიპის აღჭურვილობა. (მაგალითად, მენტალური დაავადების მქონე ადამიანებისთვის) საზოგადოება: ,,კვლევებით დასტურდება, რომ ელექტრონულმა მონიტორინგმა შეიძლება ნეგატიური გავლენა იქონიოს ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის ოჯახზე, განსაკუთრებით მათზე, ვინც ცხოვრობს მასთან. (...) ზედამხედველობას დაქვემდებარებულმა პირმა განაცხადა, რომ ,,ჩემი პარტნიორი ჰქონდა შეგრძნება, რომ მასაც აკონტროლებდნენ’’. გარდა ამისა, ,,ელექტრონულმა მონიტორინგმა შეიძლება წარმოშვას სტიგმა, სტრესი და სირცხვილის შეგრძნება ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირისთვის. ფიზიკურად ნათელია ელექტრო-მოწყობილობის ტარება, რასაც შეიძლება ჰქონდეს სტრესის ეფექტი პირზე. შესაძლოა ეს ფაქტი დაუკავშირდეს ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის საჭიროებას, განცალკევდეს მეგობრებისა და ოჯახისგან...’’ ამ ფაქტმა შესაძლოა გამოიწვიოს უარყოფითი შეხედულებები პირზე მას შემდეგ, რაც გაუქმდება აღნიშნული სასჯელი, შესაძლოა წარმოიშვას პრობლემები შრომით, ოჯახურ და სხვა ურთიერთობებშიც.
გერმანულ პრაქტიკაში დასახელებულია შემდეგი სირთულეები: ელექტრონული ზედამხედველობის სისტემის უდიდესი პრობლემა არის ის, რომ იგი შეიძლება აღმოჩნდეს ,,ყოვლისმომცველი’’ (net-widening). ეს ფაქტი დადასტურებულია გერმანელი მოსამართლეებისა და პრობაციის სერვისის მუშაკების მიერ. ,,ზოგიერთ შემთხვევაში შეინიშნებოდა ,,ყოვლისმომცველობის’’ პრობლემა’’, რომელიც ხშირად წარმოიშობა- მაგალითად, კონტროლდება ზედამხედველობას დაქვემდებარებული პირის პირადი საუბრები მის შეყვარებულთან, სამსახურში კოლეგასთან ..., რაც წარმოშობს ზოგად დისკომფორტს როგორც მისთვის, ისე სხვა ადამიანებისთვის.
ოჯახში ძალადობა: სავსებით დასაშვებია, რომ აღნიშნული ალტერნატიული სასჯელი აღსრულება გართულდეს მსხვერპლის მონაწილეობით. ,,მსხვერპლს შესაძლოა ჰქონდეს არაძალადობრივი ურთიერთობის სურვილი დამნაშავესთან მიუხედავად შემაკავებელი ორდერის არსებობისა. ისინი არიან ემოციურად და ეკონომიკურად დამოკიდებულნი მოძალადეზე, და ჰყავთ საერთო შვილები’’. კვლევის თანახმად, ,,მსხვერპლები გრძნობდნენ, რომ ტექნოლოგია ს შესაძლოა შეექმნა უსაფრთხოების ცრუ შეგრძნება, რომელიც მათ უბიძგებდა, ყურადღება არ მიექციათ რისკებისადმი ჩვეულებრივი აქტივობების განახლების დროს ... ზოგიერთი ფიქრობდა, რომ შესაძლოა ისინი ზედმეტად მიჯაჭვულნი გამხდარიყვნენ ზედამხედველობის ტექნიკაზე’’.
საქართველოს გამოცდილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ რეფორმა შემუშავდა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერით, იგივე უნდა ითქვას რესურსებთან მიმართებით, კერძოდ, 100 სამაჯური შსს-ს გადაეცა UN Women-ის მიერ. თუმცა რესურსი ამოწურვადია და საკითხი წარმოიშობა, როგორ დააფინანსებს ამ რეფორმის განხორციელებას სახელმწიფო ბიუჯეტი, რამდენად შეძლებს ის გამართული ტექნიკის შესყიდვას. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ უკვე ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განხორციელდა რამდენიმე სამართალდამცავის გადამზადება, თუმცა სამართალდამცავების საკმაოდ დიდ ნაწილს ესაჭიროება რეგულარული ტრენინგების განხორციელება პროფესიული ცოდნისა და უნარების გაუმჯობესებისათვის, რაც აუცილებელია ელექტრონული ზედამხედველობის სწორად განხორციელებისათვის. დამაბრკოლებელი ფაქტორია კვლევების, პროფესიული სახელმძღვანელო წიგნებისა და სტატისტიკის განუხორციელებლობა. ეს საშუალებას მისცემდა როგორც მოსახლეობას, ისე სამართალდამცავებს უკეთ შეეცნოთ ელექტრონული ზედამხედველობის ნამდვილი არსი.
გამოყენებული ლიტერატურა:
საქართველოს მთავრობა, ,,განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
UN Women, ,,საქართველოში მაღალი რისკის მოძალადეების მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა ამოქმედდა’’, 8 სექტემბერი, 2020 წელი. ხელმისაწვდომია 2021 წლის 15 ივნისის მდგომარეობით. იხ:
https://georgia.unwomen.org/ka/news/stories/2020/09/electronic-surveillance-of-high-risk-perpetrators-launches-in-georgia
The Scottish Government, ,,Electronic Monitoring: Uses, Challenges and Successes’’, 2019, p. 21.
Frieder Dünkel, Christoph Thiele and Judith Treig, ,,Electronic Monitoring in Germany’’, 2016, p. 13.
Edna Erez and Peter R. Ibarra, Norman A. Lurie, Electronic Monitoring of Domestic Violence Cases—A Study of Two Bilateral Programs, Federal Probation Journal, 2004, p.30.
ავტორი: მარიამ მახვილაძე, იურიდიული ფაკულტეტის მე-2 კურსის სტუდენტი
საიტი პასუხს არ აგებს აღნიშნულ სტატიაზე, მასში მოყვანილი ინფორმაციის სიზუსტესა და გამოყენებული ლიტერატურის ან საავტორო უფლებების დაცულობის საკითხზე
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში 599 50 55 78
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში 351 5 47 00 47
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა
მსგავსი სიახლეები
ელექტრონული სამაჯური, electronuli samajuri, სისიხლის სამართალი, sisxlis samartali, eleqtronuli zedamxedveloba, ელექტრონული ზედამხედველობა, ოჯახში ძალადობა, ojaxshi dzaladoba