iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა
იურიდიული სტატია

ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

29-11-2022, 12:59 ადვოკატი / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები 212 ნახვა
ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული პერსონალური მონაცემების დაცვა

ჯანმრთელობის დაცვის სფეროში ხშირად გვხვდება პერსონალური მონაცემების მესამე პირებისათვის გამჟღავნების შემთხვევები. თუმცა ასეთ დროს არავინ ითვალისწინებს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მესამე პირისთვის გაზიარებამ, შესაძლოა, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს იმ პირის ინტერესებს, ვისი ინფორმაციაც ვრცელდება.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობის მიუხედავად, მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე მონაცემთა გასაჯაროება და მესამე პირისათვის გამჟღავნება დაუშვებელია. გარდა ამისა, „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, ქმედუნარიან პაციენტს უფლება აქვს გადაწყვიტოს, მიიღოს თუ არა ვინმემ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. დადებითი გადაწყვეტილების მიღებისას, მანვე უნდა დაასახელოს ის პირი, რომელსაც ეს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს. პაციენტის გადაწყვეტილება და ინფორმაციის მიმღები პირის ვინაობა ფიქსირდება სამედიცინო დოკუმენტაციაში.

სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია, დაიცვას პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის კონფიდენციალურობა და არ დაუშვას მისი მესამე პირებისათვის მიწოდება ან/და გასაჯაროება.

არის შემთხვევები, როცა პაციენტის ოჯახის წევრებს, რომლებიც იღებენ პასუხისმგებლობას პაციენტის შემდგომ მკურნალობასა და მოვლაზე, უფლება აქვთ, იცოდნენ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მაგალითად მაშინ, როცა პაციენტი უგონო მდგომარეობაშია. ამ შემთხვევაში ინფორმაციის გაცემა არის მიზნის პროპორციული და ადეკვატური.

მონაცემთა დამუშავების საფუძველი სახეზე არ იქნება და პრინციპების დარღვევა მოხდება, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ოჯახის წევრისათვის ინფორმაციის მიწოდება მოხდება მაშინ, როდესაც პაციენტი არ საჭიროებს სხვათა დახმარებას მკურნალობის ან თავის მოვლის პროცესში და შეუძლია თავად გადაწყვიტოს, რა ინფორმაციას მიაწვდის ოჯახის წევრებს.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: janmrteloba, diagnozi, pacienti, personaluri monacemebi, personaluri monacemebis dacva, samedicino dawesebuleba, ჯანმრთელობა, დიაგნოზი, პაციენტი, პერსონალური მონაცემები, პერსონალური მონაცემების დაცვა, სამედიცინო დაწესებულება, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

უარი ნაფიცი მსაჯულის მოვალეობის შესრულებაზე

ვრცლად

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია

ვრცლად

არასწორი სამედიცინო დიაგნოზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

არასწორი სამედიცინო დიაგნოზით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება

ვრცლად

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შესახებ დავა ჟურნალისტის სასარგებლოდ დასრულდა

ვრცლად

Black Friday - რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ნივთის შეძენისას

Black Friday - რა უნდა გაითვალისწინოთ სასურველი ნივთის შეძენისას

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp