iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » სახელშეკრულებო სამართალი » ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა
იურიდიული სტატია

ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა

18-05-2023, 16:08 სახელშეკრულებო სამართალი / ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი 464 ნახვა
ქირავნობის ხელშეკრულების მოშლა

ქირავნობის საფუძველზე ხელშეკრულების ერთი მხარე - გამქირავებელი კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს - დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ნივთი დანიშნულებისამებრ სარგებლობის უფლებით. ქირავნობის ხელშეკრულებით დამქირავებელს ნივთი საკუთრებაში არ გადაეცემა. დამქირავებელზე ნივთით სარგებლობის უფლება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში გადადის, ვადის ამოწურვისთანავე დამქირავებელი ვალდებულია ხელშეკრულების საგანი უკან დაუბრუნოს გამქირავებელს.

გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს გადასცეს უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთი და შეინარჩუნოს ნივთის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლობისათვის ვარგისი მდგომარეობა ქირავნობის მთელი დროის განმავლობაში. ხოლო თავისმხრივ, დამქირავებელმა უნდა გადაუხადოს გამქირავებელს დათქმული ქირა. გამქირავებელი ასევე ვალდებულია თავი შეიკავოს ისეთი მოქმედებების განხორციელებისგან, რომელიც ხელს შეუშლის დამქირავებლის მიერ ქირავნობის საგნით სარგებლობას. კანონი იცავს დამქირავებლის ინტერესებს ქირავნობის საგნის მიმართ და უზრუნველყოფს გამქირავებლის ჩაურევლობას დამქირავებლის ნივთზე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებაში.

თუმცა ხშირად ხდება გამქირავებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების უხეში დარღვევა, რა დროსაც ხელშეკრულების მოშლის საკითხი იჩენს თავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, მოშლისთვის საფუძველი მაშინაა პატივსადები, როცა ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ან ხელშეკრულების მოშლისთვის დაწესებული ვადის ამოწურვამდე. პატივსადები საფუძვლის დადასტურებისას მხედველობაში მიიღება ხელშეკრულების მხარეთა ინტერესები, არსებული ვითარება და დაუძლეველი ძალის საკითხიც. პატივსადებ საფუძველს შესაძლოა მეორე მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევა წარმოადგენდეს. ამ შემთხვევაში კი კრედიტორმა უპირველეს ყოვლისა მოვალეს უნდა დაუწესოს განსაზღვრული ვადა ნაკლოვანებათა აღმოფხვრისთვის.

ქირავნობის ხელშეკრულების დადებისას მხარეები ყველა პირობაზე თანხმდებიან, მათ შორის შესაძლებელია იყოს ვადა, რომლის განმავლობაშიც გამქირავებელი ვალდებულია დამქირავებელს გადასცეს ნივთი სარგებლობისთვის. არის შემთხვევები, როდესაც ხელშეკრულება მსგავს დათქმას არ ითვალისიწინებს, რომლის დროსაც გამქირავებელმა ნივთი დამქირავებელს გონივრულ ვადაში ან პირველივე მოთხოვნისთანავე უნდა გადასცეს. ამ ვალდებულების არშესრულება წარმოადგენს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების წინაპირობას. თუ დამქირავებელმა ნივთი მიიღო დაგვიანებით, მაშინ მას აქვს უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე იმ ვადის დაცვის გარეშე, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულების მოშლისთვის.

დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით დაუკავშირდით საერთაშორისო საადვოკატო კომპანია ,,ნაკაშიძე&პარტნიორები/ Law Office Nakashidze&Partners''-ს.

ვუზრუნველვყობთ თქვენს დაცვას/წარმომადგენლობას: საქართველოსა და იტალიაში ყველა ინსტანციის სასამართლოში; ადმინისტრაციულ ორგანოებში,საელჩო,საკონსულო,იუსტიციის სახლში და სამინისტროებში; სამართლებრივი ურთიერთობის რეგულირებას ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან;სტრასბურგის-ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: ქირავნობა, დამქირავებელი, ხელშეკრულების შეწყვეტა, ვალდებულებების დარღვევა, მხარეები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ქირავნობა / ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად

ქირავნობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები

ქირავნობის ხელშეკრულებაზე უარის თქმის სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად

ქირავნობა

ქირავნობა

ვრცლად

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

დამქირავებლის მიერ ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლება და მისი სამართლებრივი საფუძვლები

ვრცლად

რა შემთხვევაში იშლება ქირავნობის ხელშეკრულება

რა შემთხვევაში იშლება ქირავნობის ხელშეკრულება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp