iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვიდეოკამერის დაყენება გზაზე - კანონიერია თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარღვევაა?
იურიდიული სტატია

ვიდეოკამერის დაყენება გზაზე - კანონიერია თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარღვევაა?

8-10-2025, 14:01 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 18 ნახვა
ვიდეოკამერის დაყენება გზაზე - კანონიერია თუ პერსონალურ მონაცემთა დაცვის დარღვევაა?

ქალაქგარეთ დასახლებულ პუქტში კამერის დაყენება - რა უნდა იცოდეთ სანამ ვიდეოთვალს დაამონტაჟებთ? აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სერტიფირებული ოპერატორი და ადვოკატი ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

დღეს ტექნოლოგიების სწრაფი განვითარება საშუალებას გვაძლევს საკუთარი საკუთრება დავიცვათ უსაფრთხოების სისტემებით, თუმცა ხშირად მოქალაქეები ვერ აცნობიერებენ, რომ კამერის დაყენება ზოგჯერ შეიძლება კანონის დარღვევად ჩაითვალოს.

შეკითხვა: სოფლის ერთ-ერთ ქუჩაზე ერთმა მოქალაქემ დააყენა ვიდეოკამერა, რომელიც აფიქსირებს მთელ ქუჩას - ქუჩის ბოლოდან მის სახლამდე. ჩნდება კითხვა: აქვს თუ არა მას ამის უფლება სხვა მცხოვრებთა თანხმობის გარეშე?

პასუხი: საქართველოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის თანახმად, პირად მონაცემად ითვლება ნებისმიერი ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც შესაძლებელია კონკრეტული პირის იდენტიფიცირება პირდაპირ ან არაპირდაპირ. ვიდეოჩანაწერში ადამიანის სახის ამოცნობა, გადაადგილების დაფიქსირება ან ქცევის მონიტორინგი უკვე წარმოადგენს პირადი მონაცემის დამუშავებას.

კანონის შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როცა ეს ხდება კანონიერად, სამართლიანად და მიზანმიმართულად.

თუ ვიდეოკამერა ფიქსირებს მხოლოდ საკუთარი ეზოს, სახლის შესასვლელის ან საკუთრების შიდა ტერიტორიის კადრებს, ეს მოქმედება კანონის ფარგლებშია.

თუმცა, თუ კამერა იღებს საზოგადოებრივ ტერიტორიას - ქუჩას, ტროტუარს ან ადგილს, სადაც გადაადგილდებიან სხვა პირები - ეს უკვე ნიშნავს მესამე პირების მონაცემთა დამუშავებას მათი თანხმობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში, მოქალაქე არღვევს კანონს.

მეზობლის თანხმობა საკმარისია? - არა. ორი მეზობლის თანხმობა არ იძლევა უფლებას იმოქმედოს მთელი ქუჩის მცხოვრებთა სახელით. ვიდეოკამერის ლინზა ფიქსირებს სხვა ადამიანების ყოველდღიურ გადაადგილებას, რაც ავტომატურად გულისხმობს მათი პირადი ცხოვრების დარღვევას.

ამიტომ, კამერის დაყენებამდე აუცილებელია პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის სამსახურის რეკომენდაციების გათვალისწინება ან შესაბამისი ნებართვის მიღება.

დასაშვებია:

  • ვიდეოკამერის გამოყენება საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკუთარ ეზოში ან შესასვლელში;

  • ჩანაწერის შენახვა მხოლოდ კერძო მიზნებისთვის (არ გასაჯაროება);

დაუშვებელია:

  • საზოგადოებრივი ადგილის მონიტორინგი სხვების თანხმობის გარეშე;

  • კამერის დაყენება ისე, რომ ის იღებდეს მეზობლის ეზოს, ქუჩას ან ფანჯრებს;

  • ჩანაწერების გამოყენება, გავრცელება ან გაზიარება სოციალურ მედიაში.

საქართველოს სასამართლო პრაქტიკაშიც არაერთხელ დადასტურებულა, რომ ვიდეოკამერით მოპოვებული მასალა, რომელიც მესამე პირის თანხმობის გარეშეა გადაღებული, დარღვევად ითვლება და ვერ გამოიყენება მტკიცებულებად.
იურისტები გვირჩევენ, კამერის დაყენებისას ვიფიქროთ არა მხოლოდ უსაფრთხოებაზე, არამედ სხვების პირად სივრცეზეც - რადგან სწორედ ამ ბალანსის დაცვა ქმნის სამართლებრივ სახელმწიფოს.

რომ შევაჯამოთ, ვიდეოკამერის დაყენება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხედვის არეალი შემოიფარგლება პირადი საკუთრებით. სხვა ადამიანების თანხმობის გარეშე საზოგადოებრივი სივრცის მონიტორინგი არღვევს კანონს და წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა უკანონო დამუშავებას. თუ ეჭვი გეპარებათ თქვენი მოქმედების კანონიერებაში, რეკომენდებულია კონსულტაცია უფლებადამცველთან ან სპეციალიზებულ ადვოკატთან.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პერსონალურ მონაცემთა დაცვა, ვიდეოკამერა, ქუჩის უსაფრთხოება, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, მეზობლები, თანხმობა, სამართალი, კონფიდენციალურობა, ვიდეოკამერის დაყენება, ნათია ნაკაშიძე, ქუჩის კამერა, ადვოკატის რჩევა, კანონი კამერებზე, პირადი მონაცემები, ვიდეომონიტორ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე დაჩენილია 1 დღე

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ამოქმედებამდე დაჩენილია 1 დღე

ვრცლად

2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში.

2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში.

ვრცლად

არასრუწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა - თეორია და პრაქტიკა

არასრუწლოვანთა პერსონალური მონაცემების დაცვა - თეორია და პრაქტიკა

ვრცლად

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ვრცლად

ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი ვიდეოჩანაწერი

ვიდეოჩანაწერის გამავრცელებელმა ყველა პირმა წაშალოს არასრულწლოვნის მონაცემების ამსახველი

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp