iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ქირავნობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები
იურიდიული სტატია

ქირავნობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები

21-02-2023, 17:49 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / სახელშეკრულებო სამართალი 240 ნახვა
ქირავნობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები

ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ნივთი საკუთრებაში არ გადაეცემა. დამქირავებელზე ნივთით სარგებლობის უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში გადადის, ვადის ამოწურვისთანავე დამქირავებელი ვალდებულია ხელშეკრულების საგანი უკან დაუბრუნოს გამქირავებელს.

გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი და შეინარჩუნოს ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგისი მდგომარეობა ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში. ხოლო თავისმხრივ, დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს გამქირავებელს დათქმული ქირა.

კანონი იცავს დამქირავებლის ინტერესებს ქირავნობის საგნის მიმართ და უზრუნველყოფს გამქირავებლის ჩაურევლობას დამქირავებლის ნივთზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებაში.

კანონი კონკრეტულ გამონაკლისებს აწესებს, თუ რა შემთხვევაშია მხარის მიერ გრძელვადიან ვალდებულებით ურთიერთობაზე უარის თქმა შესაძლებელი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლი გრძელვადიანი ხელშეკრულების ვადამდე მოშლას პატივსადები საფუძვლის არსებობით უშვებს. საფუძველი მაშინაა პატივსადები, როცა ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის ამოწურვამდე.

პატივსადებ საფუძველს შესაძლოა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენდეს. ამ შემთხვევაში კი კრედიტორმა უპირველეს ყოვლისა მოვალეს უნდა დაუწესოს განსაზღვრული ვადა ნაკლოვანებათა აღმოფხვრისთვის. დამატებითი ვადის დაწესებას განსაზღვრავს სსკ-ის 405-ე მუხლი. კანონის მთავარი მიზანი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულის შესრულებაა, რომელსაც დამატებითი ვადის აუცილებლობა ემსახურება.

თუ დამქირავებელმა ნივთი მიიღო დაგვიანებით (იმ ვადის შეუსაბამოდ, რომელიც ხელშეკრულებაში იყო გათვალისიწინებული), მაშინ მას აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისთვის. იმ შემთხვევაში თუ ხდება ქირავნობის საგნის ნაწილ-ნაწილ დამქირავებლისთვის გადაცემა, ნივთის დროულად გადაცემის პირობა ხელშეკრულების საგნის ნაწილის დაგვიანებით გადაცემითაც ირღვევა. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როცა დამქირავებელი დროულად იღებს ნივთს, თუმცა ქირავნობის პერიოდში ერთმევა ნივთით სარგებლობის უფლება მთლიანად ან ნაწილობრივ. ამ გარემოების არსებობაც ასევე არის დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის წინაპირობა. ნივთის დაგვიანებით გადაცემით ან ქირავნობის პერიოდში გაქმირავებლის მიერ დამქირავებლისთვის ნივთის ფლობისა და სარგებლობის უფლებაში ჩარევით გამქირავებელი ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს არღვევს. აუცილებელია უპირველეს ყოვლისა გამქირავებელმა დამქირავებელს მისცეს ვადა ხელისშემშლელი გარემოებების გამოსასწორებლად. თუ ამ ვადაში გამქირავებელი დამქირავებელს გადასცემს ნივთს, აღუდგენს ნივთით სარგებლობის უფლებას და მოახდენს ყველა ხელისშემშლელი გარემოების აღკვეთას, მაშინ დამქირავებელს ერთმევა უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე. საპირისპირო შემთხვევაში, დამქირავებელს უფლება აქვს მოშალოს ქირავნობის ხელშეკრულება. მას შემდეგ, რაც გამქირავებელი შეასრულებს თავის ვალდებულებას დამატებითი ვადის განმავლობაში, დგება ზიანის ანაზღაურების საკითხი ვალდებულების დაყოვნებით შესრულებისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის- ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში;

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ადვოკატის ნომერი, ცნობილი ადვოკატები საქართველოში, ცნობილი ადვოკატი საქართველოში, უძლიერესი ადვოკატის ნომერი599505578, ახალგაზრდა ადვოკატები, საერთაშორისო ადვოკატები, სანდო ადვოკატი, საადვოკატო ბიურო, იურიდიული კომპანია, საადვოკატო, ადვოკატი, ადვოკატი იტ
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად

ქირავნობა

ქირავნობა

ვრცლად

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ქირავნობის ხელშეკრულების სამართლებრივი რისკები

ვრცლად

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულებათა სამართლებრივი ბუნების შედარება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp