Georgia Italy English Ukraine Russian
ადვოკატის ნომერი
599 50 55 78
iuristi.com

EES - Entry/Exit System and ETIAS

EES - Entry/Exit System and ETIAS


საზღვრის კვეთასთან დაკავშრებით 2024 წლის 10 ნოემბრიდან, შენგენის ზონაში ახალი რეგულაციები ამოქმედდება.


ეს გადაწყვეტილება ეხება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, განსაკუთრებით იმ  ემიგრანტებს რომლებსაც საზღვრის კვეთისას დარღვევა აქვთ, პროცედურები მათთვის საკმაოდ გამკაცრდება, ხოლო  მოგზაურებისათვის გამარტივდება,


განვიხილოთ კონკრეტულად რა შეიცვლება?

სასაზღვრო კონტროლის ახალ ელქტრონულ სისტემაში ჩაერთვება ევროპის 29 ქვეყანა მათ შორის: იტალია, საბერძნეთი, პოლონეთი,  და სხვა ევროკავშრის წევრი ქვეყნები და ასევე ასოცირებული ქვეყნები, როგორიცაა ისლანდია, ნორვეგია და შვეიცარია. თუმცა, გარკვეული გამონაკლისები იმოქმედებს კვიპროსსა და ირლანდიაში, სადაც საზღვრის კვეთისას  ტრადიციული პასპორტის ბეჭდის სისტემა შენარჩუნდება.


ქვეყნების ჩამონათვალი: • AUSTRIA • BELGIUM • BULGARIA • CROATIA • CZECHIA • DENMARK • ESTONIA • FINLAND • FRANCE • GERMANY • GREECE • HUNGARY • ICELAND • ITALY • LATVIA • LIECHTENSTEIN • LITHUANIA • LUXEMBOURG • MALTA • NETHERLANDS • NORWAY              • POLAND • PORTUGAL • ROMANIA • SLOVAKIA • SLOVENIA • SPAIN • SWEDEN • SWITZERLAND


პირები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან აღნიშნულ 29 ქვეყანაში და დროებით ბრუნდებიან საქართველოში, ახალი სასაზღვრო კონტროლის შემდეგომ, რისკები საკმაოდ მაღალია, რადგან პასპორტის შეცვლა, გვარის შეცვლა, შემოვლითი გზა და ა . შ  გამოსავალი ვეღარ იქნება, გამომდინარე იქედან რომ ახალი სასაზღვრო კონტროლის მიხედვით ქვეყანაში შესვლა მოხდება  ბიომეტრიული მონაცემებით, როგორიც არის  თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება.


ახალი რეგულაციები შეეხება: ევროკავშირის არაწევრი ქვეყნების მოქლაქეებს.


რას მოიცავს  ევროპული სასაზღვრო კონტროლის სისტემის ცვლილება (Entry/Exit System)?

ისტორიულად, საზღვრის გადაკვეთისას თქვენი შესვლა და გამოსვლა, ან ქვეყანაში შესვლაზე უარი ფიქსირდებოდა მესაზღვრის მიერ პასპორტში ბეჭდით. ახალი სისტემა ცვლის ამ პროცედურას და იყენებს ბიომეტრიულ მონაცემებს როგორიცაა თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება. იმ შემთხვევაში თუკი უარს განაცხადებთ ბიომეტრიული მონაცემების მიწოდებაზე, თქვენ ვერ შეძლებთ ქვეყანაში შესვლას. ხოლო მიწოდების შემთხვევაში, ბიომეტრიული მონაცემები პასპორტთან ერთად შეინახება EES (Entry/Exit System)-ეს მონაცემთა ბაზაში 3 დან 5 წლამდე, სადაც მითითებული იქნება თქვენს მიერ შენგენის ზონაში შესვლის/გამოსვლის და შესვლაზე უარის თქმის თარიღები.


მინდა ავღნიშნო ის ფაქტი რომ, ბიონმეტრიულ მონაცემებში არ იგულისხმება ბიომეტრიული პასპორტი, ზემოთაღნიშნულ 29 ქვეყანაში შესვლას შეძლებთ ასევე არაბიომეტრული პასპორტით. ბიომეტრიულ მონაცემებში იგულისმება: თითის ანაბეჭდები და სახის სკანირება რომელიც ადგილზე მოხდება.


EES (Entry/Exit System) საზღვრის კვეთის ახალი ელექტრონული სისტმა საშუალებას მოგცემთ რომ  ონლაინ შევამოწმოთ, რამდენი დღე დაგრჩათ შენგენის ზონაში ყოფნისთვის და ხომ არ გადაცდით ვადას ანუ ნებისმიერი მოგზაური შეძლებს დააკვირდეს საზღვრის კვეთის ისტორიას, რათა ზუსტად განსაზღვროს, რამდენი დღეა დარჩენილი 90-დღიანი  ლიმიტიდან, აღნიშნული ინფორმაციის შემოწმებას შეძლებთ როგორც საზღვრის კვეთისას, ასევე ონლაინ ვებ გვერდის  მეშვეობით რომელიც სულ მალე ამოქმედდება.


ის პირები ვინც ვიზალიბერალიზაცცის  ხელშეკრულების დაცვით მოგზაურობდნენ, რა გულისხმობს 90 დღე 180 დღის განმავლობაში, იცვლება მხოლოდ ის რომ საზღვრის კვეთისას დასჭირდებათ ბიომეტრიული მონაცემების მიწოდება, მათთვის პროცედურა საკმაოდ გამარტივდება.


ის პირები ვისაც აღნიშნულ ქვეყნებში აქვთ სხვა დასხვა ტიპის ნებართვები: მაგალითად: სწავლის, მუშაობის, ბინადრობის, მკურნალობის და ა.შ, ინფორმაცია ნებართვის ტიპისა და ვადის შესახებ  ავტომატურად იქნება პროგრამაში ასახული.


ხოლო ის პირები, რომლებიც არალეგალურად იმყოფებიან აღნიშნულ 29 ქვეყანაში და დროებით ბრუნდებიან საქართველოში, ახალი სასაზღვრო კონტროლის შემდეგომ, რისკები საკმაოდ მაღალია.


გაითვალიწინეთ! იმ შემთხვევაში თუკი არ გაქვთ რაიმე სახის დარღვევა, ან გაქვთ ბინადრობის ნებართვა, მაგარმ უარი განგიცხადეს ქვეყანაში შესვლაზე, შეგიძლიათ აღნიშნული გადაწყვეტილება გაასაჩივროთ.


ასევე იმ  ქვეყნების მოქალაქეებს, რომელთაც აქვთ უვიზო მიმოსვლის უფლება შენგენის ზონაში (მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს), მოგზაურობის დაწყებამდე ევროპის სამოგზაურო ინფორმაციისა და ავტორიზაციის სისტემაში (ETIAS) დარეგისტრირება მოუწევთ. მისი ამოქმედება დაგეგმილია და, სავარაუდოდ, ის აქტიური იქნება EES (Entry/Exit System)-ის სისტემის ამოქმედების შემდეგ.


ევროკავშირში მიიჩნევენ, რომ ავტომატიზირებული სასაზღვრო კონტროლის და თვითმომსახურების სისტემები გაზრდის უსაფრთხოების დონეს და გაამარტივებს მგზავრობის პროცესს. თუმცა, არსებობს კრიტიკული მოსაზრებებიც, რომ ავტომატური რეგისტრაციის სისტემამ შესაძლოა დამატებითი სირთულეები წარმოშვას.


კონსულტაციისთვის დაგვიკავშირდით

საქართველოში 599 50 55 78  
თბილისი, ალ.ყაზბეგის №47 (მეტრო დელისი)
თბილისი, გურამიშვილის N23 ა (მეტრო ღრმაღელე)

იტალიაში 351 5 47 00 47  
ბარი, ბალენძანოს მოედანი 12ა


Facebook კომენტარები