ამინისტია 2024 წლის ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი
ამნისტიის შესახებ ახალი კანონპროექტი.
ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რომ ეს კანონპროექტი "ჰუმანიზმის პრინციპებსა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს შორის სამართლიან ბალანსს ეფუძნება".
ამნისტია შეეხება 2024 წლის პირველ ივლისამდე ჩადენილ მთელ რიგ დანაშაულებს. კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს. გარდა ამისა, სახელდებით ჩამოთვლილი 66 მუხლის გარდა, 1/6-ით შემცირება შეეხება დაახლოებით 225 მუხლს.
პროექტი ადგენს ამნისტიის შემდეგ ფორმებს:
პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან სრულად გათავისუფლება;
სასჯელის ½-ით შემცირება;
სასჯელის ¼-ით შემცირება;
სასჯელის 1/6-ით შემცირება;
პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება.
ამნისტიის პროექტი სიახლეს წარმოადგენს 1/6-ით შემცირების წესით, რაც აფართოებს ამნისტიის ბენეფიციართა წრეს და მაქსიმალურად დაიცავს დაზარალებულთა ინტერესებს ჰუმანიზმის პრინციპების შესაბამისად.
ამნისტია 2024 არ შეეხება:
მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს;
ნარკორეალიზატორებს;
სქესობრივ დანაშაულებს;
ყაჩაღობას;
ტერორიზმს;
კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს;
ქურდულ სამყაროს;
კონვენციურ დანაშაულებს;
ტრეფიკინგს და სხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს.
ამინისტია 2024 წლის ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი - იხილეთ აქ
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი - 2024 წლის ამნისტიის შესახებ კანონის პროექტი
თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია
სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.
თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
თბილისი, გურამიშვილის N23 ა
Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A
