„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო
„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო.
პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება.
ცვლილებით წესრიგდება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხი.
კერძოდ, მოქმედი რედაქციით, უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საკითხი დარეგულირებულია კანონის მეოთხე თავით, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტრუქტურას განსაზღვრას.
ცვლილების თანახმად, უცხო ქვეყნის დაწესებულების ფილიალის მიერ საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების საკითხის რეგულირება გადაინაცვლებს კანონის სხვა თავში, რომელიც აწესრიგებს ავტორიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებს.
წყარო: საქართველოს პარლამენტი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
