2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში.
2024 წლის 1 მარტიდან ამოქმედდება ცვლილება პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონში.
იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც დიდი რაოდენობით მონაცემებს ამუშავებენ, სავალდებულო გახდება
პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნა.
ცვლილება შეეხება:
- საჯარო დაწესებულებს
- სადაზღვევო ორგანიზაციებს
- კომერციული ბანკებს
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს
- საკრედიტო ბიუროებს
- ელექტრონული კომუნიკაციის კომპანიებს
- აეროპორტებს
- სამედიცინო დაწესებულებებს
აღნიშნულ სფეროს დაწესებულებებთან ერთად, ნუსხა თუ ვის შეეხება აღნიშნული ვალდებულება დაზუსტდება პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტით.
პერსონალურ მონაცემთა დანიშვნის/განსაზღვრის ვალდებულება ასევე ეკისრება დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს/დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, რომელიც ამუშავებს დიდი რაოდენობით მონაცემთა სუბიექტების მონაცემებს ან ახორციელებს მათი ქცევის სისტემატურ და მასშტაბურ მონიტორინგს.
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონის თანახმად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს უნდა ჰქონდეს სათანადო ცოდნა მონაცემთა დაცვის სფეროში.
დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულნი არიან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნიდან ან განსაზღვრიდან, აგრეთვე მისი შეცვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში მისი ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია აცნობონ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, რომელიც აქვეყნებს ამ ინფორმაციას. ამასთან, ორგანიზაციები ვალდებულნი არიან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია პროაქტიულად გამოაქვეყნონ ვებგვერდზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სხვა ხელმისაწვდომი საშუალებით.
! გვინდა გაცნობოთ რომ ჩვენი საადვოკატო ბიუროს, ნაკაშიძე და პატრნიორების პროფესიონალთა გუნდი გაგიწევთ ხელმძღვანელობას ამ პროცესში
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
