iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში: რა უნდა იცოდეთ?
იურიდიული სტატია

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში: რა უნდა იცოდეთ?

8-08-2025, 19:44 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / ადვოკატის ნომერი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 31 ნახვა
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში: რა უნდა იცოდეთ?

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში: რა უნდა იცოდეთ? - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, (სპეციალიზაცია: სამოქალაქო, ადმინისტრაციული საქმეები და ბავშვთა უფლებები) უპასუხებს თქვენს შეკითხვებს

კითხვა: თუ უცხოურ საგანმანათლებლო დაწესებულებაზე მივიღე ცნობა ცენტრისგან, ნიშნავს ეს იმას, რომ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტომატურად აღიარებს იმ დაწესებულებაში მიღებულ განათლებას?

პასუხი: არა, ცნობის მიღება მხოლოდ ერთი ეტაპია აღიარების პროცესში და არა საბოლოო გარანტია.
განათლების აღიარების პროცესში ორი ძირითადი მიმართულებაა:

1. დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება

ა) პიროვნების იდენტიფიკაცია დგინდება, ნამდვილად მიენიჭა თუ არა დიპლომი ან სხვა დოკუმენტი იმ პირს, ვის სახელზეცაა გაცემული.

ბ) დაწესებულების სამართლებრივი სტატუსი მოწმდება, აღიარებულია თუ არა ეს საგანმანათლებლო დაწესებულება იმ ქვეყანაში, სადაც იგი საქმიანობს.

თუ ორივე პირობა დაკმაყოფილებულია, შეიძლება გაიცეს ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულების აღიარების შესახებ. თუმცა, ეს მხოლოდ ფორმალური წინაპირობაა და არა საბოლოო გადაწყვეტილება.

2. კვალიფიკაციის შედარება საქართველოს სისტემასთან

შემდეგ ეტაპზე ცენტრი ადგენს:

ა) რამდენად შეესაბამება უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია და აკადემიური საფეხური საქართველოს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს;

ბ) შეესაბამება თუ არა სწავლის ფორმა საქართველოში დადგენილ აკადემიურ სტანდარტებს (მაგ. დისტანციური სწავლების შემთხვევა შეიძლება გახდეს სადავო, თუ არ აკმაყოფილებს საჭირო სტანდარტებს);

გ) არსებობს თუ არა სხვა სამართლებრივი ან აკადემიური დაბრკოლებები აღიარების

რა შეიძლება გახდეს უარის თქმის მიზეზი?

დამატებითი დოკუმენტაციის ნაკლებობა თუ ვერ დასტურდება დოკუმენტის ნამდვილობა ან საკვალიფიკაციო შესაბამისობა.

დაურეგულირებელი საგანმანათლებლო დაწესებულება თუ უნივერსიტეტი ან ინსტიტუტი არ არის აღიარებული იმ ქვეყანაში, სადაც ოპერირებს.

სწავლის არაკომპეტენტური ფორმა მაგალითად, პროგრამა არ ითვალისწინებს საკმარის პრაქტიკულ ან აკადემიურ კომპონენტებს.

საფეხურის შეუთავსებლობა მაგალითად, თუ ბაკალავრის ხარისხი მიღებულია პროგრამით, რომელიც საქართველოში ექვივალენტურია პროფესიულ განათლებასთან.

საადვოკატო ბიურო “ნაკაშიძე და პარტნიორები“ აგრძელებს თქვენს მიერ გამოგზავნილ საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში, რა უნდა იცოდეთ?
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში

ვრცლად

Dichiarazione di valore - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას

Dichiarazione di valore - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის

ვრცლად

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და

ვრცლად

განათლების სამართალი

განათლების სამართალი

ვრცლად

''პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც, დგინდება კოლეჯის დირექტორის დამტკიცების საფუძველი - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო

''პროფესიული განათლების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილება, რომლის თანახმადაც,

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp