iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » 2024 წლის 10 ნოემბრიდან, საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით, შენგენის ზონაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.
იურიდიული სტატია

2024 წლის 10 ნოემბრიდან, საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით, შენგენის ზონაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

14-09-2024, 21:05 ადვოკატი / Advokati | lawyer / ადვოკატი / სტატიები / სიახლე / ქართველი ემიგრანტების ადვოკატი საქართველოში / ემიგრანტები იტალიაში / სიახლეები / ემიგრანტები იტალიაში / nana nakashidze 853 ნახვა
2024 წლის 10 ნოემბრიდან, საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით, შენგენის ზონაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით 2024 წლის 10 ნოემბრიდან, შენგენის ზონაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.

ეს გადაწყვეტილება ეხება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ ემიგრანტებს რომლებსაც საზღვრის კვეთისას დარღვევა აქვთ, პროცედურები მათთვის საკმაოდ გამკაცრდება, ხოლო მოგზაურებისათვის გამარტივდება,

განვიხილოთ კონკრეტულად რა შეიცვლება?

სასაზღვრო კონტროლის ახალ ელქტრონულ სისტემაში ჩაერთვება ევროპის 29 ქვეყანა მათ შორის: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი, და სხვა ევროკავშრის წევრი ქვეყნები და ასევე ასოცირებული ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია. თუმცა, გარკვეული გამონაკლისები იმოქმედებს კვიპროსსა და ირლანდიაში, სადაც საზღვრის კვეთისას ტრადიციული პასპორტის ბეჭდის სისტემა შენარჩუნდება.

ქვეყნების ჩამონათვალი: • AUSTRIA • BELGIUM • BULGARIA • CROATIA • CZECHIA • DENMARK • ESTONIA • FINLAND • FRANCE • GERMANY • GREECE • HUNGARY • ICELAND • ITALY • LATVIA • LIECHTENSTEIN • LITHUANIA • LUXEMBOURG • MALTA • NETHERLANDS • NORWAY • POLAND • PORTUGAL • ROMANIA • SLOVAKIA • SLOVENIA • SPAIN • SWEDEN • SWITZERLAND

პირები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან აღნიშნულ 29 ქვეყანაში და დროებით ბრუნდებიან საქართველოში, ახალი სასაზღვრო კონტროლის შემდეგომ, რისკები საკმაოდ მაღალია, რადგან პასპორტის შეცვლა, გვარის შეცვლა, შემოვლითი გზა და ა . შ გამოსავალი ვეღარ იქნება, გამომდინარე იქედან რომ ახალი სასაზღვრო კონტროლის მიხედვით ქვეყანაში შესვლა მოხდება ბიომეტრიული მონაცემებით, როგორიც არის თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება.

ახალი რეგულაციები შეეხება: ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქლაქეებს.

რას მოიცავს ევროპული სასაზღვრო კონტროლის სისტემის ცვლილება (Entry/Exit System)?

ისტორიულად, საზღვრის გადაკვეთისას თქვენი შესვლა და გამოსვლა, ან ქვეყანაში შესვლაზე უარი ფიქსირდებოდა მესაზღვრის მიერ პასპორტში ბეჭდით. ახალი სისტემა ცვლის ამ პროცედურას და იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს როგორიცაა თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება. იმ შემთხვევაში თუკი უარს განაცხადებთ ბიომეტრიული მონაცემების მიწოდებაზე, თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყანაში შესვლას. ხოლო მიწოდების შემთხვევაში, ბიომეტრიული მონაცემები პასპორტთან ერთად შეინახება EES (Entry/Exit System)-ეს მონაცემთა ბაზაში 3 დან 5 წლამდე, სადაც მითითებული იქნება თქვენს მიერ შენგენის ზონაში შესვლის/გამოსვლის და შესვლაზე უარის თქმის თარიღები.

მინდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ, ბიონმეტრიულ მონაცემებში არ იგულისხმება ბიომეტრიული პასპორტი, ზემოთაღნიშნულ 29 ქვეყანაში შესვლას შეძლებთ ასევე არაბიომეტრული პასპორტით. ბიომეტრიულ მონაცემებში იგულისმება: თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება რომელიც ადგილზე მოხდება.

EES (Entry/Exit System) საზღვრის კვეთის ახალი ელექტრონული სისტმა საშუალებას მოგცემთ რომ ონლაინ შევამოწმოთ, რამდენი დღე დაგრჩათ შენგენის ზონაში ყოფნისთვის და ხომ არ გადაცდით ვადას ანუ ნებისმიერი მოგზაური შეძლებს დააკვირდეს საზღვრის კვეთის ისტორიას, რათა ზუსტად განსაზღვროს, რამდენი დღეა დარჩენილი 90-დღიანი ლიმიტიდან, აღნიშნული ინფორმაციის შემოწმებას შეძლებთ როგორც საზღვრის კვეთისას, ასევე ონლაინ ვებ გვერდის მეშვეობით რომელიც სულ მალე ამოქმედდება.

ის პირები ვინც ვიზალიბერალიზაცცის ხელშეკრულების დაცვით მოგზაურობდნენ, რა გულისხმობს 90 დღე 180 დღის განმავლობაში, იცვლება მხოლოდ ის რომ საზღვრის კვეთისას დასჭირდებათ ბიომეტრიული მონაცემების მიწოდება, მათთვის პროცედურა საკმაოდ გამარტივდება.

ის პირები ვისაც აღნიშნულ ქვეყნებში აქვთ სხვა დასხვა ტიპის ნებართვები: მაგალითად: სწავლის, მუშაობის, ბინადრობის, მკურნალობის და ა.შ, ინფორმაცია ნებართვის ტიპისა და ვადის შესახებ ავტომატურად იქნება პროგრამაში ასახული.

ხოლო ის პირები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან აღნიშნულ 29 ქვეყანაში და დროებით ბრუნდებიან საქართველოში, ახალი სასაზღვრო კონტროლის შემდეგომ, რისკები საკმაოდ მაღალია.

გაითვალიწინეთ! იმ შემთხვევაში თუკი არ გაქვთ რაიმე სახის დარღვევა, ან გაქვთ ბინადრობის ნებართვა, მაგარმ უარი განგიცხადეს ქვეყანაში შესვლაზე, შეგიძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროთ.

ასევე იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ზონაში (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს), მოგზაურობის დაწყებამდე ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში (ETIAS) დარეგისტრირება მოუწევთ. მისი ამოქმედება დაგეგმილია და, სავარაუდოდ, ის აქტიური იქნება EES (Entry/Exit System)-ის სისტემის ამოქმედების შემდეგ.

ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ავტომატიზირებული სასაზღვრო კონტროლის და თვითმომსახურების სისტემები გაზრდის უსაფრთხოების დონეს და გაამარტივებს მგზავრობის პროცესს. თუმცა, არსებობს კრიტიკული მოსაზრებებიც, რომ ავტომატური რეგისტრაციის სისტემამ შესაძლოა დამატებითი სირთულეები წარმოშვას.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: 2024 წლის 10 ნოემბრიდან, საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით, შენგენის ზონაში, ახალი რეგულაციები ამოქმედდება., Entry/Exit System, entry exit system, Entry/Exit, entry, exit, system, nana nakashidze, italia, italy, იტალია, იტალიაში ქართველები
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


საზღვრის კვეთის ახალი რეგულაციები, 2024 წლის 10 ნოემბრიდან

საზღვრის კვეთის ახალი რეგულაციები, 2024 წლის 10 ნოემბრიდან

ვრცლად

EES - Entry/Exit System and ETIAS

EES - Entry/Exit System and ETIAS

ვრცლად

კოვიდვაქცინით აცრილი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლა

კოვიდვაქცინით აცრილი ვიზიტორების საქართველოში შემოსვლა

ვრცლად

The Entry/Exit System (EES)

The Entry/Exit System (EES)

ვრცლად

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

როგორ ხდება ბინადრობისა და მოქალაქეობის მოპოვება საქართველოში?

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp