iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?
იურიდიული სტატია

რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?

21-12-2022, 15:51 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / სახელშეკრულებო სამართალი 241 ნახვა
რა რისკები ახლავს მეორადი ავტომობილის შეძენას?

საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა მეორადი ავტომობილის შეძენას ერთი მიზეზის გამო ამჯობინებს – ასეთი ავტომობილი ახალთან შედარებით იაფი ღირს. ბუნებრივია, მეორადი ავტომობილის შეძენისას მყიდველი ცდილობს შედარებით ახალი და კარგად შენახული მანქანა შეარჩიოს, მაგრამ ამას ბევრი ვერ ახერხებს. რა უნდა ვიცოდეთ ავტომობილის ყიდვისას, რომ მოტყუებული არ დავრჩეთ? ამ საკითხთან დაკავშირებით რჩევებს საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატი ნათია ნაკაშიძე გასცემს.

ხშირად ხდება ისეთი გაუგებრობები რომლებზეც, ადვოკატებსაც გვიწევს შეხება ისტორიებთან, როდესაც დაზარალებული კეთილსინდისიერი გადამხდელი ანუ ავტომობილის ახალი მეპატრონეა. როდესაც ადამიანი მეორადი ავტომობილის ყიდვას გადაწყვეტს, ძალიან ბევრი ნიუანსი უნდა გაითვალისწინოს. პირველ რიგში, კლიენტმა საფუძვლიანად უნდა შეამოწმოს ავტომანქანა, გადაამოწმოს მისი დოკუმენტაცია და დარწმუნდეს, რომ მის მესაკუთრეს ვიდეოჯარიმები არა აქვს დარიცხული. თუ ავტომობილის ყოფილ მფლობელს ჯარიმა არა აქვს გადახდილი, მაშინ მისი გადახდა ახალ მფლობელს მოუწევს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამის ორგანოებს სატრანსპორტო საშუალების რეალიზაციის უფლება აქვთ.

ხომ შეიძლება ახალმა მფლობელმა სასამართლოს მიმართოს და თავი იმართლოს?

– რა თქმა უნდა, დაზარალებულ მყიდველს შეუძლია სასამართლოს მიმართოს იმის დასამტკიცებლად, რომ ჯარიმები მას არ ეკუთვნის, მაგრამ ამის დამტკიცებას ზოგჯერ თვეები სჭირდება. სასამართლო განხილვა და პროცედურებიც ფინანსურ დანახარჯებთან არის დაკავშირებული. ამის გამო მათი უმრავლესობა ჯარიმას თვითონ იხდის, რადგან ადვოკატის დაქირავებას და სასამართლოში დავას თავს არიდებს. ზოგიერთ მათგანს საკმაო თანხის გადახდა უწევს იმის გამო, რომ ძველ მესაკუთრეს ბანკის, ან სულაც კერძო პირის ვალი ჰქონდა. ამ დროს შეიძლება ბანკმა (ან ფიზიკურმა პირმა) სარჩელი შეიტანოს ავტომობილის მესაკუთრის სახელზე, ამოიღოს ავტომანქანის მონაცემები და მას ყადაღა დაადოს. საბოლოოდ კი, დავალიანების გადახდა ახალ მეპატრონეს მოუწიოს. არის შემთხვევები, როდესაც სატრანსპორტო საშუალება ლომბარდშია ჩადებული. მესაკუთრე არ იხდის თანხას და ამის გამო ლომბარდი ავტომობილს სულ სხვა პირზე ჰყიდის, პატრონს კი ეს მანქანა უკვე გაყიდული აქვს და ამ დროსაც ძალიან დიდი გაუგებრობა იქმნება. ამიტომ მე არავის ვურჩევ, ავტომობილი ლომბარდიდან შეიძინოს.

– რაც შეეხება ტექნიკურ მხარეს, ხომ შეიძლება ავტომობილი ახალს ჰგავდეს და მყიდველი მოტყუვდეს?

– ავტოსატრანსპორტო საშუალებების უმეტესობას აქვს ინდივიდუალური ვინ-კოდი, რომელშიც ამ მანქანაზე არსებული ინფორმაციაა დაცული. ვინ-კოდი შეიძლება ტექ. პასპორტზე, მანქანის ძარის ქვეშ, ან საქარე მინაზე იყოს გამოსახული. მისი საშუალებით შესაძლებელია სატრანსპორტო საშუალების ისტორიის გადამოწმება და დადგენა, ჰქონდა თუ არა მას დაზიანებები, რა პირობებში იყო, რამდენი მესაკუთრე ჰყავდა, არის თუ არა ნაავარიევი და ა.შ.

ალბათ, ახალი მანქანის შეძენისას პრობლემები ნაკლებია.

მაინც არის შემთხვევები, ძირითადად, საგარანტიო ვადის გამო. დავუშვათ, სატრანსპორტო საშუალებას გარანტია აქვს 5 წელი და მისი რომელიმე ნაწილი მწყობრიდან მალე გამოვიდა. ხშირად გამყიდველი ორგანიზაცია თავს არიდებს საგარანტიო პირობების შესრულებას. ყოფილა შემთხვევა, როდესაც ავტომობილს სერიოზული წუნი ჰქონია, მაგრამ გამყიდველი ფირმა, ან ორგანიზაცია თავს არიდებდა მანქანის შეცვლას. ეს ყოველთვის დავის საგანი ხდება ხოლმე, თუმცა ახალ მანქანებთან პრობლემები გაცილებით ნაკლებია.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში;

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში;

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: avtomobilis shedzena, nasyidobis xelshekruleba, meoradi avtomobili, myidveli, gamyidveli, ავტომობილის შეძენა, ნასყიდობის ხელშეკრულება, მეორადი ავტომობილი, მყიდველი, გამყიდველი, ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველო
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


რა აუცილებელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

რა აუცილებელი გარემოებები უნდა გაითვალისწინოთ უძრავი ქონების შეძენისას

ვრცლად

ინტელექტუალური საკუთრება

ინტელექტუალური საკუთრება

ვრცლად

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას

რას უნდა მივაქციოთ ყურადღება სადაზღვევო კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებისას

ვრცლად

მედია სამართალი

მედია სამართალი

ვრცლად

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

რა უნდა ვიცოდეთ ბინის დაგირავებამდე?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp