iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » თავდები - პასუხისმგებლობა, რისკები და სამართლებრივი შედეგები | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს
იურიდიული სტატია

თავდები - პასუხისმგებლობა, რისკები და სამართლებრივი შედეგები | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

29-10-2025, 15:12 ადვოკატი / iuristi / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / სახელშეკრულებო სამართალი / ხელშეკრულებები 18 ნახვა
თავდები - პასუხისმგებლობა, რისკები და სამართლებრივი შედეგები | ადვოკატი ნათია ნაკაშიძე განმარტავს

თავდები - პასუხისმგებლობა, რისკები და სამართლებრივი შედეგები

ადვოკატი ნათია ნაკაშიძე , რომელიც სპეციალიზებულია ადმინისტრაციულ, სამოქალაქო და ბავშვთა უფლებათა საკითხებში, განმარტავს: „თავდები არის პირი, რომელიც იღებს სამართლებრივ პასუხისმგებლობას - გადაიხადოს სესხი იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მსესხებელი ვალდებულებას ვერ ან არ შეასრულებს.“

ეს ნიშნავს, რომ როგორც კი ხელი მოაწერეთ თავდებობის ხელშეკრულებას, თქვენი ფინანსური რეპუტაცია საკრედიტო ბაზაში აისახება და გავლენას მოახდენს თქვენს მომავალ სესხზე. კრედიტორი თქვენს მიერ ნაკისრ თავდებობას ფინანსური ანალიზისას აუცილებლად გაითვალისწინებს, რაც ნიშნავს, რომ მომავალში შესაძლოა ხელმისაწვდომი საკრედიტო ლიმიტი შეგეზღუდოთ.


სანამ სესხზე თავდებად ყოფნას გადაწყვეტთ, ყურადღებით უნდა შეაფასეთ:

  1. მსესხებლის ფინანსური მდგომარეობა - შეძლებს თუ არა ის ვალდებულების დროულად შესრულებას?

  2. პიროვნული პასუხისმგებლობა - რამდენად შეგიძლიათ ენდოთ მას, რომ არ დაგტოვებთ პრობლემის წინაშე?

  3. თქვენი ფინანსური რესურსი - შეძლებთ თუ არა სესხის გადახდას, თუ მოვალე გადაუხდელი დარჩება?

მხოლოდ მეგობრობის ან უხერხულობის გამო თავდებად ყოფნა ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომაა, რომელიც სამომავლოდ სერიოზულ სამართლებრივ და ფინანსურ შედეგებს იწვევს.

როდესაც ხელშეკრულება სოლიდარულ თავდებობას ეხება, კრედიტორს უფლება აქვს, პირდაპირ თქვენ მოგთხოვოთ ვალდებულების შესრულება, მაშინაც კი, თუ მსესხებლის მიმართ ჯერ არ გაუტარებია იძულებითი აღსრულება.

ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად, კრედიტორი თავდებს განიხილავს ისეთივე მოვალედ, როგორიც თვითონ მსესხებელია.
ასეთ სიტუაციაში თავდები ვეღარ მოითხოვს, რომ ჯერ ძირითადი მოვალე იყოს პასუხისმგებელი - ვალდებულება ერთნაირად ნაწილდება ორივეზე.

ყველაზე რისკიანი ფორმაა გენერალური თავდებობა, რომელიც ერთ კონკრეტულ სესხზე კი არა, არამედ ზოგად საკრედიტო ჩარჩოზე ფორმდება. ასეთ დროს:

  • ფიქსირდება თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი და მოქმედების ვადა,

  • მსესხებელს მომავალში შეუძლია ახალი ვალდებულებების აღება თქვენი ხელახალი თანხმობის გარეშე,

  • შესაბამისად, შესაძლოა თქვენი პასუხისმგებლობა მომავალშიც გაიზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ ახალი ხელშეკრულება აღარ მოგიწერიათ.

გაითვალისწინეთ! : „ყოველთვის წაიკითხეთ ხელშეკრულება დეტალურად - განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე გენერალურ თავდებობას ეხება. აუცილებელია იცოდეთ, რა არის თქვენი პასუხისმგებლობის ზღვარი და როდის სრულდება იგი.“

თავდებად ყოფნა მხოლოდ ფორმალობა არ არის - ეს არის სერიოზული სამართლებრივი ვალდებულება, რომელიც პირდაპირ აისახება თქვენს ფინანსურ სტაბილურობაზე. თუ მაინც გადაწყვიტეთ, რომ დაეხმაროთ ახლობელს, მოითხოვეთ სრული გამჭვირვალობა, გაეცანით ყველა დოკუმენტს და საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ ადვოკატს.

როგორცადვოკატი ნათია ნაკაშიძე აღნიშნავს: „თავდებობა შეიძლება იყოს კეთილგანწყობის ჟესტი, მაგრამ თუ პასუხისმგებლობას ბოლომდე ვერ აცნობიერებთ, ის თქვენს ფინანსურ თავისუფლებასაც კი შეიძლება დაემუქროს.“

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: თავდები, თავდებობა, სესხის პასუხისმგებლობა, სოლიდარული თავდებობა, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, ფინანსური ვალდებულება, საკრედიტო რისკი, სამართლებრივი რჩევა, გენერალური ხელშეკრულება, სესხის გადაუხდელობა, იურიდიულირეკომენდაციები, სესხი, ადვოკატი, ფინანსურირისკი
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


სანამ თავდებობის ხელშეკრულებას გააფორმებთ

სანამ თავდებობის ხელშეკრულებას გააფორმებთ

ვრცლად

თავდების პასუხისმგებლობა

თავდების პასუხისმგებლობა

ვრცლად

რა უნდა იცოდეთ, თუ ვინმეს თავდებობას აპირებთ?

რა უნდა იცოდეთ, თუ ვინმეს თავდებობას აპირებთ?

ვრცლად

რა უნდა იცოდეს თავდებმა

რა უნდა იცოდეს თავდებმა

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ თავდებობის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ თავდებობის შესახებ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp