ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა ფიზიკური პირებისათვის 1 ნოემბერია, გადახდის კი - 15 ნოემბერი
ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / საგადასახადო დავები / საგადასახადო ადვოკატი 599505578 / სიახლე / ქონებრივი დავები / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში
ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი, ხოლო გადახდის საბოლოო ვადა 15 ნოემბერია - განმარტავს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.
საქართველოში ქონების გადასახადი მიბმულია შემოსავალზე. კერძოდ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება, და ამასთანავე, ფლობთ სახლს, მიწას ან ავტომობილს, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადის გადიხადოთ.
სადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი ნათია ნაკაშიძე დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის განმარტავს, თუ როგორ წარადგინონ ქონების დეკლარაცია სწორად და დროულად.
დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
2025 წელს უნდა წარადგინოთ 2024 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ პორტალზე არ შეცვალოთ დეკლარაციის პერიოდი.
წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით თქვენს საკუთრებაში არსებული მიწა, აგრეთვე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, რომელსაც ფლობთ ან სარგებლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით.
ბ) 2024 წლის განმავლობაში თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), ასევე მსუბუქი ავტომობილები, იახტები, კატარღები, შვეულმფრენები და თვითმფრინავები.
თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო მხოლოდ ნაწილობრივი წლის განმავლობაში, ქონების გადასახადის გაანგარიშება მოხდება ამ პერიოდის პროპორციულად შესაბამისად იმ თვეების რაოდენობის, როცა ქონება თქვენს საკუთრებაში იყო.
დეკლარაციის ფორმაში უნდა მიუთითოთ ქონების ფლობის პერიოდი.
დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება შემდეგნაირად:
-
უძრავი ქონება: 2024 წლის ბოლოსთვის არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით
-
მიწა: 2025 წლის 1 აპრილისთვის არსებული ფართობის მიხედვით
-
არასასოფლო მიწა - კვ.მ-ით
-
სასოფლო მიწა - ჰექტრებით
გადასახადის განაკვეთს დეკლარაციაში სისტემა ავტომატურად შეარჩევს, გადასახადის ოდენობა კი ავტომატურად გამოიანგარიშება თქვენს მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე.
ოჯახის წევრად ითვლება:
პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, აგრეთვე მშობელი, შვილი, გერი, და, ძმა, ბებია, პაპა და შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ოჯახის შემოსავლებში მოიაზრება ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის ხელფასი და სხვა სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გარეშე.
თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, შესაძლებელია ცალკე ან ერთობლივი საოჯახო დეკლარაციის წარდგენა.
დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, პორტალი ავტომატურად გამოიანგარიშებს ქონების გადასახადს და თქვენს ავტორიზებულ გვერდზე წარმოაჩენს „საგადასახადო მოთხოვნას“, სადაც მითითებულია გადასახადის ოდენობა.
გადახდა ხორციელდება ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე: 101001000
გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი.
„გირჩევთ, არ გადადოთ დეკლარაციის წარდგენა ბოლო დღემდე. წინასწარ შეამოწმეთ ინფორმაცია პორტალზე და დარწმუნდით, რომ მონაცემები სწორადაა შევსებული. დაგვიანების შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას და საურავს,“ - აღნიშნავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.
ქონების დეკლარაციის წარდგენა 2025 წელს წარმოადგენს სავალდებულო საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც ყველა იმ ფიზიკურ პირს ეკისრება, ვისი წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება და ფლობს უძრავ ან მოძრავ ქონებას.
დროული დეკლარირება და გადახდა დაგიცავთ ჯარიმებისგან და საგადასახადო პრობლემებისგან.
კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით
საქართველოში
598 419 416
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47
Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
მსგავსი სიახლეები
ქონების დეკლარაცია 2025, ქონების გადასახადი, დეკლარაციის წარდგენის ვადა, ფიზიკური პირების გადასახადი, საგადასახადო ვალდებულება, დეკლარაციის შევსება, ნათია ნაკაშიძე ადვოკატი, ბიუჯეტის გადახდა, ქონების დეკლარაცია, გადასახადი, ბიუჯეტი, ფიზიკური პირი, დეკლარა
ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი, ხოლო გადახდის საბოლოო ვადა 15 ნოემბერია - განმარტავს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეებსა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.
საქართველოში ქონების გადასახადი მიბმულია შემოსავალზე. კერძოდ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება, და ამასთანავე, ფლობთ სახლს, მიწას ან ავტომობილს, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადის გადიხადოთ.
სადვოკატო ბიურო „ნაკაშიძე და პარტნიორების“ დამფუძნებელი ნათია ნაკაშიძე დაინტერესებული ფიზიკური პირებისთვის განმარტავს, თუ როგორ წარადგინონ ქონების დეკლარაცია სწორად და დროულად.
დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2025 წლის 1 ნოემბერი. დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მხოლოდ ელექტრონული ფორმით გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.
2025 წელს უნდა წარადგინოთ 2024 წლის წლიური დეკლარაცია, ამიტომ პორტალზე არ შეცვალოთ დეკლარაციის პერიოდი.
წლევანდელ დეკლარაციაში აისახება:
ა) 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით თქვენს საკუთრებაში არსებული მიწა, აგრეთვე სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწა, რომელსაც ფლობთ ან სარგებლობთ ამავე თარიღის მდგომარეობით.
ბ) 2024 წლის განმავლობაში თქვენს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება (სახლი, ბინა, ავტოფარეხი, კომერციული ფართი), ასევე მსუბუქი ავტომობილები, იახტები, კატარღები, შვეულმფრენები და თვითმფრინავები.
თუ ქონება (გარდა მიწისა) 2024 წელს თქვენს საკუთრებაში იყო მხოლოდ ნაწილობრივი წლის განმავლობაში, ქონების გადასახადის გაანგარიშება მოხდება ამ პერიოდის პროპორციულად შესაბამისად იმ თვეების რაოდენობის, როცა ქონება თქვენს საკუთრებაში იყო.
დეკლარაციის ფორმაში უნდა მიუთითოთ ქონების ფლობის პერიოდი.
დასაბეგრი ქონების ღირებულება საგადასახადო ვალდებულება განისაზღვრება შემდეგნაირად:
-
უძრავი ქონება: 2024 წლის ბოლოსთვის არსებული საბაზრო ღირებულების მიხედვით
-
მიწა: 2025 წლის 1 აპრილისთვის არსებული ფართობის მიხედვით
-
არასასოფლო მიწა - კვ.მ-ით
-
სასოფლო მიწა - ჰექტრებით
-
გადასახადის განაკვეთს დეკლარაციაში სისტემა ავტომატურად შეარჩევს, გადასახადის ოდენობა კი ავტომატურად გამოიანგარიშება თქვენს მიერ წარდგენილი მონაცემების საფუძველზე.
ოჯახის წევრად ითვლება:
პირი, მისი მეუღლე, არასრულწლოვანი შვილი ან გერი, აგრეთვე მშობელი, შვილი, გერი, და, ძმა, ბებია, პაპა და შვილიშვილი, რომლებიც საერთო მეურნეობას ეწევიან. ოჯახის შემოსავლებში მოიაზრება ყველა სახის შემოსავალი, მათ შორის ხელფასი და სხვა სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გარეშე.
თუ ოჯახში ერთზე მეტ წევრს უწევს დეკლარაციის წარდგენა, შესაძლებელია ცალკე ან ერთობლივი საოჯახო დეკლარაციის წარდგენა.
დეკლარაციის გაგზავნის შემდეგ, პორტალი ავტომატურად გამოიანგარიშებს ქონების გადასახადს და თქვენს ავტორიზებულ გვერდზე წარმოაჩენს „საგადასახადო მოთხოვნას“, სადაც მითითებულია გადასახადის ოდენობა.
გადახდა ხორციელდება ბიუჯეტში, ნებისმიერი ბანკიდან, ერთიან სახაზინო კოდზე: 101001000
გადახდის ბოლო ვადაა 2025 წლის 15 ნოემბერი.
„გირჩევთ, არ გადადოთ დეკლარაციის წარდგენა ბოლო დღემდე. წინასწარ შეამოწმეთ ინფორმაცია პორტალზე და დარწმუნდით, რომ მონაცემები სწორადაა შევსებული. დაგვიანების შემთხვევაში კანონი ითვალისწინებს ჯარიმას და საურავს,“ - აღნიშნავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.
ქონების დეკლარაციის წარდგენა 2025 წელს წარმოადგენს სავალდებულო საგადასახადო ვალდებულებას, რომელიც ყველა იმ ფიზიკურ პირს ეკისრება, ვისი წლიური შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება და ფლობს უძრავ ან მოძრავ ქონებას.
დროული დეკლარირება და გადახდა დაგიცავთ ჯარიმებისგან და საგადასახადო პრობლემებისგან.
საქართველოში
598 419 416 თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)
იტალიაში ქართველი ოპერატორი
351 5 47 00 47 Italia, Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A