iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » როგორ დავრეგისტრიროთ პირის მხარდამჭერი სასამართლოში - საჭირო დოკუმენტები, ბაჟი და სამართლებრივი პროცედურები
იურიდიული სტატია

როგორ დავრეგისტრიროთ პირის მხარდამჭერი სასამართლოში - საჭირო დოკუმენტები, ბაჟი და სამართლებრივი პროცედურები

1-10-2025, 16:05 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 25 ნახვა
როგორ დავრეგისტრიროთ პირის მხარდამჭერი სასამართლოში - საჭირო დოკუმენტები, ბაჟი და სამართლებრივი პროცედურები

როგორ დავრეგისტრიროთ პირის მხარდამჭერი სასამართლოში - საჭირო დოკუმენტები, ბაჟი და სამართლებრივი პროცედურები

ადამიანის უფლებათა დაცვის თანამედროვე სტანდარტები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს პირის უფლებრივ სუბიექტურობასა და გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. სწორედ ამ მიზნით საქართველოს კანონმდებლობა ითვალისწინებს „პირის მხარდაჭერის“ ინსტიტუტს, რომელიც უზრუნველყოფს იმ პირთა დაცვას, ვინც გარკვეული მიზეზების გამო დამოუკიდებლად ვერ ახორციელებს თავიანთ უფლებებსა და მოვალეობებს.

სამოქალაქო და ბავშვთა უფლებებში ლიცენზირებული ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გვიხსნის, რა პროცედურებია საჭირო პირის მხარდამჭერის დასარეგისტრირებლად, როგორ უნდა წარედგინოს განცხადება სასამართლოში და უნდა გადაიხადოს თუ არა დაინტერესებულმა პირმა სახელმწიფო ბაჟი.

რას ნიშნავს პირის მხარდაჭერა? - პირის მხარდაჭერა ნიშნავს, რომ სასამართლო დანიშნავს სპეციალურ ჰქონდეს წარმომადგენელს (მხარდამჭერს), რომელიც დაეხმარება მას კონკრეტული უფლებების განხორციელებაში. ასეთი მხარდაჭერა მიზნად ისახავს პირის ინტერესების დაცვას და უფლებრივი ბალანსის შენარჩუნებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა პირი ფიზიკური, გონებრივი ან ემოციური მდგომარეობის გამო ვერ ახერხებს დამოუკიდებლად მოქმედებას.

მხარდაჭერა შეიძლება შეეხოს შემდეგ სფეროებს:

  • შრომითი საქმიანობა;
  • წვრილმანი გარიგებების დადება;
  • სამეწარმეო საქმიანობა;
  • უძრავი ქონების მართვა ან განკარგვა;
  • საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
  • სამკურნალო პროცედურებზე თანხმობის გამოხატვა;
  • ზიანის თავიდან აცილება და სხვა უფლებრივი საკითხები.

სასამართლო ინდივიდუალურად აფასებს თითოეულ შემთხვევას და ადგენს, რომელი უფლებების განხორციელებაში სჭირდება პირს მხარდაჭერა.

როგორ ხდება მხარდაჭერის დანიშვნა? - პირის მხარდამჭერის დანიშვნისთვის საჭიროა სასამართლოს მიმართვა წერილობითი განცხადებით. განცხადებას უნდა მოაწეროს ხელი დაინტერესებულმა პირმა ან მისმა წარმომადგენელმა.

სასამართლო მხარის განცხადების საფუძველზე ამოწმებს პირის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს ფსიქოლოგიურ ან სამედიცინო ექსპერტიზას, რათა დაადგინოს მხარდაჭერის საჭიროება და მოცულობა.

1) მხარდაჭერა განიხილება იმ სასამართლოში, რომლის ტერიტორიული იურისდიქციის ქვეშაც იმყოფება პირს საცხოვრებელი ადგილი;

2) თუ პირი იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში - საქმე განიხილება შესაბამისი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

გაითვალიწინეთ! სასამართლო პრაქტიკის მიხედვით, პირის მხარდამჭერის დანიშვნის განაცხადი არ ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.

ეს იმიტომ, რომ პროცედურა მიზნად ისახავს პირის უფლებების რეალიზაციას და მისი ინტერესების დაცვას, რაც კანონით გათვალისწინებული სოციალური მხარდაჭერის ფორმაა.

„პირის მხარდამჭერის ინსტიტუტი წარმოადგენს ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან მექანიზმს. სასამართლოს შუამდგომლობით დაინტერესებულ პირს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უფლებების განხორციელება ისე, რომ არ დაკარგოს ღირსება და გადაწყვეტილების პროცესში მონაწილეობა,“ - აღნიშნავს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე.

თუ თქვენ ან თქვენს ახლობელს სჭირდება სამართლებრივი დახმარება პირის მხარდაჭერის დანიშვნის საკითხზე, მიმართეთ სპეციალისტს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე დაგეხმარებათ განცხადების შედგენაში, მტკიცებულებების შეგროვებაში და სასამართლო პროცედურის წარმატებით წარმართვაში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: პირის მხარდაჭერა, მხარდამჭერის დანიშვნა, სასამართლო პროცედურა, ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, განცხადება სასამართლოში, ბაჟის გადახდა, ადამიანის უფლებები, სამართლებრივი მხარდაჭერა, მხარდაჭერა, სასამართლო, ადვოკატი, ნათია ნაკაშიძე, ბაჟი, უფლებები, პროცედურა, სამა
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უცხოეთის მოქალაქის ქორწინება საქართველოში / იურიდიული გზამკვლევი ნათია ნაკაშიძესთან ერთად

უცხოეთის მოქალაქის ქორწინება საქართველოში / იურიდიული გზამკვლევი ნათია ნაკაშიძესთან ერთად

ვრცლად

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ზიანის ანაზღაურების ვალდებულება

ვრცლად

რა არის დელიქტი?

რა არის დელიქტი?

ვრცლად

საინფორმაციო ბარათი

საინფორმაციო ბარათი

ვრცლად

იურიდიული კითხვები და პასუხები, როგორ დავიცვათ თავი ქონებრივ და ფინანსურ დავებში

იურიდიული კითხვები და პასუხები, როგორ დავიცვათ თავი ქონებრივ და ფინანსურ დავებში

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp