Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე

კიდევ ერთი წარმატებით დასრულებული საქმე



საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს ადვოკატმა ნათია ნაკაშიძემ წარმატებით დაასრულა სახელშეკრულებო დავა, რითაც მოთხოვნილი იყო თანხის დაკისრება და შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს შემცირება.

გ.მ-სა და სამშენებლო კომპანია დეველოპმენტს შორის გაფორმებული იყო მშენებარე კორპუსში უძრავი ქონების წინარე ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოსარჩელეს თანხის გადახდის სანაცვლოდ უნდა გადასცემოდა საცხოვრებელი ბინა. 

ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე თვის შემდეგ მოსარჩელეს შეატყობინეს ინფორმაცია, რომ მოხდა ფართების დაკორექტირება და მისი ბინის ფართიც შემცირდა, თუმცა სხვაობას კომპანია აუნაზღაურებდა, რასაც იძულებული იყო დათანხმებოდა, თუმცა კვლავ განმეორდა ფართის ცვლილების კორექტირება მყიდველის შეტყობინების გარეშე და 69 კვ.მ ბინის ნაცვლად 60კვ.მ ბინა რჩებოდა. გ.მ.-მ შემთხვევით გადაამოწმა ბინის ფართი, რის შემდეგაც მიმართა სამშენებლო კომპანიას მათ კი განუმარტეს არც თანხას დაუბრუნებდნენ და არც ფართი მოემატებოდა, მიუხედავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებისა. 

ბანკში მისულს ბინის საყიდლად სესხის აღებისას კომპანიამ გაუგზავნა თავდაპირველად შეთანხმებული თანხის ინვოისი და კომპანიის წარმომადგენელმა განუმარტა, რომ დარღვევის შემდეგ გ.მ.-ს მოუწევდა კომპანიის მხრიდან დაკისრებული 15 პროცენტიანი სანქციის გამოყენება მთელ თანხაზე, რის შემდეგაც ჩავერთეთ საქმეში და თბილისის საქალაქო სასამართლოში სრულად დაკმაყოფილდა ჩვენი სასარჩელო მოთხოვნა, ჩვენს კლიენტს სრულად დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი თანხა სამშენებლო კომპანიასთან, ასევე აუნაზღაურდა საადვოკატო მომსახურების თანხა და სრულად დაუბრუნდა მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში ამ საქმის განსახილველად. ასევე არ მოუწია პირგასამტეხლოს 15 პროცენტის გადახდა და არც გადახდილი თანხა არ შეუმცირდა, რასაც სამშენებლო კომპანია ითხოვდა.


დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს. 


ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას:  საქართველოსა და იტალიაში  ყველა ინსტანციის სასამართლოში; 

ადმინისტრაციულ ორგანოებში, საელჩო, საკონსულო, იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; 

სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას  ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; 

სტრასბურგის - ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები