iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სიახლე » პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა
იურიდიული სტატია

პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა

2-12-2021, 14:59 სიახლე 403 ნახვა
პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული ორი კანონპროექტი დაამტკიცა
საქართველოს პარლამენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით მომზადებული კანონპროექტები დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, მნიშვნელოვნად გამკაცრდა სასჯელის ზომები ნარკოტიკული საშუალებების გამსაღებელი პირების მიმართ.
ცვლილების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის მინიმალურ სასჯელად 10 წლიდან თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა. ნარკოტიკული საშუალების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში, ქმედების ჩამდენი პირის მიმართ, სასჯელის სახით 12-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 14-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა განისაზღვრა.
ასევე, საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამკაცრდა სასჯელი ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო გასაღებისათვის.
ცვლილების თანახმად, ფსიქოტროპული ნივთიერების გასაღებისთვის სასჯელად განისაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3-დან 6 წლამდე ვადით. აღნიშნული ნივთიერების დიდი ოდენობით გასაღების შემთხვევაში - 5-დან 9 წლამდე, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობის შემთხვევაში - 10-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთა განისაღვრა.
სისხლის სამართლის კოდექსის გარდა, ცვლილებები განხორციელდება „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის მიზანს პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის გაზრდა წარმოადგენს. ცვლილების თანახმად, სპეციალური ელექტრონული პროგრამის მეშვეობით, პოლიციას მიეცემა შესაძლებლობა, პირის იდენტიფიცირება ადგილზევე მოახდინოს და მისი მონაცემები გადაამოწმოს სამინისტროს ერთიან საინფორმაციო-ანალიტიკურ ბაზებში. აღნიშნული ელექტრონული პროგრამა უზრუნველყოფს მონაცემთა უსაფრთხო შენახვას და მათ დაცვას უკანონო გამოყენებისაგან.
წყარო:police.ge
შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვაზე სასჯელი გამკაცრდა

ვრცლად

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

შეიძლება თუ არა იურიდიული პირი სისხლის სამართლებრივი წესით დაისაჯოს?

ვრცლად

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები განაახლა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო ავიაციამ თუშეთის მიმართულებით სამოქალაქო რეისები

ვრცლად

სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების მხარე მხოლოდ პროკურორი იქნება

სისხლის სამართლის საქმეებში ბრალდების მხარეს გამომძიებელი აღარ წარმოადგენს - ბრალდების

ვრცლად

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო პირობები და აღრიცხვის გამარტივებული პროცედურები

დღეიდან ამოქმედდა ავტომობილების საბაჟო საწყობების საქმიანობის შემსუბუქებული სანებართვო

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp