“კოვიდი მაქვს, მაგრამ კარანტინში ვერ დავჯდები, ჩემს შვილებს შიათ"- ემიგრანტი ქალბატონი იტალიიდან პოსტ აქვეყნებს
ფეისბუკმომხმარებელი სახელად „MA RI“ სტატუსს აქვეყნებს:
"რამდენიმე დღის წინ კოვიდი დამიდასტურდა, მაგრამ არანაირი სიმპტომი არ მაქვს. ჩემი მეგობარი გახდა ცუდად, ტესტი გაიკეთა და დადებითი პასუხი რომ მოუვიდა, მეც გავიკეთე აფთიაქში ნაყიდი ტესტი, იმიტომ რომ იმ დღეებში სულ ერთად ვიყავით.
პასუხი დადებითი იყო, მეორე ტესტიც ვიყიდე, იმიტომ რომ გაგონილი მქონდა აფთიაქის ტესტები ცდებოდა. მეორე ტესტმაც დადებითი მიჩვენა. არავისთვის მითქვამს, აქაც იმიტომ ვწერ ყალბი პროფილით, რომ ნამუსი მაწუხებს, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს.
კოვიდიანი ვაგრძელებ მუშაობას. ის ნიღაბი მიკეთია, ყველაზე კარგად რომ იცავს და ხელთათმანებით ვმუშაობ. ვიცი, არ შეიძლება რასაც ვაკეთებ, მაგრამ ვალებს კოვიდი ვერ გადამიხდის და ვერც ჩემს მშიერ შვილებს დააპურებს საქართველოში. ვიცი გამლანძღავთ, მაგრამ ამისთვისაც მზად ვარ, მგონია, რომ მიზანი ამართლებს საშუალებას"- წერს ემიგრანტი.
ფოტო: https://www.aa.com.tr/
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
