iuristi.com იურიდიული სიახლეები და კონსულტაცია
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
+995 598 419 416 WhatsApp
დარეკვა კონსულტაცია
მთავარი კონსულტაცია ჩვენს შესახებ გუნდი ჯავშანი
იურისტი » ადვოკატი » ვის შეეხება სამშენებლო ამინისტია - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე
იურიდიული სტატია

ვის შეეხება სამშენებლო ამინისტია - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

20-11-2023, 19:20 ადვოკატი / Advokati | lawyer / iuristi / ადვოკატის ნომერი / ადვოკატი / სტატიები / მშენებლობის ნებართვა / მიწის რეგისტრაცია / სამშენებლო ამნისტია ადვოკატი / სიახლე 567 ნახვა
ვის შეეხება სამშენებლო ამინისტია - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

ვის შეეხება სამშენებლო ამინისტია - იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე

დღეს 20 ნოემბერს 2023 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა.

მთავრობის მეთაურმა იუსტიციის მინისტრს სამშენებლო ამნისტიის პროექტზე მუშაობა დაავალა, რომელიც ფიზიკურ პირთა საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე აშენებულ ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებს შეეხება.

სამშენებლო ამინისტია შეეხება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობებს.

„ამნისტია გავრცელდება 2024 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირის საკუთრებაში მიწის ნაკვეთზე არსებულ შენობა-ნაგებობაზე, რომელიც არის სამშენებლო დოკუმენტაციის გარეშე და ეს შენობა-ნაგებობა უნდა იყოს ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლები. ასეთ სახლებში მცხოვრებ პირებს აღარ დასჭირდებათ ლეგალიზების კომპლექსური პროცედურის გავლა და აღარ ექნებათ დაჯარიმების ან დემონტაჟის რისკი. ისინი ისარგებლებენ საკუთრების უფლებით.

ინიციატივა შეეხება მილიონზე მეტ ადამიანს და გავრცელდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ინდივიდუალურ სახლებზე, რომლებიც აშენებული იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე.

ის საცხოვრებელი სახლები, რომელიც აშენებული იქნება შემდგომ აღარ დარეგისტრირდება საჯარო რეესტრში, შესაბამისად ისინი ვეღარ ჩაეშვებიან ეკონომიკურ ბრუნვაში და რა თქმა უნდა, ამის შესახებ ინფორმაცია სრულად მიეწოდება მუნიციპალიტეტს“ -

მინისტრის განცხადებით, მთავრობის ეს გადაწყვეტილება ქვეყანაში უკანონო მშენებლობების პრობლემის აღმოფხვრის წინაპირობა გახდება.

„ეს ინიციატივა არის არამხოლოდ ამნისტია, არამედ ეხმიანება უკანონო მშენებლობების პრობლემას და ვიმედოვნებთ, რომ ამ პრობლემის აღმოფხვრის მერე დასრულდება ყველა ის სირთულე, რაც თან ახლავს უკანონო მშენებლობებს და ყველა ის სახლი, რომელიც აშენდება 2024 წლის მერე, აშენდება კანონიერად, რაც გულისხმობს იმას, რომ წინასწარ უნდა ჰქონდეს ნებართვა მუნიციპალიტეტიდან, შეთანხმებული უნდა იყოს პროექტი. მხოლოდ ასეთ ინდივიდუალურ სახლებზე განხორციელდება რეგისტრაცია საჯარო რეესტრში“- აღნიშნა მინისტრმა.

შემდეგი ნაბიჯი

თუ ეს საკითხი შენს შემთხვევას ეხება, მიიღე პერსონალური კონსულტაცია

სტატია გაძლევს ზოგად სურათს, მაგრამ კონკრეტული სამართლებრივი მოქმედება ინდივიდუალურ განხილვას მოითხოვს.

კითხვა ადვოკატთან დარეკვა WhatsApp
საქართველო

თბილისი, ალ. ყაზბეგის №47

თბილისი, გურამიშვილის N23 ა

კონტაქტი

+995 598 419 416

WhatsApp

იტალია

Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

იტალიის ოპერატორი

ტეგები: სამშენებლო ამინისტია, სამშენებლო, ამინისტია, სამშენებლო ამინისტია 2023, კანონიპროექტი სამშენებლო ამინისტია, samsheneblo amisnitia 2023, samsheneblo 2023, aministia 2023, iusticiis ministis ganmarteba
მსგავსი მასალები

წაიკითხე თემასთან დაკავშირებული სხვა სტატიებიც


მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება

ვრცლად

მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვალდებულებები

მშენებლობის ნებართვის მაძიებლის ვალდებულებები

ვრცლად

რა პროცედურების გავლა არის საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად

რა პროცედურების გავლა არის საჭირო მშენებლობის ნებართვის მისაღებად

ვრცლად

მშენებლობის უფლება-პროექტირება,ნებართვები

მშენებლობის უფლება-პროექტირება,ნებართვები

ვრცლად

ბიზნესს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება გადავადდება

ბიზნესს ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულება გადავადდება

ვრცლად
კონსულტაცია

დაგვიკავშირდი ადვოკატთან

თუ სამართლებრივ საკითხზე სწრაფი პასუხი გჭირდება, გამოიყენე ქვემოთ მოცემული არხები.

დარეკვა WhatsApp კითხვა ადვოკატთან
პროფილი

ჩვენი გუნდი

მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს რეალური იურისტი, გამოცდილება და პრაქტიკის სფეროები.

ნანა ნაკაშიძე ნანა ნაკაშიძეიტალიის ფილიალის ხელმძღვანელი ნათია ნაკაშიძე ნათია ნაკაშიძეადვოკატი, დამფუძნებელი ჯუზეპე სანტორო ჯუზეპე სანტოროპარტნიორი იტალიაში
კითხულობენ ხშირად

პოპულარული სტატიები

მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მილოცვა კოლეგებს
პოპულარული მოსამართლის დღე - საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის
ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და ესპანეთის პოლიციამ 13 პირი დააკავა
პოპულარული ესპანეთში საერთაშორისო სპეცოპერაცია „CACHABA“ - საქართველოსა და
აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა 2026 წელს?
პოპულარული აპარტ-ოტელების გაყიდვა და ახალი საგადასახადო რისკები - რა შეიცვალა
ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საკითხებზე
პოპულარული ფიზიკური პირის მიერ აქტივის მიწოდების შედეგად მიღებული შემოსავლის

Iuristi.com

იურიდიული სიახლეები და ადვოკატის კონსულტაცია საქართველოში და იტალიაში.

TOP.GE რეიტინგი

სწრაფი ბმულები

  • ჩვენს შესახებ
  • გუნდი
  • ჯავშანი
  • კონტაქტი

კონტაქტი

  • +995 598 419 416
  • WhatsApp
  • თბილისი, ალ. ყაზბეგის №47
  • Bari, Piazza Nicola Balenzano, 12 A

საიტზე განთავსებულია იურიდიული თემების შესახებ სტატიები, პრაქტიკული განმარტებები და საკონტაქტო ინფორმაცია კონსულტაციის მისაღებად.

გჭირდება ადვოკატის სწრაფი კონსულტაცია?
დარეკვა WhatsApp