iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში
იურიდიული სტატია

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში

8-08-2025, 19:33 ადვოკატი / ადვოკატი ნათია ნაკაშიძე / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სიახლე 47 ნახვა
უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში

უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში - ადვოკატი ნათია ნაკაშიძე, (სპეციალიზაცია: სამოქალაქო, ადმინისტრაციული საქმეები და ბავშვთა უფლებები) უპასუხებს თქვენს შეკითხვებს.

დღეს, როცა ქართველ სტუდენტთა რაოდენობა უცხოეთში მზარდია, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ხდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (EQE) მიერ მიღებული განათლების აღიარება. ბევრი ფიქრობს, რომ საკმარისია მხოლოდ ცენტრის მიერ გაცემული ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე, თუმცა რეალობა უფრო კომპლექსურია.

რას ნიშნავს ცენტრის მიერ გაცემული ცნობა საგანმანათლებლო დაწესებულებაზე?

ცენტრის მიერ გაცემული ცნობა ამტკიცებს, რომ კონკრეტული საგანმანათლებლო დაწესებულება აღიარებულია იმ ქვეყნის კანონმდებლობით, სადაც ის ოპერირებს. ამავე დროს, ცნობა ადასტურებს, რომ დაწესებულება უფლებამოსილია განათლების გაცემაზე.

თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს ეს ცნობა არ ნიშნავს ავტომატურ აღიარებას იმ განათლებისა, რომელიც კონკრეტულ დაწესებულებაში მიიღეთ. ცნობა წარმოადგენს ერთ-ერთ დადებით, მაგრამ არასრულ წინაპირობას, რაც საჭიროა საბოლოო აღიარებისთვის.

როგორ ხდება უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების პროცესი?

ეს პროცესი ორ ძირითად კომპონენტად ფასდება:

1) დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურება დადგენა, რომ:

ა) დიპლომი ან სერთიფიკატი ნამდვილად გაცემულია იმ პირის სახელზე, ვის სახელზეც წარმოდგენილია.

ბ) დოკუმენტის გამცემი დაწესებულება ლეგალურად აღიარებულია უცხო ქვეყანაში.

2) კვალიფიკაციის შესაბამისობის შეფასება შეფასდება:

ა) რამდენად შეესაბამება უცხოური კვალიფიკაცია საქართველოს ეროვნულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს.

ბ) შეესაბამება თუ არა სწავლის საფეხური, შინაარსი და ხანგრძლივობა ქართულ სისტემას.

შეიძლება თუ არა განათლების აღიარებაზე უარის მიღება? – მთავარი რისკები

დიახ, გარკვეულ შემთხვევებში EQE-ს შეუძლია უარი თქვას უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებაზე. უარის ძირითადი მიზეზები შეიძლება იყოს:

ა) დაწესებულების სტატუსთან დაკავშირებული პრობლემა თუ სასწავლებელი არ არის ლეგალურად აღიარებული იმ ქვეყანაში.

ბ) დოკუმენტის ავთენტურობის პრობლემა ყალბი, გაურკვეველი ან არასრული დოკუმენტაცია.

გ) კვალიფიკაციის შეუსაბამობა თუ პროგრამის დონე, ხანგრძლივობა ან სტრუქტურა არ შეესაბამება ქართულ სტანდარტებს.

დ) სწავლის ფორმა მაგალითად, არაკონვენციური ან დისტანციური სწავლების ფორმები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ცენტრის კრიტერიუმებს.

როგორ მოემზადოთ სწორად?

თუ აპირებთ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებას საქართველოში, აუცილებელია წინასწარ შეამოწმოთ შემდეგი:

ა) დოკუმენტის გამცემი დაწესებულება აღიარებულია შესაბამის ქვეყანაში.

ბ) სწავლების ფორმა აკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნებს.

გ) განათლება მინიჭებულია იმ პროგრამის ფარგლებში, რომელიც შეესაბამება ქართულ საკვალიფიკაციო ჩარჩოს.

საადვოკატო ბიურო “ნაკაშიძე და პარტნიორები“ აგრძელებს თქვენს მიერ გამოგზავნილ საინტერესო კითხვებზე პასუხების გაცემას. თუ გაქვთ შეკითხვა იურისტთან და გჭირდებათ კომპეტენტური პასუხის მიღება, სტატიის ქვეშ, შეგიძლიათ მოგვწეროთ შეკითხვები და შევეცდებით უმოკლეს დროში მიიღოთ პასუხები.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება საქართველოში
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


Dichiarazione di valore - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის დადასტურებისას

Dichiarazione di valore - საქართველოში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტების ნამდვილობის

ვრცლად

განათლების სამართალი

განათლების სამართალი

ვრცლად

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და 81 ხმით მიიღო

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილება - პარლამენტმა მესამე მოსმენით განიხილა და

ვრცლად

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

გარდაცვალების რეგისტრაციისთვის აუცილებელი საბუთები

ვრცლად

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp